ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა და დაფინანსების წესი

მიღების თარიღი 25.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,707 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა და დაფინანსების წესი                      ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 2015 წლის 25 დეკემბერი ქ. ამბროლაური ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ“ ქვეპუნქტისა, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ქალაქ ამბროლაურის მინუციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა და მისი გაცემის წესი №1. მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ მბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №61 დადგენილება ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური  პროგრამის დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge; 30/12/2014წ; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.172. 016061) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1იანვრიდან. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე დანართი №1 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა და მისი გაცემის წესი მუხლი 1🔗. პროგრამის სფერო და მიზანი 1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის (გარდა ამ პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ქვეპროგრამისა), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა და გაცემის წესს. 2. პროგრამის მიზანია იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ. აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის თანადაფინანსება, რაც ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით. მუხლი 2🔗. სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამები მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამები: ა) ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა); ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა; გ) ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლთა დახმარების ქვეპროგრამა; დ) ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; ე) ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინასების ქვეპროგრამა; ვ) C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა; მუხლი 3🔗. ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა)  1.ქვეპროგრამის მოსარგებლეა: შაქრიანი დიაბეტით, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტით, ბრონქული ასთმით, კრონის დაავადებით, ეპილეფსიით, გლაუკომით, ფსორიაზით, სისხლის ქრონიკული დაავადებებით (ლეიკემია, ლიმფომა), ციროზით (გარდა ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში“ ჩართული პირებისა), ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით (დიფუზური ტოქსიური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზი, აუტოიმუნური თირეოდიტი),ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (ქოდ) და ართროზით ხანგრძლივად მოავადე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული მკურნალობის კურსი და მკურნალობა არ ფინანსდება არცერთი სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ. 2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს საჭიროების შემთხვევაში ასევე დაუფინანსდებათ თანმხლები დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები, სისხლი ან მისი კომპონენტი (პლაზმა, ერითროციტული მასა). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა ფინანსდება წლიური 200 (ორასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 4. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;  ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა IV- N100/ა), სადაც მითითებული იქნება:   გ.ა) პაციენტი საჭიროებს მუდმივი მედიკამენტური მკურნალობის კურსს.   გ.ბ) მედიკამენტების ჩამონათვალი (მკურნალობის მიმდინარე კურსზე რაოდენობრივად გათვლილი), რომლებიც უნდა დაფინანსდეს;  დ) ანგარიშ-ფაქტურა, ან ინვოისი. მუხლი 4🔗. ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა  1. პროგრამის მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, სისხლის ან მისი კომპონენტის (პლაზმა, ერითროციტული მასა) გადასხმა. 2. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 2000 (ორი ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 3. ქვეპროგრამის მოცულობით არ დაფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება. 4. მოქალაქემ/წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა); დ) ანგარიშ-ფაქტურა, ან ინვოისი. ე) მიმართვა - სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანადაფინანსების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში). მუხლი 5🔗. ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარების ქვეპროგრამა  1.  პროგრამის მოსარგებლეა პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო პროგრამის ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ დაფინანსებით. 2.  მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის. 3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა IV- N100/ა); დ) საბანკო ანგარიში; მუხლი 6🔗. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა  1. მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური გამოკვლევები ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას მიეკუთვნება და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუწვდომელი რჩება, მაშინ როდესაც მთელი რიგი დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით აუცილებელ პირობას წარმოადგენს. 2. დახმარება გაეწევა ქ. ამბროლაურში რეგისტრირებულ მოსახლეობას მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით: ა) სოციალურად დაუცველი 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები; ბ) 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები - 100 %-ით. გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს - 100%-ით. დ) სხვა დანარჩენი მოსახლეობა- 50%-ით, გარდა მე-5 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებისა. 3.  ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო ქვეპროგრამის მოსარგებლეები, აგრეთვე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი არ ითვალისწინებს აღნიშნულ სადიაგნოსტიკო კვლევას. 4. ქვეპროგრამის მოცულობით არ დაფინანსდება საზღვარგარეთ დიაგნოსტიკური კვლევა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება. 5.  დაფინანსდება შემდეგი მომსახურეობები: ა) კომპიუტერული ტომოგრაფია; ბ) ანგიოგრაფიები; გ) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; დ) პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია; ე) გასტროსკოპია; ვ) კორონაროგრაფია/ვენტრიკულოგრაფია (დაფინანსდება შეზღუდვის გაუთვალისწინებლად 100 %-ით); ზ) ღვიძლის ელასტოგრაფია (დაფინანსდება შეზღუდვის გაუთვალისწინებლად 100 %-ით, გარდა ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტებისა, რომელთა FIB4 ქულა არის 1.45-3.25 მაჩვენებლებს შორის“); 6.   ქვეპროგრამით გათვალისწინებულია (ექიმის დანიშნულებით) ბენეფიციარისთვის ორი ან მეტი გამოკვლევის დაფინანსება, რომლის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს. 7. მოქალაქემ/წარმომადგენელმა ქვეპროგრამით  სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიღების  მიზნით მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სოციალურად დაუცველებმა - ამონაწერი ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სარეიტინგო ქულის შესახებ; დ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV- N100/ა); ე) ანგარიშ-ფაქტურა. მუხლი 7🔗. ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა 1. ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობისათვის ცხვირ-ხახის და შარდ-სასქესო სისტემაზე, ასევე ძვალ-სახსროვან აპარატზე ოპერაციული ჩარევის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: ა) 7-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ტონზილექტომია და ადენოტომია; ბ) პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ნეფროტომია, ნეფრექტომია, პროსტატექტომია, ლითოტროფსია; გ) პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ძვალ-სახსროვანი აპარატის ტრავმული დაზიანების ოპერაციული მკურნალობა; 3. ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლეს დაუფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხა (თანაგადახდის კუთხით), ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება მოხდება არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით. 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელწიფო ბიუჯეტის ფარგლებში 100%-ით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის მოსარგებლეები, ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი არ, ან ნაწილობრივ ითვალისწინებს აღნიშნულ ქირურგიულ მკურნალობას. 5. მოქალაქემ/წარმომადგენელმა ქვეპროგრამით  სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიღების  მიზნით მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა; ე) მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან“ დაფინანსების შესახებ; ვ) ცნობა სადაზღვეო კომპანიიდან მოსარგებლის დაფინანსების შესახებ (ინდივიდუალური და კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლეებისათვის); ზ) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არასრულწლოვანთათვის); 6. ქვეპროგრამის მოცულობით არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, საზღვარგარეთ მკურნალობა. მუხლი 8🔗. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა  1. ქვეპროგრამა განსაზღვრავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების განხორციელების პირობებს, ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს მკურნალობის პროცესში დაავადებულ პირთა ჩართვის ხელშეწყობა. ქ. ამბროლაურში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისათვის (მ.შ. მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის მისაღებად) აუცილებელი დაავადების სტადიის განსასაზღვრი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, იძულებით გადაადგილებული პირები და ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ის პირები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ ქ. ამბროლაურში. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები ჩართულნი უნდა იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის შედეგის საფუძველზე), მკურნალობაში ჩართვამდე და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას შემდეგი პრინციპით: ა.ა.) ექიმთან ვიზიტი; ა.ბ.) ანტი HCV სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით; ა.გ.) HCV რნმ პოზიტიურ პაციენტებს - სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვა FIB-4 ტესტის დათვლით; ა.დ.) ღვიძლის ელასტოგრაფია (თუ FIB4 ქულა არის 1.45-3.25 მაჩვენებლებს შორის); ა.ე.) ღვიძლის ფიბროზის F,F3-F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს ზემოაღნიშნული გამოკვლევების გარდა უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები: ა.ე.ა) HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა ხაზოვანი ჰიბრიდიზაციის ან რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით; ა.ე.ბ) HBsAg, Anti-HBs, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებები ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 500 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება პირებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდება ღირებულების 30%, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების 70%, მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით. 6. მოქალაქემ/წარმომადგენელმა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სოციალურად დაუცველებმა - ამონაწერი ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სარეიტინგო ქულის შესახებ; დ)მიმართვა - სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანადაფინანსების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში). ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV – N100/ა); ვ) ანგარიშ-ფაქტურა; 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტის მიმწოდებლადაა დარეგისტრირებული, რის თაობაზეც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ უნდა იქნას სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოდან“. მუხლი 9🔗. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი 1.  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის შენარჩუნება, გაუმჯობესება. მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისგან დაცვა. 2.მოსახლეობის ჰოსპიტალიზაციამდე პერიოდში დაავადებათა დაგვიანებული დიაგნოსტიკით გამოწვეული გართულების პრევენცია მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. 3.მუნიციპალიტეტში ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციების გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 4. ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. მუხლი 11🔗. პროგრამის ადმინისტრირება 1. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 2. პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია ისარგებლოს რამოდენიმე ქვეპროგრამით. დახმარების საერთო ღირებულება ერთ მოსარგებლეზე წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2000 (ორი ათას) ლარს, გარდა ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ,,დიალიზის სახელმწიფო პროგრამით“ მოსარგებლეთა დახმარების ქვეპროგრამისა. 3. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. 4. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.