საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4676-რს
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 107-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ2“ ქვეპუნქტი:

„უ2) საპარლამენტო გამჭვირვალობისა და პარლამენტის სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ამ რეგლამენტის 2831 მუხლის შესაბამისად ქმნის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს, ამტკიცებს მის დებულებასა და შემადგენლობას;“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2831 მუხლი:

„მუხლი 2831

1. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო იქმნება, მისი დებულება და შემადგენლობა მტკიცდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულებას პარლამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. ამ დებულებით განისაზღვრება ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს უფლებამოსილება, საქმიანობის წესი,  მისი მუშაობის ორგანიზაციული და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საბჭოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

2. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო შედგება ფრაქციების თითო წარმომადგენლისაგან და იმ პარლამენტის წევრისაგან, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრობის კანდიდატს ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო ის პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით, ურთიერთშეთანხმებით წარუდგენენ. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შემადგენლობაში შესაძლებელია კვოტების დათმობა უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის. პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობრივად არის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი.

3. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 დეკემბერი 2015 წ.

N4676-რს