სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანცმიდის N1 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლის 2015 ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად ამავე კოდექსის მე-3 თავით და დადგენილი მოთხოვნების შესრულების საჯარო ინფორმაციის გაცემა/არ გაცემა/სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლის ანგარიშს:
ა) სსიპ – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლაში სულ 29 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე ცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციაზე გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 29 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შესრულებულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლაში ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, არა გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებისა და მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხის თაობაზე.
ამასთან სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლა 2015 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით.
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 29 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების : მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ. | 0 |
სკოლის დირექტორის მ/შ: მაია ფიცხელაური