„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/157
2015 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და III ნაწილის („რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და საშტატო ნუსხა“) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს აპარატის
სტრუქტურა და საშტატო ნუსხა
| სტრუქტურული ქვედანაყოფების, აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა საშტატო ერთეულების (თანამდებობების) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1. სასამართლოს მენეჯერი – საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი | 1 |
| საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება | |
| 1. მოსამართლის თანაშემწე 2. სხდომის მდივანი 3. თარჯიმანი 4. სპეციალისტი (სამეურნეო საკითხებში) 5. ქსელის ადმინისტრატორი 6. დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) 7. დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი) | 3 3 2 1 1 2 1 |
| კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები (განყოფილება) | |
| 1. განყოფილების უფროსი 2. სპეციალისტი 3. კურიერი | 1 1 1 |
| მაგისტრატი მოსამართლის აპარატი | |
| 1. სხდომის მდივანი 2. სპეციალისტი 3. თარჯიმანი 4. მანდატური 5. დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) | 1 1 1 1 1 |
| მანდატურის სამსახური | |
| 1. სამსახურის უფროსი 2. მანდატური | 1 3 |
სულ 26.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე