„საქართველოსა და SOCIETE GENERALE-ს შორის გაფორმებული „COFACE საკრედიტო ხაზის შეთანხმება A“-ს (Thales-Raytheon Systems Company ნასყიდობის ხელშეკრულება)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ებრალიძის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2673
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2673

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და SOCIETE GENERALE-ს შორის გაფორმებული „COFACE საკრედიტო ხაზის შეთანხმება A“-ს (Thales-Raytheon Systems Company ნასყიდობის ხელშეკრულება)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ებრალიძის დანიშვნის შესახებ

1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 24 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და SOCIETE GENERALE-ს შორის გაფორმებული „COFACE საკრედიტო ხაზის შეთანხმება A“ (Thales-Raytheon Systems Company ნასყიდობის ხელშეკრულება)“.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე.

 

პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი