კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2015
ძალის დაკარგვა 21.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №125/04
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,471 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2015 მიღება
21.12.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი
ბანკის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც  მსესხებლები ბანკისათვის წარმოადგენენ ერთ რისკს, ვინაიდან ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ან ერთმანეთზე დამოკიდებული, რომ ერთ-ერთი მათგანის ფინანსურმა სირთულეებმა, შეიძლება, გამოიწვიოს მეორეს ან ყველა დანარჩენის ფინანსური სირთულეები.
მუხლი 2
სტრეს-ტესტი - ბანკზე მოქმედი რისკ ფაქტორების გამოვლენის, შეფასებისა და ადეკვატური კაპიტალის მოთხოვნის განსაზღვრის მიზნით, სტრესული სცენ
არის დაშვება და ანალიზი.
მუხლი 2
მსესხებელი - ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის მსესხებელი
არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც კომერციულ ბანკს გააჩნია რისკის პოზიცია მიუხედავად იმისა, აღნიშნული რისკის პოზიცია წარმოქმნილია თუ არა სესხის გაცემიდან.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №125/04 2015 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქცია“ თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მაღალი კონცენტრაცია ერთ-ერთი მთავარი საკრედიტო რისკია, რომელსაც არ ასახავს „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში განსაზღვრული I პილარის კაპიტალის მოთხოვნები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია II პილარის ფარგლებში კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის დაწესება და მისი მიტიგაციისათვის სწორი მოტივაციის შექმნა. 2. კომერციული ბანკების (შემდგომში - ბანკი) საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქცია (შემდგომში: ინსტრუქცია) ასახავს საორიენტაციო მითითებებს იმისათვის, რომ ბანკებმა დროულად დაიწყონ კონცენტრაციის რისკთან დაკავშირებული მოთხოვნების კალიბრაცია, შიდა მიდგომების შემუშავება და საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში - ეროვნული ბანკი) დასაბუთება. 3. კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალის ბუფერის მოთხოვნების გაანგარიშებისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კაპიტალის ორმაგად მოთხოვნა. ვინაიდან სტრეს-ტესტებით განსაზღვრულ ბუფერში გარკვეულწილად გათვალისწინებულია საკრედიტო რისკი, მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაციის რისკისთვის განსაზღვრულმა ბუფერმა არ მოიცვას სტრეს-ტესტებში უკვე ასახული რისკები. 4. აღნიშნული მითითებები ძირითად აქცენტს აკეთებს სახელობით და სექტორულ კონცენტრაციაზე, თუმცა ბანკმა ასევე უნდა შეაფასოს გეოგრაფიული და სხვა ტიპის საკრედიტო კონცენტრაციაც.  5. აღნიშნული ინსტრუქცია არ ათავისუფლებს კომერციულ ბანკს ვალდებულებისაგან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის N100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 23-ე მუხლით განსაზღვრული შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის ფარგლებში განავითაროს და განსახილველად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლისგან განსხვავებული კონცენტრაციის რისკის რაოდენობრივი შეფასების  საკუთარი მიდგომები და მოდელი. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი  – ბანკის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც  მსესხებლები ბანკისათვის წარმოადგენენ ერთ რისკს, ვინაიდან ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ან ერთმანეთზე დამოკიდებული, რომ ერთ-ერთი მათგანის ფინანსურმა სირთულეებმა, შეიძლება, გამოიწვიოს მეორეს ან ყველა დანარჩენის ფინანსური სირთულეები. ბ) სტრეს-ტესტი - ბანკზე მოქმედი რისკ ფაქტორების გამოვლენის, შეფასებისა და ადეკვატური კაპიტალის მოთხოვნის განსაზღვრის მიზნით, სტრესული სცენარის დაშვება და ანალიზი. გ) მსესხებელი - ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის მსესხებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც კომერციულ ბანკს გააჩნია რისკის პოზიცია მიუხედავად იმისა, აღნიშნული რისკის პოზიცია წარმოქმნილია თუ არა სესხის გაცემიდან. მუხლი 3🔗. ჯგუფების ფორმირება  კონცენტრაციის მიზნებისთვის 1. კონცენტრაციის რისკის შეფასებისათვის  ბანკმა უნდა მოახდინოს ურთიერთდაკავშირებული ჯგუფების ფორმირება. 2. ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფს შეიძლება წარმოადგენდეს ორი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ–ერთი: ა) კონტროლი - ერთ-ერთი მსესხებელი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან ჯგუფის დანარჩენ წევრზე; ბ) ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება - თუ ერთ–ერთ მათგანს შეექმნება ფინანსური პრობლემები, (მაგალითად, დაფინანსებასთან ან/და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული სირთულეები) მაშინ მეორე ან ყველა დანარჩენი წევრი, ასევე აღმოჩნდება ფინანსური სირთულეების წინაშე. 3. კონტროლის დამოკიდებულების განსაზღვრისას ბანკმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები და კრიტერიუმები:  ა) ხმის მიცემის უფლებაზე შეთანხმებები (Voting Agreements) (მაგალითად, აქციონერებს შორის წესდებით გათვალისწინებული უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღების დროს); ბ) მნიშვნელოვანი გავლენა ორგანიზაციის მმართველობით ორგანოებსა და საბჭოს წევრების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე; გ) მნიშვნელოვანი გავლენა (ხელშეკრულებით ან სხვა გზით) ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებზე ან ორგანიზაციის ძირითად პოლიტიკაზე (ორგანიზაციის ძირითად საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება); დ) გარდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისა, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს „კონტროლისა“ და „მნიშვნელოვანი გავლენის“ ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) განმარტებებით. 4. ბანკმა უნდა მიიღოს ყველა ზომა მატერიალური ეკონომიკური კავშირების გამოსავლენად. აღნიშნულისათვის ბანკმა სულ მცირე უნდა გაითვალისწინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი ხარისხობრივი კრიტერიუმები: ა) როდესაც ერთი მსესხებლის მთლიანი წლიური შემოსავლების ან მთლიანი წლიური ხარჯების 30%-ს ან მეტს განსაზღვრავს მეორე მსესხებელი (მაგალითად, კომერციული ფართის მფლობელი და დამქირავებელი, ვინც იხდის ქირის მნიშვნელოვან ნაწილს); ბ) როდესაც ერთი მსესხებლის პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს ყიდულობს/ყიდის მეორე მსესხებელი, რომელიც რთულად ჩანაცვლებადია სხვა მომხმარებლის მიერ; გ) როდესაც ერთი მსესხებელი ნაწილობრივ ან სრულად უზრუნველყოფს მეორე მსესხებლის რისკის პოზიციას, ან სხვაგვარად არის პასუხისმგებელი მის ვალდებულებებზე და აღნიშნული იმდენად მატერიალურია, რომ მოთხოვნის წარმოშობამ შეიძლება, გამოიწვიოს მისი გადახდისუუნარობა ან/და შეუქმნას მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები; დ) როდესაც მოსალოდნელია, რომ ერთი მსესხებლის ფინანსური პრობლემები ან/და გადახდისუუნარობა გამოიწვევს დანარჩენი მსესხებლების ფინანსურ სირთულეებს ვალდებულებების სრულად და დროულად დაფარვის თვალსაზრისით (მაგალითად, როდესაც ორი ან მეტი მსესხებლის დაფინანსების დიდი ნაწილი დამოკიდებულია ერთსა და იმავე წყაროზე და საერთო წყაროს გადახდისუუნარობის შემთხვევაში, ალტერნატიული წყაროს მოძიება შეუძლებელია); ე) როდესაც იურიდიული პირები ექვემდებარებიან სხვადასხვა ფიზიკური პირის კონტროლს ან მნიშვნელოვან გავლენას და ეს ფიზიკური პირები ეწევიან საერთო მეურნეობას. 5. ბანკმა უნდა შეიმუშაოს და შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს ამ მუხლით განსაზღვრული ეკონომიკური კავშირების დადგენის შიდა მეთოდოლოგია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოიცავდეს საცალო მსესხებლების ჯგუფში დაკავშირების საკითხსაც. მუხლი 4🔗. ბუფერის დათვლა სახელობითი კონცენტრაციისთვის - რისკის რაოდენობრივი შეფასება 1. რისკის პოზიციის განსაზღვრებისთვის ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის N100/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული რისკის პოზიციის განმარტებით. შესაბამისად, რისკის პოზიციის ღირებულების დადგენისას, აქტივებისათვის აიღება რისკის პოზიციის საბალანსო ღირებულება, ხოლო გარესაბალანსო ელემენტებისათვის გამოიყენება კრედიტ-კონვერსიის შესაბამისი ფაქტორი. კონცენტრაციის რისკის დათვლის მიზნებისათვის, კრედიტ-კონვერსიის მინიმალურ ფაქტორად 0%-ის ნაცვლად აიღება 10%. 2. რისკის პოზიციების ღირებულების დათვლისას, შესაძლებელია საკრედიტო რისკის მიტიგაციის იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომელზეც ბანკს მიღებული აქვს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანხმობა კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისათვის. 3. კონცენტრაციის რისკის მიზნებისათვის, რისკის პოზიციების დათვლაში არ გაითვალისწინება მთავრობების, ცენტრალური ბანკებისა და ბანკთაშორისი რისკის პოზიციები. 4. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის გაანგარიშების მიზნებისათვის გამოიყენება - Herfindahl-Hirschman Index (HHI), რომელიც გამოითვლება ამ ბრძანების დანართ N1-ში მოცემული ფორმულის შესაბამისად, ბანკის ჯამური რისკის პოზიციის პორტფელში 100 ყველაზე მსხვილი მსესხებლის (ტოპ 100 მსესხებელი) რისკის პოზიციის წილის გათვალისწინებით. 5. კაპიტალის ბუფერი განისაზღვრება აღნიშნული ბრძანების დანართი N2-ის პირველ ცხრილში მოცემული კონცენტრაციის შესაბამისი კაპიტალის მულტიპლიკატორის გადამრავლებით I პილარის ფარგლებში საკრედიტო რისკისთვის განსაზღვრული კაპიტალის მინიმალურ 10.5%-იან მოთხოვნაზე. ცხრილში მოცემულ HHI ინდექსებს შორის ინტერვალებში ბანკებმა უნდა გამოიყენონ წრფივი ინტერპოლაციის მეთოდი. მუხლი 5🔗. ბუფერის დათვლა სახელობითი კონცენტრაციისთვის - რისკის ხარისხობრივი შეფასება 1. კონცენტრაციის გამო მაღალი საკრედიტო დანაკარგების ალბათობა იზრდება, იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკის „ტოპ 100 მსესხებლის“ პორტფელში ყველაზე მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხი ამავე პორტფელში დარჩენილი რისკის პოზიციების ხარისხზე უარესია. შესაბამისად, ბანკმა კონცენტრაციის ბუფერის დადგენისას, რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს კონცენტრაციის ისეთი ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორებიცაა მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხი, მსხვილი მსესხებლის სექტორის რისკიანობა  და სხვა. 2. ხარისხობრივი კონცენტრაციის მიზანია დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა მაღალი რისკების გამო, თუმცა იშვიათ შემთხვევაში ფაქტებისა და საკმარისი არგუმენტების პირობებში, შესაძლოა განხილულ იქნეს მისი შემცირების შესაძლებლობა. 3. ხარისხობრივი კონცენტრაციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია მსესხებლის ზომის გათვალისწინება, ვინაიდან აღნიშნული განსაზღვრავს მსესხებლის დეფოლტის ალბათობას.   ზოგადი ერთიანი მიდგომა იმის თაობაზე, თუ როგორ იცვლება კლიენტის რისკის პროფილი მისი ზომის ზრდასთან ერთად, არ არსებობს. კერძოდ, სტრესის დროს გაყიდვების ვარდნისას მცირე კომპანიები შეიძლება უფრო მოქნილები აღმოჩნდენ საქმიანობაში ცვლილებების შესატანად, კომპანიის მცირე მარაგების გამო, რასაც შეიძლება მოკლებული იყოს მსხვილი ბიზნესი, თუმცა ამ უკანასკნელს უფრო მეტ რესურსზე მიუწვდება ხელი და შედარებით მარტივად შეუძლია დროებითი სიძნელეების დაძლევა. შესაბამისად, ხარისხობრივი კონცენტრაციის რისკისათვის საჭირო ბუფერის გამოსათვლელად, ბანკმა თავად უნდა განსაზღვროს შიდა მოდელი საკუთარი მიდგომების გათვალისწინებით. კერძოდ, ბანკმა შეიძლება, გაითვალისწინოს როგორ კომპანიას (მცირეს თუ მსხვილს) მისცემდა სესხს კრიზისულ სიტუაციაში. 4. ბანკმა ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს ხარისხობრივი კონცენტრაციის რისკისათვის საჭირო ბუფერის გამოსათვლელი შიდა მეთოდოლოგიისა და მოდელის ანგარიშგება და დაასაბუთოს საკუთარი მიდგომების მიზანშეწონილობა. 5. ანალიზისა და დასაბუთების დროს ბანკმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ისტორიული დინამიკა, ასევე სამომავლო პროგნოზი, კერძოდ შენარჩუნდება, თუ არა იგივე სტატისტიკა. ბანკმა აღნიშნულისათვის შეიძლება გამოიყენოს წინა წლების გამოცდილება, რომლის მიხედვითაც  მსხვილი სესხებიდან მიღებული დანაკარგები აჭარბებდა გრანულარულ პორტფელიდან წარმოშობილ დანაკარგებს. 6. საკრედიტო ვალდებულებების ხარისხობრივი შეფასება ასევე ხორციელდება სტრეს-ტესტების საშუალებით. პოტენციური გადაფარვის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია ხარისხობრივი კონცენტრაციისთვის გამიზნული ბუფერი არ მოიცავდეს სტრეს-ტესტებში უკვე გათვალისწინებულ დანაკარგებს. მუხლი 6🔗. ბუფერის დათვლა სექტორული კონცენტრაციისთვის 1. სექტორული კონცენტრაციის ბუფერი გამოიანგარიშება სახელობითი კონცენტრაციის ანალოგიურად. ამ ბრძანების დანართი N2-ის მე-2 ცხრილში მოცემულია კაპიტალის მულტიპლიკატორები სექტორული კონცენტრაციის სხვადასხვა HHI მაჩვენებლისთვის. აღსანიშნავია, რომ სექტორული კონცენტრაციის რისკს ნაწილობრივ მოიცავს საზედამხედველო სტრეს-ტესტების არსებული ჩარჩო, თუმცა იქ აქცენტი კეთდება ეკონომიკურ ციკლებზე და სექტორებზე, რომლებიც მოწყვლადია მაკრო რყევებისა და სხვა ცალკეული ფაქტორების მიმართ.  შესაბამისად, სექტორული კონცენტრაციიის  რისკისათვის კაპიტალის მოთხოვნის დაწესების მიზანია ისეთი სექტორული რისკების მიტიგაცია, რომლებსაც სხვა ფაქტორები განაპირობებს. 2. საკრედიტო ვალდებულებების სექტორული ჩაშლა უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით. თუმცა გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მასში მოცემული სექტორები რეალურად არ ასახავს ერთიანი რისკების მიმართ მოწყვლად ან ერთი ქცევის სექტორებს (მაგალითად, ვაჭრობა). 3. თუ ბანკი ფართოდაა წარმოდგენილი რომელიმე სექტორში და დაასაბუთებს, რომ ეს მისი ძირითადი საქმიანობაა, გააჩნია სპეციალიზაცია და ეფექტიანად აფასებს რისკებს, მაშინ შესაძლებელია კაპიტალის ბუფერის უფრო დაბალი მოთხოვნების გამოყენება. 4. დამატებით უნდა შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს სექტორული ხარისხობრივი რისკი, რა დროსაც უნდა გამოირიცხოს შესაძლო გადაფარვა სტრეს-ტესტებთან. ასევე, ბანკმა უნდა წარმოადგინოს არგუმენტაცია თუ რამდენად საკმარისია სტრეს ტესტების ფარგლებში ფორმირებული კაპიტალის ბუფერი სექტორში სახელობითი კონცენტრაციის რისკის მიტიგაციისათვის.    მუხლი 7🔗. ბუფერის ლიმიტი იმ შემთხვევაში, თუ II პილარის ფარგლებში გამოთვლილი ცალკეული რისკის პოზიციებისათვის კაპიტალის მოთხოვნა 100%-ს გადააჭარბებს, კომერციულმა ბანკმა შესაბამისი რისკის პოზიციისათვის უნდა დაიცვას კაპიტალის 100%-იანი მოთხოვნა. მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებები 1. ბანკები ვალდებული არიან, ამ ინსტრუქციის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში წარმოადგინონ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ყველა ტიპის გაანგარიშება. 2. ინსტრუქციის ძალაში შესვლის დღიდან ბანკებმა უნდა დაიწყონ შესაბამისი სამუშაოები ინსტრუქციით განსაზღვრული შესაბამისი მეთოდოლოგიებისა და მოდელების შესამუშავებლად. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შეუზღუდავად, ბანკები ვალდებულნი იქნებიან, შეასრულონ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა მხოლოდ „II პილარის ფარგლებში კაპიტალის მოთხოვნების განსაზღვრის ინსტრუქციის“ დამტკიცების შემდგომ.