„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1366
სარეგისტრაციო კოდი
110.080.000.05.001.001.809
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 28/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოსკანონი

„საერთოსასამართლოებშისაქმეთაგანაწილებისადაუფლებამოსილებისსხვამოსამართლისათვისდაკისრებისწესისშესახებ“ საქართველოსკანონშიცვლილებებისშეტანისთაობაზე

 

    მუხლი 1

 „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამარ-თლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს რაიონულ (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესს.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონულ (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება რიგითობის წესით.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოებში საქმეთა განაწილების მიზნით შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე პალატებსა და კოლეგიებში განსაზღვრავს მოსამართლეთა რიგითობას.

3. საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოების პალატებსა და კოლეგიებში საქმეებს ანაწილებენ შესაბამისი პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეები სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობის მიხედვით.“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში, საოლქო სასამართლოებსა და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, თითოეულთან საქმეთა დაგროვების ან სხვა მიზეზებით საქმის განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში მოსამართლეთა დატვირთვის გათვალისწინებით საქმეებს გადაანაწილებს შესაბამისი სასამარ-თლოს თავმჯდომარე ან სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – მისი მოადგილე ანდა შესაბამისი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე.“.

5. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საოლქო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასა-მართლოში მიავლინოს სხვა საოლქო სასამართლოს ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.

3. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს საოლქო სასამართლოს მოსამართლე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1366-Iს