თავი IV — სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ:
ა) მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ეს თანხა გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში;
ბ) კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვარს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი რეპუტაციის, მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის და მისი ცნობადობის გათვალისწინებით;
გ) მიმწოდებლის პასუხისმგებლობა შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია ერთიანი გარანტიით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
3. თეთრ სიაში რეგისტრირებულ კვალიფიციურ მიმწოდებლებზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გავრცელების თავისებურებები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
5. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ წინასწარ გადასახდელ თანხაზე გარანტიის წარდგენისა და წარდგენისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
[
6. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში ამ მუხლით გათვალისწინებული, წინასწარ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
თავი V
შესყიდვების მონიტორინგი და კონტრო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 12.11.2025 კანონი №1056
- 30.03.2012 კანონი №5975
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 211. წინასწარი ანგარიშსწორების პირობები 1. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ: ა) მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ეს თანხა გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში; ბ) კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვარს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი რეპუტაციის, მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის და მისი ცნობადობის გათვალისწინებით; გ) მიმწოდებლის პასუხისმგებლობა შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია ერთიანი გარანტიით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 3. თეთრ სიაში რეგისტრირებულ კვალიფიციურ მიმწოდებლებზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გავრცელების თავისებურებები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 4. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. 5. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ წინასწარ გადასახდელ თანხაზე გარანტიის წარდგენისა და წარდგენისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. [ 6. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში ამ მუხლით გათვალისწინებული, წინასწარ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)] თავი V შესყიდვების მონიტორინგი და კონტროლიკონტრო
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 18/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება