საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2015
ძალაში შესვლა 04.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №238
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
matsne.gov.ge 750 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2015 მიღება
04.01.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 03.06.2022 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 27.12.2016 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 13.01.2017 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 25.03.2025 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 04.08.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №238 2015 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ოქტომბრის N145 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი დანართი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი 1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სამედიცინო ან იურიდიული მიმართულებით; ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; დ) ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება; ე) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საერთაშორისო ნორმების, რომლებიც აფუძნებენ რადიაციული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, აგრეთვე საერთაშორისო მოთხოვნების ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისადმი, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 დეკემბრის N237 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების ცოდნა; ვ) ინგლისური და რუსული  ენების კარგად ცოდნა ; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად, Outlook – კარგად) ცოდნა. მუხლი 2🔗. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსი 1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლები, რომლებიც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას), საერთაშორისო ნორმების, რომლებიც აფუძნებენ რადიაციული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, აგრეთვე საერთაშორისო მოთხოვნების ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისადმი, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებისა და ,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 დეკემბრის N237 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად Outlook – კარგად) ცოდნა.