ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2015
ძალის დაკარგვა 07.02.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016279
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2015 წლის 25 დეკემბერი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და 1061 მუხლის მეათე პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ნიმუში, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ნიმუში, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით/პირდაპირი განკარგვის წესით, პირობებით/უპირობოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ტიპური ფორმა, დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში, დანართი №6-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დამტკიცდეს აუქციონში მონაწილის ბილეთის ნიმუში, დანართი №7-ის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს 20 (ოცი) ლარით.
მუხლი 9🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების რეგულირების სფერო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების (შემდგომში –
საწარმოს) ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს საწარმოს ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საწარმოს ქონების პრივატიზებისას –
საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას –
ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე, ანგარიშსწორების წესებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საწარმოს ქონების მმართველი –
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო –
მუნიციპალიტეტის გამგებელი;
გ) საწარმოს ქონების შემძენი –
საწარმოს ქონების პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი;
დ) განკარგვა − საწარმოს ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის აუქციონის გარეშე საკუთრებაში გადაცემა;
ე) პრივატიზება − საწარმოს ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ (შემდგომში –
კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით;
ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − საწარმოს ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება –
საწარმოს ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის, პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემა;
თ) საწარმოს ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა –
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საწარმოს ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი;
ი) პრივატიზაციის გეგმა –
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, საწარმოს ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საწარმოს ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ;
კ) უპირობო აუქციონი –
აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
ლ) პირობებიანი აუქციონი –
აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
მ) ვადაგაგრძელებული აუქციონი –
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი საწარმოს ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებით და ფასით;
ნ) განმეორებითი აუქციონი –
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი საწარმოს ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი პირობებით და ფასით;
ო) აუქციონატორი –
საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი (საწარმოს დირექტორი);
პ) განაცხადი –
აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, საწარმოს ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;
ჟ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია –
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
რ) ბე –
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში;
ს) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად –
საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში;
ტ) ლოტი –
აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი საწარმოს ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს საწარმოს რამდენიმე ქონება;
უ) მომხმარებელი –
შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი;
ფ) საგარანტიო თანხა –
საწარმოს მიერ, ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, საწარმოს ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, საწარმოს ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა;
ქ) საწარმო –
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული სააქციო საზოგადოება ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
მუხლი 3🔗.
საწარმოს ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი
1. საწარმოს ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
მუხლი 4🔗.
საწარმოს ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა
1. საწარმოს ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ინიციატივას გამოხატავს საწარმო, რომელიც წერილობით განაცხადს წარუდგენს აღმასრულებელ ორგანოს.
2. საწარმოს ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
3. საწარმოს ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებენ ამ წესის შესაბამისად.
თავი II
ელექტრონული აუქციონი
მუხლი 5🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ელექტრონული აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
2. ელექტრონული აუქციონის ფორმით საწრმოს ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, საწარმოს ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას, საწარმოს ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება.
3. ელექტრონული აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ელექტრონული აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზებას უზრუნველყოფს აუქციონატორი.
5. ელექტრონული აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-5 თავის შესაბამისად.
6. ელექტრონული აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების შემძენი შეიძლება იყოს ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ან პირთა გაერთიანება.
7. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონი ცხადდება აუქციონატორის მიერ.
8. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 6🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს დირექტორი.
2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, საწარმოს ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, საწარმოს ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომელსაც ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 15 კალენდარული დღით აღემატება საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება, მისი ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი საგარანტიო თანხის გამოყენება, საწარმოს ქონების შემძენის თანხმობით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად).
4. თუ საწარმოს ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. აუქციონატორი, ელექტრონული აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზებისას, ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს თავის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე –
www.eauction.ge.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელება;
ბ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი, რომელსაც ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას;
ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს;
ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს, რომელსაც ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას;
კ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
7. საწარმოს ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს საწარმოს ქონების საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს საწარმოს საპრივატიზაციო ობიექტს.
9. იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ელექტრონული აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს (რწმუნებული), მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) საწარმოს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასური;
ბ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ ფარგლებში, განსაზღვრული წარმომადგენელის (რწმუნებული) ავანსის ან/და მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) საწარმოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
მუხლი 7🔗.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების შესაბამისად გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების და აუქციონის პირობების (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება;
გ) „ინტერნეტბანკინგის“ საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად).
3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს საწარმოს რამდენიმე ლოტის პრივატიზებისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) ან ბე უნდა გადაიხადოს საწარმოს თითოეული საპრივატიზაციო ობიექტისათვის ცალ-ცალკე.
4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საწარმოს ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 8🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის, რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს ენიჭება ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, მანამ, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. საწარმოს ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 5 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 5 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა, მაგრამ თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.
7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არაუგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია, გადაიხადოს ბე ან წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით, გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და საწარმოს შეძენილი ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
11. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
13. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები.
მუხლი 9🔗.
მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. აუქციონატორი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, 10 სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
3. აუქციონატორი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).
4. საწარმოს ქონების შემძენი უფლებამოსილია:
ა) შეიძინოს საწარმოს ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
5. საწარმოს ქონების შემძენი ვალდებულია:
ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები;
ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
მუხლი 10🔗.
ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.
2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს შესაბამისი გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე, საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
3. საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების, ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში, მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად, გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გადახდის ვებგვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება.
5. საწარმოს ქონების შემძენის მიერ გადახდილი საწარმოს ქონების სრული ღირებულება ირიცხება საწარმოს ბიუჯეტში.
მუხლი 11🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში –
ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს საწარმოს ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება საწარმოს დირექტორსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში –
ხელშეკრულება).
2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში –
ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის საწარმოს შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. საწარმოს ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას.
3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
4. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, საწარმოს ქონების შემძენს საწარმოს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, საწარმოს ქონების შემძენი პასუხისმგებელია საწარმოს მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. საწარმოს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება საწარმოს ქონების შემძენს გადაეცემა საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ.
6. საწარმოს ქონების პრივატიზებისას, საწარმოს ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის საწარმოს შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საწარმოს შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, საწარმოს ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
7. საწარმოს ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
8. საწარმოს ქონების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ საწარმოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
9. საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება საწარმოს საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს საწარმო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 12🔗.
საწარმოს ქონების შემძენის პასუხისმგებლობა
1. თუ საწარმოს ქონების შემძენი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის საწარმოს ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება საწარმოს ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საწარმოს ქონების შემძენი ვალდებულია, საწარმოს შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია საწარმოს ქონების მმართველს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
3. საწარმოს უფლება არა აქვს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, საწარმოს ქონების შემძენს საწარმოს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, საწარმოს გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია საწარმოს მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საწარმოს ქონების შემძენის მიერ საწარმოს შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, საწარმოს ქონების შემძენი ვალდებულია, საწარმოს ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. საწარმოს ქონების შემძენის მიერ საწარმოს ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს საწარმოს ქონების მმართველს.
5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოს ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) საწარმოს ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი საწარმოს ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) საწარმოს ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.
7. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა საწარმოს ქონების მმართველის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
8. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე, პრივატიზებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
მუხლი 13🔗.
ვადაგაგრძელებული და განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი საწარმოს ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი საწარმოს ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია, გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე, შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, საწარმოს ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე. თუ საწარმოს ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.
თავი III
საჯარო აუქციონი
მუხლი 14🔗.
საჯარო აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზება
საჯარო აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 15🔗.
საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი.
2. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში);
გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას, ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს საწარმოს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) საწარმოს ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
4. საწარმოს ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს საწარმოს საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს საწარმოს საპრივატიზაციო ობიექტს.
6. საწარმოს დირექტორი საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები და განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.
მუხლი 16🔗.
საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს:
ა) განაცხადს ამ წესის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს საწარმოს რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს საწარმოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში –
მონაწილე) სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საწარმოს ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 17🔗.
საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი.
4. საწარმოს თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აცხადებს საწარმოს საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს საწარმოს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწარმოს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს, დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას). სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, საწარმოს ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს საწარმოს ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ საწარმოს ქონების შემძენი და საწარმოს დირექტორი.
8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.
9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
11. საწარმოს ქონების შემძენის მიერ გადახდილი საწარმოს ქონების სრული ღირებულება ირიცხება საწარმოს ბიუჯეტში.
მუხლი 18🔗.
ვადაგაგრძელებული და განმეორებითი საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი საწარმოს ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი საწარმოს ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია, გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ საჯარო აუქციონზე, შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით საჯარო აუქციონად. განმეორებით საჯარო აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, საწარმოს ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე. თუ საწარმოს ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 19🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და საწარმოს ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.
2. საჯარო აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 - მე-9 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 20🔗.
საწარმოს ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონის შემთხვევაში
საჯარო აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების პრივატიზებისას, საწარმოს ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.
თავი IV
საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მუხლი 21🔗. ზოგადი დებულებები
1. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) საწარმო, აუქციონის ფორმით საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული შემთხვევებისას.
2. კოდექსით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში, საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით;
ბ) უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს საწარმოს, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის აღმასრულებელ ორგანოს.
მუხლი 22🔗.
საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ვადები
1. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. საწარმოს სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
3. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. პირდაპირი განკარგვის წესით საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. მუნიციპალიტეტის საწარმოს ქონება აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს, სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს მუნიციპალიტეტი, ან თავად ამ საწარმოს მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
მუხლი 23🔗.
საწარმოს ქონების აუქციონის ფორმით ვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
1. საწარმოს ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და საწარმოს ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.
2. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
3. აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუციონის შემთხვევაში) ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, საწარმოს გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 24🔗.
საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საერთო პირობები
1. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას.
2. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საწარმოს დირექტორს, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.
3. სარგებლობის უფლებით გადაცემული საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.
4. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, საწარმოს დირექტორსა და საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის ფორმდება საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში - სარგებლობის ხელშეკრულება).
5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
6. საწარმოს ქონება, რომელიც გადაცემულია სარგებლობის უფლებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ, უნდა დაუბრუნდეს საწარმოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 25🔗.
აუქციონის ორგანიზება
საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 26🔗.
პირდაპირი განკარგვის წესით საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
1. პირდაპირი განკარგვის წესით საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იხილავს შესულ განაცხადებს 30 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).
2. პირდაპირი განკარგვის წესით საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია საწარმოს ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს საწარმოს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).
3. პირდაპირი განკარგვის წესით საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი პირი, განაცხადით მიმართავს საწარმოს დირექტორს. საწარმოს დირექტორი გადაწყვეტილების მისაღებად აღმასრულებელ ორგანოს წარუდგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
4. პირდაპირი განკარგვის წესით საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველმა პირმა საწარმოს დირექტორს უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
მუხლი 27🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. საწარმოს ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც საწარმოს ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. საწარმოს ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საწარმოს ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) საწარმოს გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და საწარმოს ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები საწარმოს აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები საწარმოს ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესის 28-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები;
ვ) საწარმოს ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) საწარმოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით საწარმოს ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.
მუხლი 28🔗.
საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული საწარმოს ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, საწარმოს სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია საწარმოს მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით.
4. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად საწარმოს დირექტორის მიერ. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
5. შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე, სარგებლობის უფლებით გადაცემული საწარმოს ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
თავი V
საწარმოს ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა
მუხლი 29🔗.
საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუხლი 30🔗.
საწარმოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
საწარმოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუხლი 31🔗.
საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის და ქირის საფასურის განსაზღვრის წესი
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ამ წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
2. საწარმოს უძრავი ქონების პირდაპირიგანკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.
3. საწარმოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5% -ის ოდენობით.
4. საწარმოს მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.
მუხლი 32🔗.
საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს
თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი საწარმოს ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო, თუ საწარმოს ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში, ყოველი განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას, ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს და სხვა პირობებს ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
დანართი №2
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ო ქ მ ი №
ქ. ამბროლაური ,, ____“ „___________“ 20__ წ.
1. ეს ოქმი გაიცა ----------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები).
2. მასზე, რომ რომ საქართელოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ----- ------------------------- N --- დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ორგანიზებულ აუქციონზე საწარმოს ქონების
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ---------------------------------------- (-------------------------------)
სიტყვიერად ციფრებით
3. შემდგომში პრივატიზების მიზნით საწარმოს ქონების სააუქციონო კომისიის მიერ
201-- წლის “-------” “---------------------------“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის ------------------------------------------------- (------------------- ) ლარი
სიტყვიერად ციფრებით
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საქართელოს ორგანული კანონის ,,ადგილობნრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ----------------- N---- დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თოაბაზე) - შემდგომში ქონება.
4. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––-––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.
6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
9. საწრმოს ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
10. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.
13. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან:
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე / ----------------------------------------------/ /----------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /-------------------------- / --------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
.
დანართი N3
პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ო ქ მ ი №
ქ. ამბროლაური ,, ____“ „___________“ 20__ წ.
1. ეს ოქმი გაიცა -----------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები).
2. მასზე, რომ საქართელოს ორგანული კანონით ,,ადგილობნრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის --------------- N-------დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად საწარმოს ქონების ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი -------------------- (------------------------------------------)
სიტყვიერად ციფრებით
3. შემდგომში პრივატიზების მიზნით 201-- წლის „-------” “------------------------” მოწყობილ ----------------- აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
-------------------------------------------------- (------------------------) ლარი
სიტყვიერად ციფრებით
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობნრივი თვითმმართველობის კოდექსით" და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის -- -------------------- N----- დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა საწარმოს -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------
(შემდგომში –
ქონება) (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე)
4. მყიდველი ვალდებულია ------------ აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური: –––––––––––––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––) ლარი (ციფრით) (სიტყვიერად) გადაიხადოს: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––ვადაში (აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში) შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) ----------------------------------------------------------------
ბ) ----------------------------------------------------------------
გ) ----------------------------------------------------------------
დ) და. ა.შ.
7. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
8. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
9. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
10. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ღირებულების 0,05%-ს.
11. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საბოლოო თანხის ამავე აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველის მიერ აუქციონის შედეგი განიხილება გაუქმების საფუძვლად და გამარჯვებულ პირს შეტანილი, ბე არ უბრუნდება.
12. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად.
13. საწარმოს ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
14. მყიდველი ვალდებულია ოქმით ნაკისრი ვალდებულებები საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.
15. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
17. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და, სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს ამ ოქმს.
18. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე / -------------------------- /--------------/
სახელი, გვარი ხელმოწერა
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /-------------- / ------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
.
დანართი N4
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკუთრებაში არსებული ქონების
ნასყიდობის ხელშეკრულება № -------
––– –––– ––––––––––– ქ. ამბროლაური (რიცხვი, თვე, წელი)
მუხლი
1🔗. ხელშეკრულების მხარეები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––– სახით /პირადი №----------------; უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მინდობილობა (–––––––––––––– წელი) № ------------/ (ტექსტში –
„მესაკუთრედ“ წოდებული) ერთი მხრივ და -----------------/ მის.: -----------------/ სახით (შემდგომში „ქონების მყიდველად“ წოდებული) მეორე მხრივ, ვდებთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების (შემდგომში –
საწარმოს) საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში ხელშეკრულება), რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები ხელშეკრულების საგნის მიმართ.
მუხლი 2🔗. ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები
ამ ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველია: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის -- ----------- N-- დადგენილება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20-- წლის -- ---------- №-------- ბრძანება.
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების საგანი
20------ წლის ---- -------- ჩატარებული ------------------- აუქციონის შედეგებისა და (საჯარო ან ელოქტრონული) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № ––––– (----------) საფუძველზე“ (თარიღი) „მესაკუთრე გადასცემს, ხოლო „ქონების მყიდველი“ იღებს საწარმოს საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------- /საკადასტრო კოდი: №------------------ /.
მუხლი 4🔗. აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასი: ––––––––––––––––– (––––––––––––––––––––––––––––––) ლარი. (ციფრებით) (სიტყვიერად) სრულად გადაიხადოს, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
2. მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3. საწარმოს ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან.
4. საწარმოს ქონების შემძენს, შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. საწარმოს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან.
6. საწარმოს ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
7. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ნასყიდობის საბოლოო ფასს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე /უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
8. საწარმოს ქონების პრივატიზებისას ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის, შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
9. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
11. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
12. ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
„აუქციონატორი“
საწარმოს დირექტორი
_____________________ _____________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
,,მყიდველი“
აუქციონში გამარჯვებული პირი
_____________________ ________________
(სახელი გვარი) (ხელმოწერა)
.
დანართი N5
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის/პირდაპირი განკარგვის წესით, პირობებით/უპირობოდ სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის
ხელშეკრულება №
––– –––– ––––––––––– ქ. ამბროლაური
(რიცხვი, თვე, წელი)
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების მხარეები
------------------------------------------------------------------------------------------------- სახით /პირადი № ––––––––––; (ტექსტში - „მესაკუთრედ“ წოდებული) ერთი მხრივ და ------------------------- /მის.: -----------------/ სახით (შემდგომში „-----------“ წოდებული), მეორე მხრივ, ვდებთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ---------- ხელშეკრულებას, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები ხელშეკრულების საგნის მიმართ.
მუხლი 2🔗. ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები
ამ ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველია: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის -- ----------- N-- დადგენილება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20-- წლის -- ---------- №-------- ბრძანება.
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების საგანი
„საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების პირობით/უპირობოდ, ----------------- უფლებით, სარგებლობაში გადაცემისათვის 20---- წლის ---- -------- ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20-- წლის --- --------- №------- ბრძანების საფუძველზე „მესაკუთრე“ გადასცემს, ხოლო „----------“ ----------------- (აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან სხვა) ფორმით სარგებლობაში იღებს საწარმოს საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: -------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------- /საკადასტრო კოდი: №------------------ /. ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, მხარეებს შორის ფორმდება სარგებლობაში გადასაცემი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი.
მუხლი 4🔗. სარგებლობის ქირა, გადახდის ვადები
1. ყოველწლიური -------------- ქირა შეადგენს -------------- /---------------/ ლარს.
2. „----------------“ --------------- ქირას იხდის ყოველთვიურად/ყოველწლიურად ან კვარტალში ერთხელ, კალენდარული წლის დამთავრებამდე არანაკლებ -------- კვირით ადრე, იმავდროულად --------------- აქვს ქირის ავანსად გადახდის უფლება.
3. „--------------“ ქირის გადახდამდე ანგარიშის დასაზუსტებლად უნდა მიმართოს საწარმოს.
4. „-------------“ ვალდებულია საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გადახდიდან არა უგვიანეს -------- დღისა წარუდგინოს ქონების „მესაკუთრეს“.
მუხლი 5🔗. ხელშეკრულების ვადა
ამ ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გაიცემა ------ (-----) წლით. ---------- ვადა აითვლება მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღიდან.
მუხლი 6🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
1. „მესაკუთრე“ ვალდებულია:
ა) მოამზადოს ქონების ------------ გადასაცემად საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) ხელი შეუწყოს „--------- “ მიერ ----------- აღებული ქონებით სარგებლობას.
2. „მესაკუთრეს“ უფლება აქვს:
ა) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაათვალიეროს -------------- გაცემული ქონება;
ბ) მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი:
ბ.ა) „-------------“ არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
ბ.ბ) „-------------“ განზრახ ან გაუფრთხილებლობით აუარესებს ------------ გაცემულ ქონებას, რითაც ზიანი ადგება „მესაკუთრეს; აღნიშნული მიზეზების წარმოშობის შემთხვევაში „მესაკუთრე“ ------ კვირით ადრე წერილობით აცნობებს „-------------“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ და თუ ამ ვადაში „---------------“ არ წარმოადგინა ხელშეკრულების გაუქმების მიზეზების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, „მესაკუთრე“ უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს ხელშეკრულება დადგენილი წესით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. „--------------“ ვალდებულია შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) --------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------
ბ) არ განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ქონების მიმართ;
გ) აუნაზღაუროს „მესაკუთრეს“ ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი, ამასთან ნორმალური ცვეთა მხედველობაში არ მიიღება;
დ) უზრუნველყოს ----------------- ხელშეკრულების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო რეესტრში დარეგისტრირება.
4. „-----------“ უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ ------------ გადაცემული ქონება გამოუსადეგარი გახდა იმ გარემოებათა გამო, რომლისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება;
ბ) საკუთარი სახსრებით აწარმოოს მშენებლობა/რემონტი, აგრეთვე სხვა სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია -------------------- საქმიანობასთან. აღნიშნულ საქმიანობებზე გაწეული ხარჯები „მესაკუთრის“ მხრიდან კომპენსაციას არ ექვემდებარება. ამასთან, „----------“ არა აქვს სარგებლობაში გადაცემული ქონების გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება „მესაკუთრის“ თანხმობის გარეშე.
გ) --------- გასცეს -------------- უფლებით გადაცემული ქონება ან მისი ნაწილი მესაკუთრესთან შეთანხმებით. ამასთან -------------- პირობები უნდა გამომდინარეობდეს და შეესაბამებოდეს წინამდებარე ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ვადის დასრულების ან ვადამდე გაუქმების შემთხვევაში ----------- წყდება.
5. მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
6. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს საწარმოს სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია საწარმოს მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
7. „---------------“ აქვს ---------- უფლებით აღებული ქონების უკან დაბრუნების უფლება და თავისუფლდება ქირის შემდგომი გადასახადისაგან, თუ „მესაკუთრეს“ მოთხოვნის შემთხვევაში შესთავაზებს მას გადახდისუნარიან და „მესაკუთრესათვის“ მისაღებ ახალ „-------------“. სხვა შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
მუხლი 7🔗. საწარმოს ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული საწარმოს ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.
2. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. საწარმოს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 8🔗. ქონების საკუთრების უფლება
1. საწარმოს ქონება, რომელიც გადაცემულია აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს საწარმოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ „-----------“ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ არ დააბრუნებს ---------- აღებულ ქონებას, მაშინ „მესაკუთრეს“ შეუძლია მოითხოვოს დათქმული ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. „მესაკუთრეს“ შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
2. სარგებლობაში გადაცემული ქონების გამოყენებით შექმნილი პროდუქცია, შემოსავალი, აგრეთვე ამ შემოსავლის ხარჯზე შეძენილი ქონება ეკუთვნის „---------------“.
3. სარგებლობაში გადაცემული ქონების მიმღების საკუთრებაა, სარგებლობაში გადაცემული ქონების მთელი ის გაუმჯობესებული ნაწილი, რომელიც მან შეძლო საკუთარი და მასთან გათანაბრებული სხვა სახსრებით და რომელთა გამოყოფა შეიძლება სარგებლობაში გადაცემული ქონების დაუზიანებლად. იმ შემთხვევაში, თუ ქონების ნაწილის გამოყოფა ქონებისაგან შეუძლებელია, სარგებლობაში გადაცემული დაუზიანებლად, მათი ღირებულება „მესაკუთრის“ მიერ არ ანაზღაურდება.
მუხლი 9🔗. ფორსმაჟორი
1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი ეს გამოწვეული იყო დაუძლეველ ძალთა გამო.
2. დაუძლეველი ძალა ნიშნავს ისეთ გარემოებას, რომელიც წარმოიშვა მხარეთა ნების გარეშე და რომლის დადგომისა და მოქმედების კონტროლი აღემატება მხარეთა გონივრულ კონტროლს, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) სტიქიურ უბედურებებს, მიწისძვრებს, საომარ მოქმედებებს, სამოქალაქო არეულობებს და სხვა. აგრეთვე, კანონმდებლობის შეცვლა, სახელმწიფო ორგანოების მოქმედებები, რომლებიც შეუძლებელს გახდიან მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნულ შემთხვევებში მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს იმ ვადით, რა პერიოდშიც იარსებებს დაუძლეველ ძალთა სიტუაცია. ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევა არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარემ დაკარგა ინტერესი მეორე მხარის მიერ ვალდებულების შესრულებისადმი.
მუხლი 10🔗. ხელშეკრულების პირობების შეცვლა
ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წინამდებარე ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს მხარეების მიერ ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება ან/და დამატება ძალაშია მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 11🔗. სხვა დებულებანი
1. მხარეთა შორის წარმოქმნილი სხვა სადაო საკითხები წყდება მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების გზით, ხოლო გადაუწყვეტლობის შემთხვევაში სასამართლოში.
2 ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან, ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურში.
მუხლი 12🔗. მხარეთა რეკვიზიტები
"მესაკუთრე“
--------––––––––––––––––––––––––
საწარმო
––––––––––––––––––––––––
„----------”
------------------------------------------------------
დანართი N6
----------------------------------------------
(საწარმოს დასახელება)
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
N ---
ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე)
მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა -------------------------------------------------- მიწის ნაკვეთი
(არასასოფლო-სამეურნეო/სასოფლო-სამეურნეო)
ფართობით: ------------------------------------------------------------------------------------------კვ.მ/ჰა და შენობა/ნაგებობა, ფართობით: -------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------- კვ.მ,
(შენობა-ნაგებობის ოდენობა და მათი ფართობი)
რომელიც მდებარეობს: ---------------------------------------------------------------------------------------
(ადგილმდებარეობა/მისამართი)
საფუძველი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო კომისიის ------------------- ------------------------------------------------------------------------------------– ------ აუქციონის ოქმი მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მესამე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.
გაცემულია 201.. წლის ––––––––––– –––––––––––––––––––
შ.პ.ს. „.....................................“
დირექტორი: --------------------------------------------------
დანართი N7
მ ო ნ ა წ ი ლ ი ს ბ ი ლ ე თ ი
მონაწილის ბილეთი N ––––
აუქციონატორის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მონაწილე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
საპრივატიზებო ობიექტის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––
საჯარო აუქციონის ჩატარების დრო, მისამართი –––––––––––––––––––––––––
ბილეთის ფასი --------------------------------------------------- ლარი
ლოტის N ––––