„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/167
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  №1/167

2015 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და რეგლამენტის III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 143 მუხლი:

 

„მუხლი 143. საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის წესი

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეთაგან, რომლებსაც აქვთ საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ირჩევს საპროკურორო საბჭოს 2 წევრს.

2. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერ წევრს. წარდგინებას უნდა დაერთოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საპროკურორო საბჭოს ახალ წევრს ირჩევს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი აირჩევა შესაბამისი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

4. საპროკურორო საბჭოს თოთოეული წევრის ასარჩევად კენჭისყრა ტარდება ცალ-ცალკე. კენჭისყრა ტარდება სპეციალური ბარათების (ბიულეტენების) მეშვეობით, რომლებზეც აღინიშნება საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სია. კენჭისყრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბიულეტენში შემოხაზავს საპროკურორო საბჭოს ერთ კანდიდატს.

5. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რომელსაც ღია კენჭისყრით მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. თუ კენჭისყრის შედეგად ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი.“.

 

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                                                                  ლევან მურუსიძე