„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №57 |
|
2015 წლის 25 დეკემბერი ქ. ლაგოდეხი |
1. მე-2 მუხლის:
ა) ,,ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებითა და ფასით;“.
ბ) „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) განმეორებითი აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი პიროებებითა და ფასით;“.
2. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:
„3.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“.
3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. წილების და აქციების მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“.
4. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს
თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო, თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში, ყოველი განმეორებით აუქციონის ჩატარებისას, ქირის საწყის საფასურს და სხვა პირობებს ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
|