⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2022)
გაუქმებულია:

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, 2015 წლის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2015
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №647
სარეგისტრაციო კოდი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 652 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2015 მიღება
08.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
2015 წელს დაფინანსების წყარო 2016  წელს დაფინანსების წყარო
პროგრამული კოდი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი
35 02 03 სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, 2015 წლის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №647 2015 წლის 25 დეკემბერი    ქ. თბილისი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, 2015 წლის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის  მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად: 1. 2016 წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამის ფარგლებში  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა  შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, გაგრძელდეს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილება) დამტკიცებული 2015 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამა (კომპონენტი, ღონისძიება), ამ დადგენილებისა და თანდართული დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა  საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს 2016 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138  დადგენილებით დამტკიცებული 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის  ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეპროგრამების (კომპონენტი, ღონისძიება) უწყვეტად განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებით დამტკიცებული 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამებს (კომპონენტს, ღონისძიებებს).  ამასთან,  შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის   „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამა (პროგრამული კოდი − 35 02 03), ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს: ა) „ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 70 000 ლარით; ბ) „ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 132 440 ლარით; გ) „დღის ცენტრების  ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 305 000  ლარით; დ) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“: დ.ა) „სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის  კომპონენტის“   შემთხვევაში,  მექანიკური სავარძელ-ეტლებისთვის არაუმეტეს 30 000 ლარით; დ.ბ) „საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის“  შემთხვევაში“, არა უმეტეს 80 000 ლარით; დ.გ) „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 17 000 ლარით. ამასთან, წინა წლების სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში შესყიდული კოხლეარული იმპლანტების მორგება-რეგულირებისა და ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურება, რომლის გაწევა ვერ მოესწრება 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, გაგრძელდეს უწყვეტად. ამასთან, იმ ბენეფიციართათვის, რომელთა მიმართ ზემოაღნიშნული მომსახურების განხორციელება დაწყებულია წინა წლის/წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ არის დასრულებული 2016 წლის 1 იანვრისთვის, სარეაბილიტაციო კურსის (მეტყველების თერაპევტის მომსახურების) რაოდენობა განისაზღვრება უკვე მიღებული მომსახურების რაოდენობის გამოკლებით; ე) „ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 4 000 ლარით; ვ) „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში,  არაუმეტეს 38 000 ლარით; ზ) „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არაუმეტეს  550 000 ლარით; თ) „მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 200 000  ლარით; ი) „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში არაუმეტეს 60 000 ლარით; კ) „სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 89 000 ლარით; ლ) „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 145 000 ლარით.  ამასთან, 2015 წელს ამ ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონლის (მომსახურების) ბენეფიციარებისთვის მიწოდება  გაგრძელდეს 2016 წელს; მ) „მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 9 000 ლარით. 3.  სააგენტომ უზრუნველყოს 2016  წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებით დამტკიცებული 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება,  რომლის ანაზღაურება 2015 წლის 30 მარტის  №138 დადგენილებით დამტკიცებული 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2015  წლის ამოწურვამდე. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი №1  2015 წელს დაფინანსების წყარო 2016  წელს დაფინანსების წყარო პროგრამული კოდი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი პროგრამული კოდი „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი 35 02 03 სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა 35 02 03 სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა