საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2691
2015 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საგნის გამოცდის ორგანიზების მიზნით, საგნის გამოცდის საგამოცდო ტესტების ბეჭდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 32 04 01 02).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი