„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 8) პირველი მუხლის „ე“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი) სასამართლოს თავმჯდომარე – 1800 ლარი;
ვ) საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 1700 ლარი;
ზ) საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი) სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 1650 ლარი;
თ) საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი) სასამართლოს მოსამართლე – 1600 ლარი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1365-Iს