„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997, გვ. 15) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პრესაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე და ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ; საზოგადოებრივი ტელევიზიით გავრცელებულ ცნობებში შეიტანება საპრივატიზებო ქონების დასახელება და განაცხადის მიღების დაწყებისა და დამთავრების ვადები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 17 მაისი.
№1446–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.05.2005.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.05.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1446. სარეგისტრაციო კოდი — 010.110.030.05.001.001.835.
- სად არის „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1446, 17.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.110.030.05.001.001.835 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31318/