შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოს მონაწილეობის შესახებ პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“: კავშირის პროგრამა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის, და ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ქვეპროგრამის ფარგლებში

მიღების თარიღი 24.02.2015
ძალაში შესვლა 19.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №900/90
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016364
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
matsne.gov.ge 1,709 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2015 მიღება
19.03.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 29.04.2016 საერთაშორისო შეთანხმება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს სახელით, დოქტ. მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 93% 07.12.2021 შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 03.06.2022 შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 03.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოს მონაწილეობის შესახებ პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“: კავშირის პროგრამა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის, და ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ქვეპროგრამის ფარგლებში შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოს მონაწილეობის შესახებ პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“: კავშირის პროგრამა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის, და ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ქვეპროგრამის ფარგლებში ევროკომისია, შემდგომში მოხსენიებული როგორც „კომისია" ევროკავშირის სახელით, ერთი მხრივ, და საქართველოს მთავრობა, შემდგომში მოხსენიებული როგორც „საქართველო", მეორე მხრივ, ვინაიდან: (1) ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს, ერთი მხრივ,  და საქართველოს შორის, მეორე მხრივ, ხელმოწერილ იქნა 2014 წლის 27 ივნისს ქალაქ ბრიუსელში და ის დროებითი დოკუმენტის საფუძველზე გამოიყენება ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წლის 1 სექტემბრიდან. ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან ერთად, მასში შემავალი ოქმი III, რომელიც ეხება ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოს კავშირის პროგრამებში (ოქმი III) მონაწილეობის ზოგადი პრინციპების შესახებ, ასევე დროებით საფუძველზე გამოიყენება. ოქმი III-ის მე-5 მუხლში მოცემულია კონკრეტული წესები და პირობები, მათ შორის ფინანსური წვლილი საქართველოს თითოეულ პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება კომისიასა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის გაფორმებული შეთანხმებით შესაბამისი პროგრამების კრიტერიუმებზე დაყრდნობით. (2)   „შემოქმედებითი ევროპა“: კავშირის პროგრამა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის დამტკიცდა ევროპარლამენტისა და 2013 წლის 11 დეკემბრის საბჭოს რეგულაციით (ევროკავშირის) N1295/2013. (3) თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მედიის ქვეპროგრამის ფარგლებში კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ეყრდნობა რეგულაციის 8(5) მუხლს, შემდგომში შემოიფარგლება სასწავლო პროგრამების, სავაჭრო ღონისძიებების და ბაზრობების, ფესტივალებისა და აუდიტორიის განვითარებით, რასაც ითვალისწინებს 1295/2013 რეგულაციის მე-10 მუხლის (a), (e) (i) და (j) პუნქტები. (4) საქართველოში დაფუძნებულ ერთეულებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში, რომელიც ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე იწყება. იმ საქმიანობის ხარჯები, რომლის განხორციელება იწყება 2015 წელს, დასაშვები იქნება იგივე პირობებით, რომლითაც წევრი სახელმწიფოების ერთეულები სარგებლობენ, ვინაიდან ეს შეთანხმება ძალაში შედის აღნიშნული საქმიანობის