სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2731
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020546
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2731

2015 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „სილქნეტისთვის“სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატელეფონო კომუნიკაციის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (კაბელის განთავსება გრუნტში) მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნის განძის სატყეოს კვარტალ №1-ის ლიტერ №19 და №20-ში მდებარე 113,4 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა (ხე-მცენარეების ჭრის უფლების გარეშე) სს „სილქნეტს“ (ს/კ: 204566978 ) განესაზღვროს 20 (ოცი) წლით.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი