ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №75/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის საერთო და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსი
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №75/2015
2015 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი (შემდეგში –
„საარჩევნო სუბიექტი“) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და შესაბამის საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის უფლებას კარგავს, თუ იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში სადაც რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება:
1. საარჩევნო სუბიექტმა არ წარადგინა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატი;
2. შესაბამისმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატი;
3. გაუქმდა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი და რეგისტრირებული საკრებულოს წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატის ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი პროცედურების შესაბამისად, უფლებამოსილება უწყდებათ ამავე მუხლით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი