„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/162
2015 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და VI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251 . დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის აცილება
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის შესახებ საჩივრის მიღების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის უფროსი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ფუნქციების განხორციელებაზე პასუხისმგებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გამოვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წილისყრით.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლ. მურუსიძე