„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. 2016 წლის 1 ივნისამდე აუდიტორების/აუდიტორული ფირმების პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრება არ მოითხოვება.“;
ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 პუნქტები:
„17. 2016 წლის 1 ივნისამდე აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია აუდიტორი/აუდიტორული ფირმა შესაბამის რეესტრში დაარეგისტრიროს ამ ორგანიზაციაში მისი გაწევრების მოთხოვნის გარეშე. ამასთანავე, აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, რომელიც შესაბამის რეესტრში რეგისტრირებული არ არის, არ აქვს აუდიტის ჩატარების უფლება.
18. 2016 წლის 1 ივნისამდე ამ კანონის მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 მუხლებისა და ამ მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი ან/და შემუშავებული და გამოქვეყნებული ხარისხის კონტროლის შემმოწმებლის სერტიფიცირების პროგრამა და ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დებულება, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) ბოლო ვერსიები. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში ასევე მოქმედებს „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტები. ამასთანავე, სუბიექტის მიერ ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადება ნებაყოფლობითია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, და პირს უფლება აქვს, გამოიყენოს აღნიშნული სტანდარტები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 24 დეკემბერი 2015 წ. N4722-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4722-რს. სარეგისტრაციო კოდი — 260000000.05.001.018042.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4722-რს, 24.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.018042 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3129180/