დასრულებამდე. შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 პროგრამა საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“: კავშირის პროგრამა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის (შემდგომში „პროგრამა“), „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოს ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობის ზოგადი პრინციპების შესახებ” ჩარჩო შეთანხმების III ოქმში მოცემული პირობების შესაბამისად, და ამ შეთანხმების 2–5 მუხლებში  მოცემული წესებისა და პირობების გათვალისწინებით. ევროკავშირმა და საქართველომ ასევე უნდა ითანამშრომლონ მედიის ქვეპროგრამის კონკრეტული საქმიანობების მიმართულებით ამ ხელშეკრულების 2–5 მუხლის წესებისა და პირობების შესაბამისად. მუხლი 2🔗 პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები და თანამშრომლობა საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს: ა) კულტურის ქვეპროგრამაში; ბ) პროგრამის სექტორთაშორის მიმართულებაში, კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების საგარანტიო საშუალებების გამოკლებით, როგორც მე-14 მუხლშია მითითებული და  N1295/2013 რეგულაციის 8(4) მუხლის გათვალისწინებით; გ) მედიის ქვეპროგრამაში, შესაბამისი კომისიის მხრიდან მიღებული წერილობითი თანხმობის  პირველივე დღიდან, რომლის მიხედვით საქართველო აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელიც ევროპარლამენტის 2010/13/EU დირექტივაში და 2010 წლის 10 მარტის საბჭოშია მოცემული და შეესაბამება N1295/2013 რეგულაციის მე-8 მუხლს. მანამდე, სანამ (გ) პარაგრაფის პირობები შესრულდება, ევროკავშირმა და საქართველომ უნდა ითანამშრომლონ შემდეგი ქმედებების განხორციელებაში მედიის ქვეპროგრამის ფარგლებში: დ) სასწავლო ღონისძიებები, სავაჭრო ღონისძიებები და ბაზრობები, ფესტივალები და აუდიტორიის განვითარება N1295/2013 რეგულაციის მე-10 მუხლის  (a), (e), (i) და (j) პუნქტების შესაბამისად. საქართველოს მონაწილეობა და მასთან თანამშრომლობა პროგრამის ღონისძიებებში შეიძლება არ შეესაბამებოდეს იმ მიზნებს, კრიტერიუმებს, პროცედურებს და ვადებს, რომელიც N1295/2013 რეგულაციით არის განსაზღვრული. აპლიკაციების შეტანასთან დაკავშირებული წესები და პირობები, მათი შეფასება და შერჩევა, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საქართველოდან წარდგენილი ერთეულებისთვის უნდა იყოს იგივე, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთეულებისთვის. საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს შესაბამისი სტრუქტურა და შეიმუშაოს მექანიზმები ეროვნულ დონეზე კოორდინაციისა და ღონისძიებების ორგანიზებისათვის, რაც საჭიროა ამ პროგრამის განხორციელებისთვის მისი დებულებების შესაბამისად. კერძოდ, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს შემოქმედებითი ევროპის განყოფილება N1295/2013 რეგულაციის მე-16 მუხლის შესაბამისად და კომისიის მხრიდან მიღებული მითითებების თანახმად. იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს ქვეპროგრამაში და პროგრამის სექტორათაშორის მიმართულებაში და მედიის ქვეპროგრამის თანამშრომლობის ღონისძიებებში, საქართველო ვალდებულია ყოველწლიურად შეიტანოს ფინანსური შენატანი ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში მე-3 მუხლის თანახმად. საქართველოს მხრიდან ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში შეტანილი ფინანსური შენატანი, რომელიც განკუთვნილია მონაწილეობის, თანამშრომლობისა და პროგრამის განხორციელებისთვის,  უნდა დაემატოს ყოველწლიურად შეტანილ თანხას, რათა დააკმაყოფილოს ის ფინანსური ვალდებულებები, რომელიც საჭიროა სხვადასხვა სახის ზომების მისაღებად, როგორიცაა პროგრამის შესრულება, მართვა და ექსპლუატაცია. ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური სამუშაო ენა გამოიყენება ისეთი პროცედურების განხორციელებისას, როგორიცაა მოთხოვნები, კონტრაქტები და მოხსენებები, ასევე პროგრამის სხვა ადმინისტრაციული საქმიანობისათვის. მუხლი 3🔗 ფინანსური შენატანი საქართველოს ფინანსური შენატანის განხორციელების წესები მოცემულია I დანართში. მუხლი 4🔗 მოხსენება და შეფასება საქართველოს მხრიდან პროგრამაში მონაწილეობა და მასთან თანამშრომლობა პროგრამის ფარგლებში მუდმივად უნდა გადიოდეს მონიტორინგს პარტნიორობის საფუძველზე, სადაც ჩართული იქნება როგორც კომისია, ასევე საქართველო, რაც თავისთავად იცავს კომისიის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ინტერესებს  პროგრამის მონიტორინგსა და შეფასებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე. საქართველომ კომისიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი მოხსენებები და მონაწილეობა მიიღოს სხვა კონკრეტულ ღონისძიებებში, რომელსაც ევროკავშირი განახორციელებს ამ კონტექსტში. ფინანსური კონტროლის, კომპენსაციისა და სხვა ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული კანონები მოცემულია 2 დანართში. მუხლი 5🔗 დასკვნითი დებულებები წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს „პროგრამის” ხანგრძლივობის პერიოდში. მიუხედავად ამისა, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს გააგრძელოს პროგრამის ხანგრძლივობა მასში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე შეთანხმებაც ავტომატურად გაგრძელდება, თუ რომელიმე მხარე არ გამოხატავს წინააღმდეგობას ამასთან დაკავშირებით პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. ევროკავშირს და საქართველოს შეუძლიათ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გაუქმება ნებისმიერ დროს 12 თვით ადრე წერილობითი შეტყობინების სახით. გაუქმების მომენტში მიმდინარე პროექტები და ღონისძიებები შეიძლება გაგრძელდეს დასრულებამდე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ასევე სახელშეკრულებო შეთანხმებებიც, რომელიც ამ პროექტებს და ღონისძიებებს  და ასევე დანართებში მოცემულ დებულებებს ეხება. დანართები უნდა წარმოადგენდეს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შეთანხმებაში შესწორება შეიძლება შევიდეს წერილობითი ფორმით, მხოლოდ მხარეების მხრიდან ერთობლივი თანხმობის საფუძველზე. შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, როცა საქართველო დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით აცნობებს კომისიას ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის საჭირო სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. ის მოქმედებს 2015 წლის 1 იანვრიდან. მომზადებულია  ______ თარიღი ________    მომზადებულია  _____ თარიღი ________ საქართველოს მთავრობისთვის                         კომისიისთვის, ევროკავშირის სახელით (სახელი)                                                                                 (სახელი) მინისტრი (სამინისტროს დეპარტამენტი)                  კომისიის წევრი დანართი I საქართველოს მხრიდან „შემოქმედებითი ევროპისათვის“: კავშირის პროგრამა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის შეტანილი ფინანსური შენატანის მარეგულირებელი წესები საქართველოს მხრიდან ყოველწლიური ფინანსური შენატანი ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში შესატანად, კულტურის ქვეპროგრამაში და პროგრამის სექტორთაშორის მიმართულებაში (კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის საგარანტიო საშუალებების გარდა როგორც მე-14 მუხლშია მითითებული და N1295/2013 რეგულაციის 8(4) მუხლის შესაბამისად), მონაწილეობისთვის შეადგენს 55 000 ევროს. საქართველოს მხრიდან ყოველწლიური ფინანსური შენატანი ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში შესატანად, მედიის ქვეპროგრამის ფარგლებში (სასწავლო პროგრამები, სავაჭრო ღონისძიებები და ბაზრობები, ფესტივალები და აუდიტორიის განვითარების მიმართულებები) თანამშრომლობისთვის შეადგენს 19 000 ევროს. პირველ წელს  საქართველოს შენატანი თანამშრომლობისთვის შეიძლება გადახედილ იქნეს წერილობითი ფორმით მხარეების საერთო თანხმობის შესაბამისად. მომდევნო წლებისთვის საქართველომ უნდა გადაიხადოს მთლიანი თანხა. საქართველოს წარმომადგენლებისა და ექსპერტების მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები, რაც კომიტეტის სამუშაო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით დასწრებისთვის ან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა შეხვედრებისთვის არის საჭირო, N1295/2013 რეგულაციის 23-ე მუხლის თანახმად, დაფარული იქნება კომისიის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ფინანსური დახმარების მაქსიმალური თანხა, რომელიც პროგრამიდან არის გამოყოფილი შემოქმედებითი ევროპის განყოფილების ღონისძიებებისთვის არ უნდა აღემატებოდეს ამ ღონისძიებების მთლიანი ბიუჯეტის 50 პროცენტს და როგორც 1 დანართშია მითითებული არ უნდა აღემატებოდეს ქვეყნის მხრიდან შეტანილი ფინანსური წვლილის ორ მესამედს. ევროპარლამენტის და 2012 წლის 25 ოქტომბრის საბჭოს N966/2012 რეგულაცია (EU, Euratom), რომელიც ეხება ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ფინანსურ წესებს, უნდა ეხებოდეს საქართველოს ფინანსური წვლილის მართვას. წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლისას და ყოველი  საბიუჯეტო წლის დაწყებისას, კომისია შეახსენებს საქართველოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური შენატანის შესახებ. ეს შენატანი გადახდილ უნდა იქნეს ევროში კომისიის ევროსთვის განკუთვნილ ანგარიშზე. საქართველომ თავისი შენატანი უნდა გადაიხადოს კომისიის მხრიდან შეხსენების მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, იმის გათვალისწინებით, რომ კომისია შეტყობინებას აგზავნის 1-ლ მარტამდე, თუ შეტყობინება გამოიგზავნება დაგვიანებით, თანხის შეტანა უნდა განხორციელდეს ყველაზე გვიან აღნიშნული თარიღიდან ერთი თვის შემდეგ. შენატანის გადახდის შეფერხება გამოიწვევს  საქართველოს მხრიდან გადაუხდელი თანხის საჯარიმო პროცენტის გადახდას აღნიშნული თარიღიდან. საჯარიმო პროცენტს დაადგენს ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების ოპერაციების საშუალებით, რომელიც ძალაში შედის ბოლო ვადის თვის პირველი კალენდარული დღიდან და იზრდება 3,5 პროცენტით. თუ გადახდის შეფერხება ისეთია, რომ საფრთხეს უქმნის პროგრამის განხორციელებას და მართვას, და თუ გადახდა გვიანდება კომისიის მხრიდან ფორმალური წერილის სახით შეტყობინების მიღებიდან 20 სამუშაო დღე, საქართველოს მონაწილეობა მომდევნო წლის პროგრამაში შეჩერებულ იქნება. დანართი II ფინანსური კონტროლის, კომპენსაციისა და სხვა სახის ანტიკორუფციული ღონისძიებები I. კავშირის მხრიდან განხორციელებული კონტროლისა და ანტიკორუფციული ღონისძიებები 1. ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ფინანსური რეგულაციის შესაბამისად, ამ შეთანხმებაში მითითებული სხვა წესების მიხედვით, საქართველოში შექმნილი პროგრამის ბენეფიციარებთან გაფორმებული კონტრაქტები და საგრანტო შეთანხმებები უნდა იძლეოდნენ შესაძლებლობას მათზე ფინანსური თუ სხვა ტიპის აუდიტის ჩასატარებლად კონტრაქტის ან გრანტის განხორციელების პერიოდში ან 5 წლის განმავლობაში, ბალანსის გადახდის დღიდან, გარდა იმ გრანტებისა, რომელიც უთანაბრდება 60 000 ევროს ან ნაკლებია, რომლისთვისაც ვადა 3 წელზეა შეზღუდული. ფინანსური თუ სხვა სახის აუდიტი უნდა განხორციელდეს კონტრაქტორების და მათი ქვეკონტრაქტორების შენობა-ნაგებობებზე კომისიის აგენტების მიერ ან კომისიის მიერ გამოყოფილი სხვა პირების მიერ. 2. კომისიის აგენტებს და სხვა პირებს, რომელსაც კომისია გამოყოფს, უნდა ჰქონდეთ ობიექტებზე, სამუშაოზე და დოკუმენტებზე  და ყველა საჭირო ინფორმაციასთან წვდომა, მსგავსი აუდიტის ჩასატარებლად, მათ შორის ელექტრონული ფორმით. უფლებამოსილება მსგავსი წვდომის შესახებ  მითითებული უნდა იყოს კონტრაქტებში და საგრანტო შეთანხმებებში, რომლებიც გაფორმებულია წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელების მიზნით. ევროპის აუდიტორთა სასამართლოს უნდა ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც კომისიას. 3. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში კომისიას/OLAF (ევროპის ანტიკორუფციული სამსახური) უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება ჩაატაროს ადგილზე კონტროლი და ინსპექტირება საქართველოს ტერიტორიაზე, 1996 წლის 11 ნოემბრის საბჭოს რეგულაციის (Euratom, EC) N2185/96 საპროცესო დებულებების შესაბამისად. მსგავსი კონტროლი და ინსპექტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, რომელსაც გამოყოფს თავად საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც დროულად უნდა ეცნობოს კონტროლისა და ინსპექტირების ობიექტის, მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, რათა შეძლოს საჭირო დახმარების გაწევა. თუ საქართველოს ხელისუფლება მოისურვებს ფინანსური კონტროლის და ინსპექტირების განხორციელებას შეიძლება მათი თანდასწრებით. თუ რომელიმე პროგრამაში მონაწილე უარს იტყვის კონტროლისა და ინსპექტირების განხორციელებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ეროვნული კანონების შესაბამისად და მისცეს კომისიას/ანტიკორუფციულ ინსპექტორებს თავიანთი ვალდებულების განხორციელების საშუალება კონტროლისა და ინსპექტირების ჩატარებასთან დაკავშირებით. კომისია/ევროპის ანტიკორუფციული სამსახური მაშინვე აცნობებს საქართველოს ხელისუფლებას შემოწმების დროს რაიმე ფაქტის ან ეჭვის დაფიქსირების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში კომისია/ევროპის ანტიკორუფციული სამსახური ვალდებულია აცნობოს ზემოთ აღნიშნულ ხელისუფლებას მსგავსი კონტროლისა და ინსპექტირების შედეგების შესახებ. II. ინფორმაცია და კონსულტაცია 1. ამ დანართის სრულყოფილი განხორციელების მიზნით,  საქართველოს და ევროკავშირის შესაბამისმა ორგანოებმა  რეგულარულად უნდა გაცვალონ ინფორმაცია და, თუ რომელიმე მხრიდან იქნება მოთხოვნა, უზრუნველყონ შესაბამისი დახმარება. 2. საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას კონტრაქტების განხორციელების და საგრანტო შეთანხმებების შესრულების პროცესში ნებისმიერი ფაქტის შემჩნევის ან ეჭვის გაჩენის შესახებ. III. ადმინისტრაციული ზომები და ჯარიმები ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ფინანსური რეგულაციის შესაბამისად, კომისიას შეუძლია ადმინისტრაციული ზომების მიღება და ჯარიმების დაკისრება, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის გარეშე. IV.  კომპენსაცია შეთანხმების ფარგლებში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებს არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კერძო პირებსაც, უნდა იყოს საქართველოში აღსრულებადი. აღსრულება უნდა მოხდეს იმ ქვეყნის სამოქალაქო საპროცესო წესებით, სადაც ხდება მისი გატარება. სააღსრულებლო ფურცელი უნდა დაერთოს გადაწყვეტილებას, და საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი რომელიმე ეროვნული ორგანო გადაამოწმებს გადაწყვეტილების უტყუარობას, ყველანაირი სხვა ფორმალობის გარეშე და აცნობებს კომისიას. როცა ეს ფორმალობები დასრულდება კომისიის აპლიკაციაზე, ამ უკანასკნელმა შეიძლება გააგრძელოს აღსრულება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად,  შესაბამის ორგანოსთან პირდაპირი წარდგენის გზით. კომისიის გადაწყვეტილების კანონიერებას აკონტროლებს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები  საარბიტრაჟო დათქმის თანახმად შეთანხმებაში და საგრანტო შეთანხმებაში ერთი და იმავე პირობებით უნდა სრულდებოდეს. V.  პირდაპირი კავშირი კომისია პირდაპირ კონტაქტზე უნდა გავიდეს საქართველოში კავშირის მიერ დაარსებული პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ მონაწილეებთან, რომელიც კულტურული და შემოქმედებითი სექტორებისთვისაა განკუთვნილი. მონაწილეებს შეუძლიათ კომისიას პირდაპირ გაუგზავნონ საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლის გაგზავნა ევალებათ ხელშეკრულების თანახმად და  ასევე გაფორმებულ კონტრაქტებსა და საგრანტო შეთანხმებებში დაკისრებული ვალდებულებებით.