„საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №174
2009 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,„საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №112, მუხლი 1274) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს შემოსავლების სამსახური ან შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ის საგადასახადო ორგანო, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.
4. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების მისაღებად ის საგადასახადო ორგანო, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, მიმართავს სასამართლოს და შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას.“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თანხის სრული გადახდისთანავე მყიდველს ეძლევა გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ სერტიფიკატი (დანართი №2), რომელსაც გასცემს შემოსავლების სამსახური. სერტიფიკატში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება;
გ) მყიდველის ვინაობა (დასახელება);
დ) გადახდილი თანხის რაოდენობა.“.
3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ
სერტიფიკატი №
საგადასახადო ორგანოს დასახელება ____________________________________________________
აუქციონის ჩატარების ადგილი ________________________________________________________
აუქციონის ჩატარების დრო ___________________________________________________________
შეძენილი ქონების დასახელება _________________________________________________________
_____________________________________________________________________________________

მყიდველის ვინაობა (დასახელება) _______________________________________
გადახდილი თანხის ოდენობა ____________________________
სერტიფიკატი ძალაშია მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად.
სერტიფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმის ასლი, სადაც ასახულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვალი.
სერტიფიკატის გაცემის თარიღი _________________________________
შემოსავლების სამსახურის უფროსი _____________________________ “.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური