⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2017)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 9,699 სიტყვა · ~48 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
2 იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება
3 უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება
4 სულ ხარჯი
701 საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება
703 საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
704 ეკონომიკური საქმიანობა
705 გარემოს დაცვა
706 საბინაო-კომუნალური მეურნეობა
707 ჯანმრთელობის დაცვა
708 დასვენება, კულტურა და რელიგია
709 განათლება
710 სოციალური დაცვა
7011 აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები
7016 ვალთან დაკავშირებული ოპერაციები
7031 პოლიციის სამსახური და სახელმწიფო დაცვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 2015 წლის 25 დეკემბერი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 91-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 78-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დამტკიცდეს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016  წლის ბიუჯეტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები I თავის შესაბამისად, კერძოდ: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ბალანსი 1-ლი მუხლის თანახმად; ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად. გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გადასახდელები მე-4 მუხლის თანახმად; დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გრანტები მე-5 მუხლის თანახმად; ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები მე-6 მუხლის თანახმად; ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯები მე-7 მუხლის თანახმად; ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება მე-8 მუხლის თანახმად; თ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური  აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მე-9 მუხლის თანახმად; ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მე-10 მუხლის თანახმად; კ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მე-11 მუხლის თანახმად; ლ) მოსახლეობის სოციალური  უზრუნველყოფა მე-12 მუხლის თანახმადю . 3. განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები II თავისშესაბამისად, კერძოდ: ა) ოზურგეთისმუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია   მე-13 მუხლის თანახმად; ბ) განათლება მე-14 მუხლის თანახმად; გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კულტურა, რელიგია და ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები  მე-15 მუხლის თანახმად; დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მე-16 მუხლისთანახმად; ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გადასახდელები მე-17 მუხლის თანახმად; ю. 4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N48 დადგენილება; ბ) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით  გათვალისწინებული  სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 თებერვლის №6 დადგენილება. 5. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია თავი I ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1🔗. ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: დასახელება 2014 წლის ფაქტი 2015 წლის გეგმა 2016 წლის გეგმა სულ მათშორის სულ მათშორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები შემოსავლები 15670,5 16120,8 8323,2 7797,6 8626,7 0,0 8626,7 გადასახადები 1614,0 1245,0 0,0 1245,0 1988,1 0,0 1988,1 გრანტები 12638,0 13768,7 8323,2 5445,5 5657,6 0,0 5657,6 სხვაშემოსავლები 1418,5 1107,1 0,0 1107,1 981,0 0,0 981,0 ხარჯები 10212,1 11670,3 3784,8 7885,5 8722,7 0,0 8722,7 შრომის ანაზღაურება 1533,9 1979,0 0,0 1979,0 2150,5 0,0 2150,5 საქონელი და მომსახურება 5177,0 1744,3 246,7 1497,6 1560,9 0,0 1560,9 სუბსიდიები 2693,7 3654,3 0,0 3654,3 4097,8 0,0 4097,8 გრანტები 0,0 0,0 0,0 0,0 50,0 0,0 50,0 სოციალური უზრუნველყოფა 647,7 545,8 0,0 545,8 535,5 0,0 535,5 სხვა ხარჯები 159,8 3696,9 3538,1 158,8 328,0 0,0 328,0 საოპერაციო სალდო 5458,4 4450,5 4538,4 -87,9 -96,0 0,0 -96,0 არაფინანსური აქტივების ცვლილება 6516,1 7698,3 7480,9 217,4 -96,0 0,0 -96,0 ზრდა 6647,1 7975,4 7480,9 494,5 344,0 0,0 344,0 კლება 131,0 277,1 0,0 277,1 440,0 0,0 440,0 მთლიანი სალდო -1057,7 -3247,8 -2942,5 -305,3 0,0 0,0 0,0 ფინანსური აქტივები სცვლილება -1057,7 -3249,5 -2942,5 -307,0 0,0 0,0 0,0 ზრდა 27,1 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 კლება 1084,8 3249,5 2942,5 307,0 0,0 0,0 0,0 ვალუტა და დეპოზიტები 1084,8 3249,5 2942,5 307,0 0,0 0,0 0,0 ბალანსი 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 0,0 ვალდებულებების ცვლილება 0 -1.7 0 -1.7 0 0 0 კლება 0 1.7 0 1.7 0 0 0 მუხლი 2🔗. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: დასახელება 2014წლის ფაქტი 2015 წლის გეგმა 2016 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები შემოსულობები 15801,5 16397,9 8323,2 8074,7 9066,7 0,0 9066,7 შემოსავლები 15670,5 16120,8 8323,2 7797,6 8626,7 0,0 8626,7 არაფინანსური აქტივების კლება 131 277,1 0,0 277,1 440,0 0,0 440,0 გადასახდელები 16859,43 19647,4 11265,7 8381,7 9066,7 0 9066,7 ხარჯები 9918,324 10887,1 3784,8 7102,3 8722,7 0 8722,7 არაფინანსური აქტივების ზრდა 6647,102 7975,4 7480,9 494,5 344 0 344 ნაშთის ცვლილება -26,7 -3249,5 -2942,5 -307 0 0 0 მუხლი 3🔗. ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 8626,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: დასახელება 2014 წლის ფაქტი 2015 წლისგეგმა 2016 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები შემოსავლები 15 670,5 16 120,8 8 323,2 7 797,6 8626,7 0,0 8626,7 გადასახადები 1 614,0 1 245,0 0,0 1 245,0 1988,1 0,0 1988,1 გრანტები 12 638,0 13 768,7 8 323,2 5 445,5 5657,6 0,0 5657,6 სხვა შემოსავლები 1 418,5 1 107,1 0,0 1 107,1 981 0 981 მუხლი 4🔗. ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 1988,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: დასახელება 2014 წლის ფაქტი 2015 წლის გეგმა 2016 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები გადასახადები 1 614,0 1 245,0 0,0 1 245,0 1 988,1 0,0 1 988,1 ქონების გადასახადი 1 613,2 1 245,0 0,0 1 245,0 1 638,1 0,0 1 638,1 საქართველოს საწარმოთა ქონებაზე (გარდა მიწისა)        722,7 545,0 545,0 520,0 520,0 ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა მიწისა) 49,8 70,0 0,0 70,0 163,7 0,0 163,7 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე                                100,7 95,0 0,0 95,0 90,0 0,0 90,0 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე                                           740,0 535,0 0,0 535,0 864,4 0,0 864,4 სხვა გადასახადები ქონებაზე 0,8 0 0 350 350 მუხლი 5🔗. ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 5657,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: დასახელება 2014წლის ფაქტი 2015 წლისგეგმა 2016 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები გრანტები 12638 13768,7 8323,2 5445,5 5657,6 0 5657,6 სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 12638,0 13768,7 8323,2 5445,5 5657,6 0 5657,6 ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრანსფერები 2892,9 5445,5 0,0 5445,5 5657,6 0 5657,6 გათანაბრებითი ტრანსფერი 2724,7 5271,5 5271,5 5483,6 5483,6 მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 168,2 174,0 174,0 174 174 ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 9745,1 8323,2 8323,2 0,0 0,0 0,0 0 საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხები 8397,4 4849,1 4849,1 0 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 1347,7 1342,2 1342,2 0 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხები 2131,9 2131,9 0 მუხლი 6🔗. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 981,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: დასახელება 2014 წლის ფაქტი 2015 წლისგეგმა 2016 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სხვა შემოსავლები 1418,5 1107,1 0,0 1107,1 981,0 0,0 981,0 შემოსავლები საკუთრებიდან 600,8 247,0 0,0 247,0 210,0 0,0 210,0 საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია 196,2 178,0 0,0 178,0 171,0 0,0 171,0 ჯარიმები, სანქციები და საურავები 607,5 581,8 581,8 550,0 550,0 შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 14,0 100,3 100,3 50,0 50,0 მუხლი 7🔗. ბიუჯეტის  ხარჯები განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 8722,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: დასახელება 2014 წლის ფაქტი 2015 წლის გეგმა 2016 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები ხარჯები 10212,4 11670,3 3784,8 7885,5 8722,7 0,0 8722,7 შრომის ანაზღაურება 1533,9 1979,0 0,0 1979,0 2150,5 0,0 2150,5 საქონელი და მომსახურება 5175,5 1744,3 246,7 1497,6 1560,9 0,0 1560,9 სუბსიდიები 2763,3 3654,3 0,0 3654,3 4097,8 0,0 4097,8 გრანტები 0,0 50,0 0,0 50,0 50,0 0,0 50,0 სოციალური უზრუნველყოფა 647,7 545,8 0,0 545,8 535,5 0,0 535,5 სხვა ხარჯები 92,0 3696,9 3538,1 158,8 328,0 0,0 328,0 მუხლი 8🔗. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება  -96,0  ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: 1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 344,0 ათასი ლარის ოდენობით. 2.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 440,0 ათასი ლარის ოდენობით. დასახელება 2014 წლის ფაქტი 2015 წლის გეგმა 2016 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 516,1 7 698,3 7 480,9 217,4 -96,0 0,0 -96,0 ზრდა 6 647,1 7 975,4 7 480,9 494,5 344,0 0,0 344,0 კლება 131,0 277,1 0,0 277,1 440,0 0,0 440,0 მუხლი 9🔗. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ფუნქციონალური კოდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 2014 წლის ფაქტი 2015 გეგმა 2016 წლის გეგმა სულ სულ 701 საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 2 748,2    3 099,5    3 192,1    7011 აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები 2 717,1    3 067,5    3 157,1    70111 აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა 2 544,7    2 927,5    2 987,1    70112 ფინანსური და ფისკალური საქმიანობა 172,4    140,0    170,0    7016 ვალთან დაკავშირებული ოპერაციები 31,1    32,0    35,0    703 საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 179,7    159,4    156,0    7031 პოლიციის სამსახური და სახელმწიფო დაცვა 108,1    112,7    118,0    7032 ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა 71,6    46,7    38,0    704 ეკონომიკური საქმიანობა 8 000,0    6 106,9    559,2    7041 საერთო ეკონომიკური, კომერციული და შრომით რესურსებთან დაკავშირებული საქმიანობა 0,0    0,0    50,0    70411 საერთო ეკონომიკური და კომერციული საქმიანობა 0,0    0,0    50,0    7045 ტრანსპორტი 3 583,2    2 091,4    199,5    70451 საავტომობილო ტრანსპორტი და გზები 3 583,2    2 091,4    199,5    7049 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობაში 4 416,8    4 015,5    309,7    705 გარემოს დაცვა 1 737,1    1 487,4    77,8    7051 ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება 70,0     73,2    77,8    7056 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა გარემოს დაცვის სფეროში 1 667,1    1 414,2    0,0    706 საბინაო-კომუნალური მეურნეობა 1 694,0    5 908,6    1 598,4    7061 ბინათმშენებლობა 0,0    0,0    50,0    7062 კომუნალური მეურნეობის განვითარება 478,1    913,5    998,4    7063 წყალმომარაგება 1 144,6    4 657,2    313,0    7066 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში 71,3    337,9    237,0    707 ჯანმრთელობის დაცვა 72,8    91,7    76,0    7074 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება 72,8    91,7    76,0    708 დასვენება, კულტურა და რელიგია 315,8    756,7    904,2    7081 მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში 37,0    7,6    21,0    7082 მომსახურება კულტურის სფეროში 252,7    709,1    822,2    7084 რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა 26,1    40,0    61,0    709 განათლება 1 061,7    1 496,2    1 895,5    7091 სკოლამდელი აღზრდა 1 051,7    1 462,3    1 789,3    7092 ზოგადი განათლება 10,0    33,9    106,2    70923 საშუალო ზოგადი განათლება 10,0    33,9    106,2    710 სოციალური დაცვა 1 050,2    539,3    607,5    7102 ხანდაზმულთა სოციალური დაცვა 0,0    9,0    20,0    7107 სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას 937,7    319,8    473,5    7109 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში 112,5    210,5    114,0    სულ 16 859,5    19 645,7    9 066,7    მუხლი 10🔗. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 170,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ. მუხლი 11🔗. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 174 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 44,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 118,0 ათასი ლარი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8,0 ათასი ლარი; დ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 12🔗. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-16 მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები             განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით: მუხლი 13🔗. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) პრიორიტეტის ბიუჯეტი: 2 235 400 ლარი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსება. 13.1  საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების  მდგომარეობის შენარჩუნება. 2016 წელს დაგეგმილია  მუნიციპალიტეტის სოფლებში  სავალი ნაწილის  მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ავტოპარკი შედგება 6 ერთეული მოძველებული ,,პაზიკის"-ს ტიპის ავტობუსისგან, რომლებიც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში შემავალი 4 დაბისა და 74 სოფლის მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიისა და პედაგოგების მგზავრობის შეღავათიან, სრულფასოვან მომსახურებას.  13.1.1  გზების  რეაბილიტაცია  (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;  ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში  არსებული  შიდა მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება,  სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების გაწმენდა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:            მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: პროგრამის დასრულების შემდგომ რეაბილიტირებული გზების, მათ შორის ისტორიულ და ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების რაოდენობრივი მაჩვენებელი (გრძივი მეტრი, კვადრატული მეტრი, კუბური მეტრი); გადაადგილებისათვის საჭირო დროს შემცირება რეაბილიტაციის შემდეგ მოცემულ მონაკვეთზე. 13.1.2  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საწარმო შპს ,,მუნიციპალური ტრანსპორტი'' (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს ,,მუნიციპალური ტრანსპორტი“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უფასო მომსახურების გაწევა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; მუნიციპალიტეტის  საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის ზრდა;     შედეგების შეფასების ინდიკატორები:                        მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებით მოსარგებლე მოსახლეობის  რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდა; 13.2  კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად გარე განათების ქსელში განხორციელდება ფოტონების დამონტაჟება. მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია  და  ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჩატარება. 13.2.1 ა(ა)იპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი“ მოსალოდნელი შედეგი: ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული  ერთეულების  განაშენიანების გენერალური გეგმისა და  გეოინფორმაციული მოდელის მომზადება. მიწათსარგებლობის  მონაცემთა ბანკის შექმნა. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის ოპერატიულად მომზადება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: შემუშავებული პროექტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის რაოდენობა; მიწათსარგებლობის მონაცემთა ბანკის ბაზაში წლის განმავლობაში შეყვანილი მოსახლეობის რაოდენობა; 13.2.2  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა და მათი ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპენტეციას განეკუთვნება. თანადაფინანსების სახით ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნა 50 000 ლარი. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც განლაგებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, მათი იერსახის გალამაზება და მოსახლეობისათვის სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს შექმნა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრებისათვის საცხოვრებელი სახლების   სარემონტო, გასამაგრებელი და შიდა კომუნალური პირობების მოწესრიგების სამუშაოების დაფინანსებაში თანამონაწილეობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: დარეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების რაოდენობა; თანადაფინანსებით გარემონტებული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა; მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გახარჯული თანხების პროცენტული თანაფარდობა მთლიან თანხასთან. 13.2.3  თვითმმართველი თემი-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ.- მუნიციპალური მომსახურების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: თვითმმართველი თემი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით ზღვისპირა საკურორტო ზოლში სანიტარiული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება;  ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, დამსვენებელთა და ტურისტთა მაქსიმალურად მოზიდვის მიზნით. ჩამოთვლილი მიზნების განსახორციელებლად შეძენილი იქნება ერთი ერთეული პლაჟის დასუფთავებისა და ნარჩენებისაგან გამწმენდი სპეციალური მანქანა. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმის პროცესი.    ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის შეუფერხებელი დაფარვა;  მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მის შემოგარენში გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ხეების გადაბელვა-ფორმირება, ზეხმელი და ავრიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა-დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: განათებული მუნიციპალიტეტი; მოსახლეობის გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები; მუნიციპალიტეტის  იერსახის გალამაზება და მოსახლეობისა და ტურისტებისათვის  სასიამოვნო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა. შედეგების შეფასების ინდიკატორები:            წლის განმავლობაში დამონტაჟებული ახალი სანათების რაოდენობა; წლის განმავლობაში შეძენილი და მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებით განთავსებული სანაგვე ბუნკერების რაოდენობა; მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ინტენსივობის მაჩვენებელი (მაგალითად, კვირის განმავლობაში რამდენჯერ); მოწესრიგებული და მოვლილი სასაფლაოების რაოდენობა; დასუფთავებული და კეთილმოწყობილი სოფლის ცენტრების რაოდენობა. 13.2.4  ინფრასტრუქტურის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გრანტებითა და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მთაგორიანი რელიეფის მქონე სოფლებში რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზის საფარის მოწყობას. 2016 წელს დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ბახვსა და  ცხემლისხიდში, სოფელ ჯუმათში დასრულდება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:   მუნიციპალიტეტის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა; მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;        სოფლის მეურნეობის მოსავლის შეუფერხებელი გამოტანა სავარგულებიდან; სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება. შედეგების შეფასების ინდიკატორები:         შემცირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც განხორციელდა ქვეპროგრამა; დაგებული ბეტონის გზის საფარის რაოდენობა (კვ. მეტრი, ან გრძივი მეტრი). 13.2.5 გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“ დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, ასევე  მოეწყობა ახალი სანათი წერტილები. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლების იერსახის გალამაზება და მოსახლეობისათვის სასიამოვნო გარემოს შექმნა; მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: წლის განმავლობაში დამონტაჟებული ახალი ლამპიონების რაოდენობა;  განათებული უბნების რაოდენობა. 13.2.6 წყალსადენის  შიდა  ქსელის  ექსპლოატაცია  და  რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება მთისპირი-ასკანის, ლაითურის, ნასაკირალის ლიხაურისა და ჯუმათის  წყალმომარეგების სისტემები, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდება;    ტექნიკურად გამართული წყალმომარაგების სისტემის შექმნა და არსებულის რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია და განვითარება; სასმელი წყლის ხარისხის დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: წლის განმავლობაში რეაბილიტირებული წყალსადენი სისტემის რაოდენობა; რეაბიტირებული წყალსადენის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ სასმელი წყლით მოსარგებლე დარეგისტრირებული აბონენტების  რაოდენობა. 13.3  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით განხორციელდება მხოლოდ ის პროექტები, რომლებსაც მოსახლეობის უმრავლესობა მიანიჭებს პრიორიტეტს სოფლის საერთო კრებაზე. მოსალოდნელი შედეგი: სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტებად მიჩნეული პროექტების განხორციელება; განვითარებული ინფრასტრუქტურის შექმნა სოფელში. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების რაოდენობრივი მაჩვენებელი;  მოსახლეობის დამოკიდებულება განხორციელებული ინფრასტრუქტურული  პროექტის მიმართ. 13.4 საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სამონტაჟო და სარეაბილიტაციო ობიექტების აღრიცხვა-დაპროექტება, საპროექტო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების შესრულება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: შესრულებული და წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო პროექტების მაღალი       ხარისხი; სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური პირობების შესრულების კონტროლი; შეფასების კრიტერიუმი: ექსპერტთა შეფასება; შექმნილი საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობა. 13.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05)         მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა საჭიროებისა და პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელი, გადაუდებელი კეთილმოწყობითი ღონისძიებების განხორციელება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოები – შეღობვა, გამწვანება, უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფა და ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:   მუნიციპალიტეტის სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული სივრცის მოწყობა; ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი დასვენებისა და გართობის  გარემოს შექმნა; სოფლის მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები:       კეთილმოწყობილი და დაცული ობიექტების რაოდენობა წლის განმავლობაში; მოსახლეობის კმაყოფილების დონე; ქვეპროგრამის ღონისძიებებში ჩართული სოფლის აახალგაზრდების რაოდენობა; 13.6  მოქალაქეთა ქონების რეგისტრაციის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 06) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ქონების რეგისტრაციის პროცედურაში ხელშეწყობა. კერძოდ: სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა  და თანამგზავრული აზომვითი ნახაზების მომზადებაში თანამონაწილეობა. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის მასშტაბით დარეგისტრირებული (აღრიცხული) ქონების ბაზის შექმნა; ქვეპროგრამის განხორციელებით მოსახლეობისათვის შეღავათიანი გარემოს შექმნა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ქვეპროგრამაში მონაწილე მოსახლეობის რაოდენობა; ქვეპროგრამაში  მონაწილე პირისთვის მიღებული ფინანსური სარგებელი  (ეკონომია). 13.7  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი ასიგნებების ოპერატიულად წარმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსალოდნელი სტიქიის შედეგების (ჩახერგილი გზები, კალაპოტიდან ამოვარდნილი მდინარეების, მეწყერული მოვლენების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების და დაზიანებული კერების სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიულად განხორციელება; მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: გადარჩენილი და სტიქიას გარიდებული მოსახლეობის რაოდენობა; ოპერატიულობა (დროის ერთეულში განხორციელებული სალიკვიდაციო სამუშაოების მოცულობა); პრევენცია (მომავალში ანალოგიური სტიქიური მოვლენებისაგან თავის არიდებისათვის განხორციელებული ღონისძიებების  ჩამონათვალი). 13.8 ა(ა)იპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 08) პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდა, არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების ეფექტური გამოყენება; სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სერვის-ცენტრებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების მიერ ფერმერებისათვის სწავლების ჩატარება და საკონსულტაციო მომსახურება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; სასათბურე მეურნეობების განვითარება,  სანერგე მეურნეობების შექმნა, მაღალ ხარისხიანი, ჯიშიანი ნერგების გამოყვანა არსებული ამორტიზირებული და არარენტაბელური ბაღების ჩასანაცვლებლად, მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის მინიმიზირების უზრუნველყოფის მიზნით საკარანტინო მავნებლების გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება; მეცხოველეობის გავითარების მიზნით ახალი თანამედროვე საკვები ბაზის შესაქმნელად პროექტების მოზიდვა-განხორციელება;  ძირეული ცვლილებები მეღორეობაში-ახალი მეხორცული ჯიშების იორკშირის, ლანდრასის მიღება ხელოვნური  განაყოფიერების გზით.  ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:   მოსახლეობაში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობაში არსებული ახალი ნოვაციების მიწოდება; შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთი ; ენდემური ვაზის ჯიშების ნერგების გამოყვანა და მოსახლეობისათვის მიწოდება; მეღორეობაში ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის დანერგვის ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის. შედეგების შეფასების ინდიკატორები:   ხელოვნური განაყოფიერების გზით მიღებული გოჭების რაოდენობა; ინფორმირებული მოსახლეობის რაოდენობა. მუხლი 14🔗. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)            პრიორიტეტის ბიუჯეტი: 1 895 500  ლარი. მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 14.1. ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი  პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა,  გაიხსნას ბაგა-ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა.  მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 34 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1 600  ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 2016 წელს დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ბახვში და სოფელ ცხემლისხიდში. მოსალოდნელი შედეგი: საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი; სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ბავშვების სოციალურ-ემოციური და ფიზიკური განვითარების სრულყოფა; 2 ახალი საბავშვო ბაღი და 3 ახალი ჯგუფი; შეფასების კრიტერიუმი: საბავშვო ბაგა-ბაღებში    მიმდინარე რეფორმის მიმართ დადებითად განწყობილ მშობელთა რაოდენობის ზრდა; ბაღებში ბავშვების რაოდენობის ზრდა; 14.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  და მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობას (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000  (ათასი) ლარით სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, ახალგაზრდობისა და სოციალური დაცვის სამსახური. მოსალოდნელი შედეგი:  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე  საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობა; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება.  მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება და ყოფითი პირობების გაუმჯობესება სკოლისათვის აუცილებელი მცირე სარემონტო სამუშაოების დაფინანსება; შეფასების კრიტერიუმი: პროგრამაში მონაწილე პირთა რაოდენობა; ზოგადი განათლების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება     პროექტი ,,კიბო განაჩენი არ არის“  ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან  არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭო. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, მათ საზოგადოებასთან ინტეგრირებას და ოჯახის წევრების გადამზადებას.  პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანას არამარტო პროექტით გათვალისწინებული ონკო-პაციენტებისათვის, არამედ ისინი უფასოდ მოემსახურებიან მუნიციპალიტეტსი მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს. განსახორციელებელი ღონისძიებები: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ონკოპაციენტთა სიების მოკვლევა; ბ) ბენეფიციართა შერჩევა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით; გ) საპრეზენრაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადება; დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანა და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარება. მუხლი 15🔗.  კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) პრიორიტეტის ბიუჯეტი: 904 200 ლარი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული  ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინებას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 15.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციური  და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან  და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. 15.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე,  სპორტის   სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე,  ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე  საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე;  მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მათ შორის: გოდერძი მახარაძის მიერ ახალი რეკორდის მოხსნის ღონისძიების მოწყობა; გომისმთობა-სპორტული ღონისძიებების ორგანიზება ნარდის, ჭადრაკის და შაშის ტურნირი სოფლებს შორის წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯოლდოვება შემხვედრი ღონისძიებები: ჩემპიონატი ფრენბურთში მოყვარულთა შორის   მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:                      ჯანსაღი ცხოვრების წესის, ახალგაზრდებში სპორტისადმი მიდრეკილების დამკვიდრება.      შედეგების შეფასების ინდიკატორები:                   ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა; ჯანსაღი მომავალი თაობა; 15.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 15.2.1. კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა  (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის: ,,კალანდობა გურიაში''; ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა; გურული სიმღერების ფესტივალი; ,,გომისმთობა''; პროექტი ,,ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა''; ,,ასკანლობა'' სახალხო დღესასწაული; ,,შემოქმედობა'' სახალხო დღესასწაული; ,,ექვთიმეობა'' წმინდა ექვთიმე ღვთისკაცისადმი  (თაყაიშვილი)  მიძღვნილი ღონისძიება; ,,გაბრიელობა''; შემხვედრი ღონისძიებები(სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა და ცნობადი სახეების მოწვევა);       მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:                    კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება. კულტურის სფეროს მდგრადობის მიღწევა; კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ტურისტების რაოდენობის ზრდა შედეგების შეფასების ინდიკატორები:             ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; მოსახლეობის ინტერესის ზრდა კულტურული ღონისძიებების მიმართ; 15.2.2. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრი“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის გავითარების ცენტრი, რომელიც განახორციელებს მოსახლეობის კულტურულ საგანმანათლებლო და შემეცნებით მოღვაწეობას; ხალხური ხელოვენების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობას; ეროვნული ტრადიციების წესჩვეულებების პოპულარიზაციას; ფოლკლორული ანსაბლების ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლების საქმიანობის ხელშეწყობას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ქართული  კულტურისა და ხელოვნებისადმი  ინტერესის ზრდა და ტრადიციების შენარჩუნება; სეზონზე მოსალოდნელი ახალი სპექტაკლის რაოდენობის ზრდა. ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა; სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია; საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში; ნიჭიერი ბავშვების შემოქმედების წარმოჩენა, მათი განვითარების პროცესის ხელშეწყობა;  კულტურისა და სპორტის, ასევე ქველმოქმედი ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: მასობრივი კუტურულ-სანახაობრივი ღონისძიებების რაოდენობა; საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; გრანტით დაფინანსებული ახალი სპექტაკლების რაოდენობა; აღდგენილი ექსპონატები და გამოფენათა რაოდენობა; ქართული კულტურის შედევრების წარმოჩინება და პოპულარიზაცია (გამოფენათა რეოდენობა); ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების რაოდენობა. ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობა; წარმატებული სპორტსმენების რაოდენობა; 15.2.3. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი“ ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ურეკის კულტურის სახლი, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნების დარგების განვითარებას. სამუსიკო ქორეოგრაფიული და ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშების შეგროვებას შესწავლას და პოპულარიზაციას; მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას მიზნობრივი წრეების, სტუდიების, ფოლკლორული ანსამბლების ჩამოყალიბებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ტრადიციული ქართული ხელოვნებისადმი ინტერესის გაზრდა; სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია; მოსწავლე ახალგაზრდობისათვის სამუსიკო და ქორეოგრაფიული წრეების ფუნქციონირება და სხვადასხვა ფესტივალში მათი მაქსიმალური ჩართულობა; საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში; ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა;  შედეგების შეფასების ინდიკატორები: ორგანიზებული კუტურული ღონისძიებების რაოდენობა; საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი; თეატრალურ ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა; ქართული კულტურის შედევრების წარმოჩინება და პოპულარიზაცია, გამოფენების რაოდენობა; ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების რაოდენობა. 15.2.4. ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება  (პროგრამული კოდი 05 02 04)  ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის ბიბლიოთეკების ტექნიკური აღჭურვა კომპიუტერული და ორგანიზაციული ტექნიკით. წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე უახლესი ლიტერატურით და მათი დაკომპლექტება ყველა ასაკობრივი  კატეგორიის მიხედვით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობისათვის განახლებული სერვისის შეთავაზება და მკითხველის (განსკუთრებით ბავშვებისა და მოსწალე-ახალგაზრდობის) დაინტერესების გზით მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა; მუზეუმების პოპულარიზაციის გაზრდილი დონე – ექსპოზიციები, გამოფენები, გამოცემული კატალოგები, გზამკვლევები; მუზეუმის საქმიანობით დაინტერესებულ პირთათვის გაადვილებული სამუშაო პროცედურები; ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა;  ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება;   შედეგების შეფასების ინდიკატორები: ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა წლის განმავლობაში; ჩატარებული საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა; მუზეუმებში მოწყობილი გამოფენების და წარმოდგენილი ექსპოზიციების რაოდენობა. 15.2.5. დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ქვეპროგრამის ფარგლებში გრანტის სახით დაფინანსდება ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის გავითარების ცენტრთან შეთანხმებით, რომელიც ახორციელებს მოსახლეობის კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებით მოღვაწეობას, განხორციელდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სურვილების შესაბამისად სპექტაკლების დაკვეთა. ჩვენი თანადაფინანსებით დადგმულ სპექტაკლებს მოსახლეობა დაესწრება უფასოდ. ასევე განხორციელდება თეატრალური სპექტაკლებისა და წარმოდგენების ჩვენება მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც შესაბამისი პირობები იქნება.      მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ტრადიციული ქართული თეატრალური ხელოვნებისადმი ინტერესის გაზრდა; სეზონზე ახალი სპექტაკლის რაოდენობის ზრდა. მუნიციპალიტეტის საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა  თეატრალურ ცხოვრებაში; ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა;          შედეგების შეფასების ინდიკატორები: ორგანიზებული კუტურული ღონისძიებების რაოდენობა; საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი; თეატრალურ ხელოვნებით დაინტერესებულ მაყურებელთა ზრდა. 15.2.6. ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 05 02 06)     ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის  ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას; ტურისტული მარშუტების დაგეგმარებას; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზებას; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნას და დახურვას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზებას და ხელშეწყობას.        მოსალოდნელი შედეგი: ტურისტებისათვის  ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა მცირე ტიპის ტურისტულ ბიზნესში;       შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდა; ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობის ზრდა. 15.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (ორგანიზაციული კოდი 05 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ახალგაზრდა თაობის  სოციალური დაცვა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.          მოსალოდნელი შედეგი: ახალგაზდრებისათვის განვითარებისადა საზოგადოებაში ადაპტირებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა; მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა;     შეფასების ინდიკატორი: წლის განმავლობაში ქვეპროექტში მონაწილე ახალგაზრდების  რაოდენობა; 15.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მუხლი 16🔗. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პრიორიტეტის ბიუჯეტი:  683 500 ლარი. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 16.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01). პროგრამის განმახორცილებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური,  პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. მძიმე დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება.  მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;  სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კარდა კერძო სექტორისა) და ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების ხელმისაწვდომობა; სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სიკვდიალინობისა და ავადობის შემცირება.    შედეგების შეფასების ინდიკატორები: იმუნიზირებული მოსახლეობის რაოდენობა; საშიში ინფექციური დაავადებით ავადობის მაჩვენებლის შემცირება; პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა. 16.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01 01).  ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“  ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.  განსახორციელებელი ღონისძიებები: საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციის და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 16.2.  სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)  პროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი 18 წლამდე ასაკის მოზარდების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება.  მოსალოდნელი შედეგი: მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესება; შეჭირვებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება; შშმ პირთა თანადგომა; იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანადგომა; სოციალურად დაუცველი ბავშვების თანადგომა.  შედეგების შეფასების ინდიკატორი: პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა; განხორციელებული ღონისძიებები. 16.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 01  )  ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში"  150 000 და ნაკლები  სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე  15 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); გ)  მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი); - (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების დადგენა, ბენეფიციართა ელექტრონული ბაზის წარმოება, მატერიალური დახმარების გაცემა. 16.2.2. დღის ცენტრის დაფინანსება 06 02 02  ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივი“.  ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა.  განსახორციელებელი ღონისძიებები: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 16.2.3. მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება(პროგრამული კოდი 06 02 03 )  ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა.  განსახორციელებელი ღონისძიებები: სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ელექტოენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 16.2.4. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 04)  ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.  ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მესამე კვარტალში თანხის გადარიცხვას 300 ლარის ოდენობით, წინასასკოლო პერიოდში. პროგრამით სარგებლობისათვის უფელბამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობა (ასლი); გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.5 მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერაციული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა, იმ შემთხვევაში თუ ნოზოლოგია არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს; სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, თანაგადახდის პრინციპით, ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 300 ლარისა, იმ შემთხვევაში თუ ნოზოლოგია ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს; მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი;     ე) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა. განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილის მომზადება, გაცემა, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება, შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის შესაბამისად გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: N ღონისძიებათა დასახელება ერთეული ღონისძიებისათვის საჭირო რაოდენობა ერთეულის ფასი ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო ხარჯი (ათას ლარში) 1 სახელმწიფო პროგრამით არანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურება ბენეფიციარი 100 000 სარეიტინგო ქულა წინასწარ განსაზღვრული არ არის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა 15,0 2 სახელმწიფო პროგრამით ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურება ბენეფიციარი 100 000 სარეიტინგო ქულა წინასწარ განსაზღვრული არ არის 50%, არაუმეტეს 300 ლარისა 75,0 3 სულ ხარჯი 90,0 16.2.6.  მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტების შეძენის ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ ის მოქალაქეები,  რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სააფთიაქო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას მედიკამენტებისა და სხვა სახის სამკურნალო საშუალებათა შეძენის მიზნით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირისათვის, სააფთიაქო  დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა არაუმეტეს 150 ლარისა. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი;     ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.7. ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 07). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია, ,,C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით არ აღემატება 100 001-ს და საჭიროებენ დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის, დახმარების გაწევა კვლევების ხელმისაწვდომობაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება  საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად,  სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვით, კვლევების ღირებულების სრული ოდენობა, არაუმეტეს 400 ლარისა. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი;     ე) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.8.   თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 08)  ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირების დახმარება სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის ყოველ კვარტალურად თანხის გადარიცხვას 120 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დილაიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.9. ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ ის მოქალაქეები,  რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 150 001-ს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერაციული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი;     ე) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა. განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.10. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით.  პროგრამის ბენეფიციარები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირები. პროგრამით სარგებლობისათვის უფელბამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა  „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე)  სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  უსინათლო ინვალიდი პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; დ) ცნობა ინვალილობის შესახებ (ასლი); ე) თანხის მიმღების საბანკო ანგარიში. განსახორციელებელი ღონისძიებები: გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.12.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.13.  სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13)  ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:  „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული,  სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა,  სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება არაუმეტეს 250 ლარისა. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა შუამდგომლობას სავალდებულოა დაერთოს, გარდაცვალების მოწმობა. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: N ღონისძიებათა დასახელება ერთეული ღონისძიებისათვის საჭირო რაოდენობა ერთეულის ფასი ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო ხარჯი (ათას ლარში) 1 სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება ბენეფიციარი წინასწარ განსაზღვრული არ არის არაუმეტეს 250 ლარისა 4 000 2 იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება ბენეფიციარი წინასწარ განსაზღვრული არ არის არაუმეტეს 250 ლარისა 3 უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ბენეფიციარი წინასწარ განსაზღვრული არ არის არაუმეტეს 250 ლარისა 2 000 4 სულ ხარჯი 6 000 16.2.14. სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02  14)  ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირსშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. განსახორციელებელი ღონისძიებები: N ღონისძიებების დასახელება ერთეულის დასახელება რაოდენობა ერთეულის ხარჯი სულ ხარჯები (ათას ლარში, 12 თვე) 1. 1 იანვარს დაბადებული ახალშობილების მშობლების მატერიალური დახმარება ბენეფიციარი წინასწარ განსაზღვრული არ არის ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი 1 000 2. 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება ბენეფიციარი წინასწარ განსაზღვრული არ არის 3 000 3. 9 მაისს, ფაშიზმზე ისტორიული გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის მატერიალური დახმარება და საზეიმო მიღების მოწყობა ბენეფიციარი 23 ვეტერანი ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი 4 000 4. 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების ორგანიზება 2 000 5. 8 აგვისტო, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომარის ოჯახის ფინანსური დახმარება ბენეფიციარი 1 ბენეფიციარი ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი 200 6. 27 სექტემბერი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების (სამაჩაბლო-აფხაზეთის ომი) ოჯახების მატერიალური დახმარება ბენეფიციარი 20 ბენეფიციარი ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი 4 000 7. 1 ოქტომბერი, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარი წინასწარ განსაზღვრული არ არის ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 300 ლარი 1 500 8. 3 დეკემბერი, ინვალიდთა საერთაშორისო დღე 5 000 9. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისათვის სასაჩუქრე ამანათების გადაცემა 20 000 10. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ფარგლებში გვირგვინებისა და თაიგულების შეძენა, ღონისძიებების ხარჯები 4 300 სულ ჯამი 45 000 16.2.15.  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი   ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი, უსახლკაროდ დარჩენილი ან/და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას სამშენებლო მასალებით ან/და ბინის ქირით უზრუნველყოფით.  პროგრამით მოსარგებლე ბენეფეციარების დადგენა განხორციელდება ოზურგეთის მუნიციოპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 11 სექტემბრის №197 ბრძანების საფუძველზე შექმნილი დროებითი სამუშოა ჯგუფის მიერ. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: კომისიის სხდომების გამართვა, განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემის მიზანშეწონილობის დადგენა, ოქმების შედგენა, ელექტრონული ბაზის წარმოება. მუხლი 17🔗. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გადასახდელები: განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით: ორგ. კოდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 2014 წლის ფაქტი 2015 წლი სგეგმა 2016 წლის გეგმა სულ მათშორის სულ მათშორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 16859,43 19647,4 11266 8381,7 9066,7 0,0 9066,7 მომუშავეთა რიცხოვნობა 157 157 0 157 187,0 0,0 187,0 2. ხარჯები 10212,43 11670,3 3784,8 7885,5 8722,7 0,0 8722,7 2.1. შრომის ანაზღაურება 1533,9 1979 0 1979 2150,5 0,0 2150,5 61. არაფინანსური აქტივებისზრდა 6647,102 7975,4 7480,9 494,5 344,0 0,0 344,0 01 00 წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება 2748,2 3101,2 0 3101,2 3192,1 0,0 3192,1 მომუშავეთა რიცხოვნობა 0 151 0 151 180,0 0,0 180,0 2. ხარჯები 2603,9 2960 0 2960 3115,1 0,0 3115,1 2.1. შრომის ანაზღაურება 1459 1906 0 1906 2066,7 0,0 2066,7 61. არაფინანსური აქტივების ზრდა 144,3 139,5 0 139,5 77,0 0,0 77,0 01 01 ოზურგეთის საკრებულო 761,5 843,5 0 843,5 765,6 0,0 765,6 მომუშავეთა რიცხოვნობა 31 31 31 31,0 31,0 2. ხარჯები 716 817,4 0 817,4 755,6 0,0 755,6 2.1. შრომის ანაზღაურება 382,8 457,9 0 457,9 457,6 0,0 457,6 61. არაფინანსური აქტივების ზრდა 45,5 26,1 0 26,1 10,0 0,0 10,0 01 02 ოზურგეთის გამგეობა 1783,2 2085,7 0 2085,7 2221,5 0,0 2221,5 მომუშავეთა რიცხოვნობა 120 120 149,0 149,0 2. ხარჯები 1684,4 1970,6 0 1970,6 2154,5 0,0 2154,5 2.1. შრომის ანაზღაურება 1076,2 1448,1 0 1448,1 1609,1 0,0 1609,1 61. არაფინანსური აქტივების ზრდა 98,8 113,4 0 113,4 67,0 0,0 67,0 01 03 სარეზერვო ფონდი 172,4 140 0 140 170,0 0,0 170,0 2. ხარჯები 172,4 140 0 140 170,0 0,0 170,0 01 04 წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა 31,1 32 0 32 35,0 0,0 35,0 2. ხარჯები 31,1 32 0 32 35,0 0,0 35,0 02 00 თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 179,701 159,4 0 159,4 156,0 0,0 156,0 მომუშავეთა რიცხოვნობა 6 6 0 6 7,0 0,0 7,0 2. ხარჯები 179,7 156,9 0 156,9 156,0 0,0 156,0 2.1. შრომის ანაზღაურება 74,9 73 0 73 83,8 0,0 83,8 02 01 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წყალმაშველთა ჯგუფი 71,6 46,7 0 46,7 38,0 0,0 38,0 2. ხარჯები 71,6 46,7 0 46,7 38,0 0,0 38,0 02 02 ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა 108,101 112,7 0 112,7 118,0 0,0 118,0 მომუშავეთ არიცხოვნობა 6 6 6 7,0 7,0 2. ხარჯები 108,1 110,2 0 110,2 118,0 0,0 118,0 2.1. შრომის ანაზღაურება 68,2 73 0 73 83,8 0,0 83,8 03 00 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 11431,11 13502,9 11266 2237,2 2235,4 0,0 2235,4 2. ხარჯები 4756,604 5494,6 3784,8 1709,8 1968,4 0,0 1968,4 61. არაფინანსური აქტივების ზრდა 6502,801 7833,4 7480,9 352,5 267,0 0,0 267,0 03 01 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა 3583,201 2091,4 1723,8 367,6 199,5 0,0 199,5 2. ხარჯები 102,201 175,6 0 175,6 199,5 0,0 199,5 03 01 01 გზების რეაბილიტაცია 3526,601 2015,8 1723,8 292 125,0 0,0 125,0 2. ხარჯები 45,6 100 0 100 125,0 0,0 125,0 03 01 02 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საწარმო შპს „მუნიციპალური ტრანსპორტი“ 56,6 75,6 0 75,6 74,5 0,0 74,5 2. ხარჯები 56,6 75,6 0 75,6 74,5 0,0 74,5 03 02 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 2839,302 5826,2 4520,6 1305,6 1578,9 0,0 1578,9 2. ხარჯები 742,002 986,7 0 986,7 1445,9 0,0 1445,9 61. არაფინანსური აქტივების ზრდა 1925,6 4664,6 4520,6 144 133,0 0,0 133,0 03 02 01 ა(ა)იპოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწობის და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი 70 73,2 0 73,2 77,8 0,0 77,8 2. ხარჯები 70 73,2 0 73,2 77,8 0,0 77,8 03 02 02 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა 0 0 0 0 50,0 0,0 50,0 2. ხარჯები 0 0 0 0 50,0 0,0 50,0 03 02 03 თვითმმართველი თემი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუნიციპალური მომსახურების ცენტრი 478,1 913,5 0 913,5 998,4 0,0 998,4 2. ხარჯები 478,1 913,5 0 913,5 998,4 0,0 998,4 03 02 04 ინფრასტრუქტურის სამუშაოები 972,9 4482,3 4408,3 74 133,0 0,0 133,0 2. ხარჯები 193,9 0 0 0 0,0 0,0 0,0 61. არაფინანსური აქტივების ზრდა 779 4482,3 4408,3 74 133,0 0,0 133,0 03 02 05 გარე განათება 171,7 174,9 0 174,9 180,0 0,0 180,0 2. ხარჯები 171,7 174,9 0 174,9 180,0 0,0 180,0 03 02 06 წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია 1146,601 182,3 112,3 70 139,7 0,0 139,7 2. ხარჯები 0 0 0 0 139,7 0,0 139,7 61. არაფინანსური აქტივების ზრდა 1146,6 182,3 112,3 70 0,0 0,0 0,0 03 03 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები 1667,1 1414,2 1376,8 37,4 0,0 0,0 0,0 2. ხარჯები 570,9 1414,2 1376,8 37,4 0,0 0,0 0,0 61. არაფინანსური აქტივების ზრდა 1096,2 0 0 0 0,0 0,0 0,0 03 04 საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა 71,3 302,3 127,1 175,2 103,0 0,0 103,0 2. ხარჯები 71,3 302,3 127,1 175,2 103,0 0,0 103,0 61. არაფინანსური აქტივების ზრდა 0 0 0 0 0,0 0,0 0,0 03 05 კეთილმოწყობის ღონისძიებები 0 35,6 0 35,6 134,0 0,0 134,0 2. ხარჯები 0 19,1 0 19,1 0,0 0,0 0,0 61. არაფინანსური აქტივების ზრდა 0 16,5 0 16,5 134,0 0,0 134,0 03 06 მოქალაქეთა ქონების რეგისტრაციის ხელშეწყობა 0 0 0 0 50,0 0,0 50,0 2. ხარჯები 0 0 0 0 50,0 0,0 50,0 03 07 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება 3196,6 3644,4 3517,4 127 0,0 0,0 0,0 2. ხარჯები 3196,6 2407,9 2280,9 127 0,0 0,0 0,0 03 08 ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი 73,6 188,8 0 188,8 170,0 0,0 170,0 2. ხარჯები 73,6 188,8 0 188,8 170,0 0,0 170,0 04 00 განათლება 1061,701 1496,2 0 1496,2 1895,5 0,0 1895,5 2. ხარჯები 1061,701 1496,2 0 1496,2 1895,5 0,0 1895,5 04 01 ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი 1051,7 1462,3 0 1462,3 1789,3 0,0 1789,3 2. ხარჯები 1051,7 1462,3 0 1462,3 1789,3 0,0 1789,3 04 02 ზოგადი განათლების ხელშეწყობა 10,0 33,9 0 33,9 106,2 0,0 106,2 2. ხარჯები 10,0 33,9 0 33,9 106,2 0,0 106,2 05 00 კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები 315,8 756,7 0 756,7 904,2 0,0 904,2 2. ხარჯები 193,5 148,4 0 148,4 904,2 0,0 904,2 05 01 სპორტის განვითარების ხელშეწყობა 37 7,6 0 7,6 21,0 0,0 21,0 2. ხარჯები 37 7,6 0 7,6 21,0 0,0 21,0 05 01 01 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება 37 7,6 0 7,6 21,0 0,0 21,0 2. ხარჯები 37 7,6 0 7,6 21,0 0,0 21,0 05 02 კულტურის განვითარების ხელშეწყობა 252,701 709,1 0 709,1 822,2 0,0 822,2 2. ხარჯები 130,401 100,8 0 100,8 822,2 0,0 822,2 05 02 01 კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა 72,801 50,8 0 50,8 141,0 0,0 141,0 2. ხარჯები 72,801 50,8 0 50,8 141,0 0,0 141,0 05 02 02 ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი 0 358,1 0 358,1 342,8 0,0 342,8 2. ხარჯები 0 358,1 0 358,1 342,8 0,0 342,8 05 02 03 ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი 116 135,3 0 135,3 139,4 0,0 139,4 2. ხარჯები 116 135,3 0 135,3 139,4 0,0 139,4 05 02 04 ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება 6,3 114,9 0 114,9 135,0 0,0 135,0 2. ხარჯები 6,3 114,9 0 114,9 135,0 0,0 135,0 05 02 05 დრამატული თეატრი 57,6 50 0 50 50,0 0,0 50,0 2. ხარჯები 57,6 50 0 50 50,0 0,0 50,0 05 02 06 ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა 0 0 0 0 14,0 0,0 14,0 2. ხარჯები 0 0 0 0 14,0 0,0 14,0 05 03 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება 11,101 0 0 0 11,0 0,0 11,0 2. ხარჯები 11,101 0 0 0 11,0 0,0 11,0 05 04 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა 15,01 40 0 40 50,0 0,0 50,0 2. ხარჯები 15,01 40 0 40 50,0 0,0 50,0 06 00 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 1123,0 631 0 631 683,5 0,0 683,5 2. ხარჯები 1123,0 631 0 631 683,5 0,0 683,5 06 01 ჯანდაცვის პროგრამები 72,8 91,7 0 91,7 76,0 0,0 76,0 2. ხარჯები 72,8 91,7 0 91,7 76,0 0,0 76,0 06 01 01 ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 72,8 91,7 0 91,7 76,0 0,0 76,0 2. ხარჯები 72,8 91,7 0 91,7 76,0 0,0 76,0 06 02 სოციალური პროგრამები 1050,2 539,3 0 539,3 607,5 0,0 607,5 2. ხარჯები 1050,2 539,3 0 539,3 607,5 0,0 607,5 06 02 01 მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება 114,6 130 0 130 108,0 0,0 108,0 2. ხარჯები 114,6 130 0 130 108,0 0,0 108,0 06 02 02 დღის ცენტრის დაფინანსება 0 20 0 20 23,0 0,0 23,0 2. ხარჯები 0 20 0 20 23,0 0,0 23,0 06 02 03 მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება 0 6,2 0 6,2 9,0 0,0 9,0 2. ხარჯები 0 6,2 0 6,2 9,0 0,0 9,0 06 02 04 დედ-მამითობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება 0,4 1,5 0 1,5 1,5 0,0 1,5 2. ხარჯები 0,4 1,5 0 1,5 1,5 0,0 1,5 06 02 05 მოქალაქეთ ასამედიცინო დახმარება 94,4 189,3 0 189,3 90,0 0,0 90,0 2. ხარჯები 94,4 189,3 0 189,3 90,0 0,0 90,0 06 02 06 მოქალაქეთ ამედიკამენტებით  უზრუნველყოფა 0 0 0 0 90,0 0,0 90,0 2. ხარჯები 0 0 0 0 90,0 0,0 90,0 06 02 07 ,,C'' ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება 0 0 0 0 40,0 0,0 40,0 2. ხარჯები 0 0 0 0 40,0 0,0 40,0 06 02 08 თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება 18,1 15 0 15 15,0 0,0 15,0 2. ხარჯები 18,1 15 0 15 15,0 0,0 15,0 06 02 09 ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება 0 9 0 9 20,0 0,0 20,0 2. ხარჯები 0 9 0 9 20,0 0,0 20,0 06 02 10 უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა 9,3 12,4 0 12,4 12,0 0,0 12,0 2. ხარჯები 9,3 12,4 0 12,4 12,0 0,0 12,0 06 02 11 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება 0 30 0 30 30,0 0,0 30,0 2. ხარჯები 0 30 0 30 30,0 0,0 30,0 06 02 12 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება 9,7 10 0 10 8,0 0,0 8,0 2. ხარჯები 9,7 10 0 10 8,0 0,0 8,0 06 02 13 სარიტუალო დახმარება 2,4 4 0 4 6,0 0,0 6,0 2. ხარჯები 2,4 4 0 4 6,0 0,0 6,0 06 02 14 სოციალური ღონისძიებები 5,801 11,9 0 11,9 45,0 0,0 45,0 2. ხარჯები 5,801 11,9 0 11,9 45,0 0,0 45,0 06 02 15 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება 179,9 100 0 100 110,0 0,0 110,0 2. ხარჯები 179,9 100 0 100 110,0 0,0 110,0 06 02 16 მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესები სხელშეწყობის ღონისძიებები 615,6 0 0 0 0,0 0,0 0,0 2. ხარჯები 615,6 0 0 0 0,0 0,0 0,0