საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

მიღების თარიღი 14.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2698
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020509
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2015
matsne.gov.ge 3,128 სიტყვა · ~16 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 99% 20.07.2015 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 99% 14.12.2017 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 98% 29.12.2016 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 97% 03.04.2017 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 03.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2698 2015 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ (შემდგომში − კომისია) 2015 წლის 4 დეკემბრის სხდომის №2 ოქმის გათვალისწინებით: 1. სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ტერიტორიაზე არსებული გვირაბის (მიწისქვეშა გეოფიზიკური ლაბორატორია) რეაბილიტაციისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კომისიის სხდომაზე წარდგენილი მოთხოვნა, უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ტერიტორიაზე არსებული გვირაბის (მიწისქვეშა გეოფიზიკური ლაბორატორია) რეაბილიტაციისათვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გვირაბის (მიწისქვეშა გეოფიზიკური ლაბორატორია) რეაბილიტაციის მიზნით ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს არაუმეტეს 670 148.12 ლარის ფარგლებში, შემდეგი პირობით: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გვირაბში (მიწისქვეშა გეოფიზიკური ლაბორატორია) ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები 2015 წელს დაფინანსდეს 536 119.00 ლარით, რაც წარმოადგენს ჯამური ღირებულების 80%-ს, ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით (თანახმად სსიპ − კონკურენციის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02/832 წერილისა); გ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; დ) სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 2. სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობის მშენებლობისათვის დაფინანსების გამოყოფასთანდაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კომისიის სხდომაზე წარდგენილი მოთხოვნა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე, შემდეგი პირობებით: ა.ა) ტენდერის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიად არ ჩაითვლება ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი სახსრები და არც სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული დაფინანსებიდან დარჩენილი სახსრები; ა.ბ) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილი დაფინანსება − 400 000.00 ლარი და სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული დაფინანსება − 543 008.00 ლარი სრულად გაიხარჯება სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობის მშენებლობის სამუშაოებზე; ა.გ) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების − 400 000.00 ლარისა და სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული დაფინანსების − 543 008.00 ლარის სრულად გახარჯვის შემდგომ სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობის მშენებლობის დასრულების სამუშაოები 2017 წელს დაფინანსდეს არაუმეტეს 1 600 000.00 ლარით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების − 400 000.00 ლარისა და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული დაფინანსების − 543 008.00 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და სათანადო მოთხოვნის უნივერსიტეტიდან წარდგენის შემდგომ. სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით (თანახმად სსიპ −კონკურენციის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02/832 წერილისა); გ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა. 3. სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დაფინანსების გამოყოფასთანდაკავშირებით: მოწონებულ იქნეს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის საკითხი. ვინაიდან, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მისი რეაბილიტაციისათვის დაფინანსების გამოყოფის საკითხი კომისიის მიერ განხილულ იქნეს უნივერსიტეტის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებული პროექტის მიხედვით შედგენილი ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემდგომ. 4. სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში გათბობის სისტემის მოწყობისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით: ა) ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში გათბობის სისტემის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსების საკითხი, კერძოდ, უნივერსიტეტის მიერ მე-2 კორპუსის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებიდან დაფინანსდეს მხოლოდ საქვაბის მოწყობის სამუშაოები არა უმეტეს 131 173.30 ლარით, შემდეგი პირობით: სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში საქვაბის მოწყობის ჩასატარებელი სამუშაოები 2015 წელს დაფინანსდეს 104 939.00 ლარით, რაც წარმოადგენს ჯამური ღირებულების 80%-ს, ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით (თანახმად სსიპ − კონკურენციის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02/832 წერილისა); გ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; დ) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 5. სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ კომისიის სხდომაზე წარდგენილი მოთხოვნა, ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვის დაფინანსების თაობაზე. აღნიშნული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, არა უმეტეს 872 774.00 ლარით, შემდეგი პირობით: სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებით 2015 წელს დაფინანსდეს 698 220.00 ლარით, რაც წარმოადგენს ჯამური ღირებულების 80%-ს, ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესყიდული ლაბორატორიული აღჭურვილობის ღირებულების მიხედვით; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესყიდულ სამეცნიერო-კვლევით აპარატურასთან დაკავშირებით სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით (თანახმად სსიპ − კონკურენციის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02/832 წერილისა); გ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; დ) სსიპ − საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 6. სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო ლაბორატორიის მოწყობის მიზნით, სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ კომისიის სხდომაზე წარდგენილი მოთხოვნა, მე-9 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. უნივერსიტეტის მე-9 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, არა უმეტეს 2 492 017.00 ლარით, შემდეგი პირობით: უნივერსიტეტის მე-9 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაფინანსდეს 1 246 010.00 ლარით, რაც წარმოადგენს ჯამური ღირებულების 50%-ს, ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით (თანახმად სსიპ − კონკურენციის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02/832 წერილისა); გ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; დ) სსიპ − საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 7. ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის №36-ში მდებარე შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით: ა) ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის №36-ში მდებარე შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების საკითხი, კერძოდ, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის №36-ში მდებარე შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან დაფინანსდეს მხოლოდ იმ შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ესაჭიროება გამაგრება და სახურავის შეცვლა, არა უმეტეს 1 580 223.78 ლარით, შემდეგი პირობით: სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის №36-ში მდებარე შენობა-ნაგებობის გადახურვის სამუშაოები 2015 წელს დაფინანსდეს 1 264 180.00 ლარით, რაც წარმოადგენს გადახურვის სამუშაოების ჯამური ღირებულების 80%-ს, ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად  შესრულებული სამუშაოების მიხედვით; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით (თანახმად სსიპ − კონკურენციის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02/832 წერილისა); გ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; დ) სსიპ − საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 8. სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ კომისიის სხდომაზე წარდგენილი მოთხოვნა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, არა უმეტეს 269 113.47 ლარით, შემდეგი პირობით: სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოები 2015 წელს დაფინანსდეს 215 290.00 ლარით, რაც წარმოადგენს ჯამური ღირებულების 80%-ს, ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან. სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით (თანახმად სსიპ − კონკურენციის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02/832 წერილისა); გ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; დ) სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 9. სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიული აღჭურვილობების შესყიდვის დაფინანსებასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კომისიის სხდომაზე წარდგენილი მოთხოვნა, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტისათვის ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვის დაფინანსების თაობაზე. აღნიშნული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, არა უმეტეს 1 100 160.00 ლარით, შემდეგი პირობით: სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტისათვის ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებით 2015 წელს დაფინანსდეს 880 130.00 ლარით, რაც წარმოადგენს ჯამური ღირებულების 80%-ს, ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესყიდული ლაბორატორიული აღჭურვილობის ღირებულების მიხედვით; ბ) მიეცეს რეკომენდაცია სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ლაბორატორიული აღჭურვილობის ღირებულება დაადგინოს ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოახდინოს შესყიდვების პროცედურების განხორციელება; გ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესყიდულ სამეცნიერო-კვლევით აპარატურასთან დაკავშირებით სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით (თანახმად სსიპ − კონკურენციის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02/832 წერილისა); დ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; ე) სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 10.ამ განკარგულების პირველი და მე-4 − მე-9 პუნქტების შესრულების მიზნით, ეთხოვოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, უზრუნველყონ შესაბამისი ასიგნებების გადატანა პროგრამულ კოდში: 32 05 02 03 („უმაღლესი და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება“) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი პროგრამული კოდებიდან: ა) 32 02 02 02 (სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამები); ბ) 32 02 06 (მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა); გ) 32 02 09 (ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა); დ) 32 04 02 01 02 (სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამები და გრანტები); ე) 32 04 02 05 01 (მეცნიერების აღდგენა და განვითარება − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განკარგვა); ვ) 32 05 01 03 (პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“); ზ) 32 05 02 04 (სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების ინფრასტრუქტურის განვითარება). 11. სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს შორის 2014 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული №01/162-452 ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შედეგად მიღებული ეკონომიის კომპიუტერული ტექნიკის (კერძოდ, 144 ერთეული პორტაბელური კომპიუტერის) შესყიდვისათვის გამოყენების უფლებასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოთხოვნა, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული 2014 წლის 17 დეკემბრის №01/162-452 ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის − 110 000 ლარის კომპიუტერული ტექნიკის (პორტაბელური კომპიუტერების) შესყიდვისათვის გამოყენების თაობაზე; ბ) მიეცეს რეკომენდაცია სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კომპიუტერული ტექნიკა შეიძინოს მიმდინარე წელს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების გათვალისწინებით; გ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებულ 2014 წლის 17 დეკემბრის №01/162-452 ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა; დ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2014 წლის 17 დეკემბერს გაფორმებულ №01/162-452 ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდგომ წარმოშობილი ურთიერთობის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა. 12. სსიპ − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში წყალმომარაგების სისტემის ავტონომიური ჭის (ჭაბურღილის) მოწყობის, ასევე ქ. ზუგდიდში ჯანაშიას ქუჩა №14-სა და №17-ში განთავსებული სასწავლო უნივერსიტეტის შენობების გაზიფიცირების სამუშაოებისათვის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენებასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოთხოვნა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად გამოყოფილი დაფინანსების (580 400 ლარი) საფუძველზე, ტენდერისა და შესრულებული სამუშაოების საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის − 95 463.31 ლარიდან − 62 565.67 ლარი გამოიყენოს: ა.ა) ქ. ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩა №14-ში წყალმომარაგების სისტემის ავტონომიური ჭის (ჭაბურღილის) მოწყობისათვის − 56 265.67 ლარი; ა.ბ) ქ. ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩა №14-სა და №17-ში განთავსებული სასწავლო უნივერსიტეტის შენობების გაზიფიცირების სამუშაოებისათვის     − 6 300.00 ლარი; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, სსიპ − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 2014 წლის 2 სექტემბერს გაფორმებულ №01/162-150 ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა; გ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან 2014 წლის 2 სექტემბერს გაფორმებულ №01/162-150 ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდგომ წარმოშობილ ურთიერთობის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა. პრემიერ-მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი