„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 აგვისტოს №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№652
სარეგისტრაციო კოდი
430060000.10.003.019039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №652

2015 წლის 25 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 აგვისტოს №451 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2015, 430060000.10.003.018837) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი, დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარით. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა წლიური საბიუჯეტო კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმებისათვის“ (პროგრამული კოდი − 35 05) გათვალისწინებული ასიგნება.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 28 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი