⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.01.2017)
გაუქმებულია:

2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2015
ძალის დაკარგვა 04.01.2017
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №142
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,658 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2015 მიღება
04.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №142 2015 წლის 25 დეკემბერი ქ. თეთრიწყარო 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლისა და 24-ე მუხლების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულო, ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,2016 წელს  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის სოციალური  უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი 1. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მათთვის მატერიალური დახმარების მიზნით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. თავი I სოციალური დახმარებები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები სოციალური დახმარების სახეებია: 1. ფულადი სოციალური დახმარება 2. არაფულადი სოციალური დახმარება. მუხლი 2🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია: ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება; დ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურება; ე)თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (სარეიტინგო ქულა 70 000-მდე); ვ) იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ზ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურება; თ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება; ი) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; კ) შინ მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ფულადი დახმარება; ლ) ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება; მ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ნ) დედით ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; ო) იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრთა ერთჯერადი დახმარება; პ) იმ ოჯახების დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი; ჟ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირთა დახმარება; რ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება; ს) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების და დიალიზზე მყოფ პირთა დახმარება; ტ) ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სარეიტინგო ქულით 65000-დან 80000-მდე; უ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება; ფ) გადაუდებელი შემთხვევისას ერთჯერადი ფულადი დახმარება. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები  ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება. მუხლი 3🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით. ბ) მშობიარეთა თანადაფინანსება; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იმ მოქალაქეების დახმარება მედიკამენტების შესაძენად, რომლებიც არ ექვემდებარებიან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას. დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა; ე) ნატურალური პროდუქტის სახით გაცემული სოციალური დახმარება; ვ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება. თავი II ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 4🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება 1. დედ-მამით ობოლ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ სოციალური დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ; გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი. მუხლი 5🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მშობლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი; გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი; დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები. მუხლი 6🔗. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება 1. წინამდებარე მუხლი ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა თეთრიწყაროში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ  დახმარებას. 2. აღნიშნული კატეგორიის ბავშვთა ოჯახების დახმარება განისაზღვროს ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. დახმარების დასანიშნად მშობლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 7🔗. დახმარების გაცემის წესი ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები გაიცემა ყოველთვიურად, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის  გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების)  საფუძველზე. თავი III ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 8🔗. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება 1. თეთრიწყაროში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; 2. თეთრიწყაროში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით; 3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი; გ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. 4. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: ა) მეუღლე, ბ) მშობელი, გ) შვილი (გერი), დ) და-ძმა, ე) ბებია-პაპა, ვ) კანონიერი მეურვე. მუხლი 9🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; 1. აღნიშნული დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. 4. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: ა) მეუღლე, ბ) მშობელი, გ) შვილი (გერი), დ) და-ძმა, ე) ბებია-პაპა, ვ)კანონიერი მეურვე. მუხლი 10🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) საბუთი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. 3. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: ა) მეუღლე, ბ)მშობელი, გ) შვილი (გერი), დ) და-ძმა, ე) ბებია-პაპა, ვ)კანონიერი მეურვე. მუხლი 11🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უპატრონო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის მის დამკრძალავ, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა სოციალური დახმარებების გამცემ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) სამეზობლო აქტი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 12🔗. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, აგრეთვე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ ფულად დახმარებას წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. მუხლი 13🔗. ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 100(ასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 14🔗. შინ მოვლის საჭიროების მქონე პაციენტთა ერთჯერადი დახმარება. 1. აღნიშნული სახის დახმარება მიეცემათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროებენ შინ მოვლის პროცედურების ჩატარებას; 2. დახმარება გაიცემა მთელი წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. 3. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) მხარდამჭერი პირის წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მხარდამჭერის მიმღებ პირად ცნობა; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 15🔗. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება 1. ფენილკეტონურიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების (ეს ეი კონტინგენტია, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიეტის დაცვას და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას) ოჯახების დახმარების მიზნით განისაზღვროს მათი კვების დაფინანსება 500 (ხუთასი) ლარით. 2. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების მშობლების, ან მეურვის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 16🔗. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 1. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის სრულად ან ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა; 2. დახმარების მისაღებად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 17🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. 2. დახმარების მისაღებად მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 18🔗. დედით ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება 1. დედით, ან მამით ობოლ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლის (დედის, ან მამის) გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. 3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: ა) მშობელი, ბ) სრულწლოვანი და ან ძმა, გ) ბებია, პაპა  ან  ოჯახის სხვა წევრი. მუხლი 19🔗. თეთრიწყაროში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრთა ერთჯერადი დახმარება. 1. იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულაა არაუმეტეს 65000, ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ)იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის დამადასტურებელი მოწმობა; დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 20🔗. იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი. 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარისა. 3. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში  წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 21🔗. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებს. 2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 3.  დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 22🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედის სტატუსის მქონე  პირთა დახმარება; 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებს. 2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 3.  დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მარტოხელა დედობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 23🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების და დიალიზზე მყოფი პირთა დახმარება; 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებს. 2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 3. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 24🔗. ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სარეიტინგო ქულით 65000-დან 80000- მდე. 1. აღნიშნული სახის დახმარება მიეცემათ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 65000-დან 80001-მდე. 2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 100 ლარისა. 3. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) ცნობა სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 25🔗. დახმარების გაცემის წესი წინამდებარე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე (გარდა მე-8, მე-9, მე- 10, მე-11, მე-13 მუხლებისა), მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. თავი IV არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 26🔗. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გამოკვლევები, მკურნალობა, ოპერაცია, რეაბილიტაცია და სხვა, დიაგნოზის სიმწვავისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით. 1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების წევრთა სამედიცინო მომსახურების (გამოკვლევები, მკურნალობა, ოპერაცია, რეაბილიტაცია და სხვა, დიაგნოზის სიმწვავისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, განისაზღვროს ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა, მათ შორის: 1.1. მშობიარეთა თანადაფინანსება არაუმეტეს 250(ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. 2.2 თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე შესაბამისი დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. 3. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია). დ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიმართვა; ე) მეურვედ დანიშვნის ცნობა (იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას წერს მეურვე); ვ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია. მუხლი 27🔗. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იმ მოქალაქეების დახმარება მედიკამენტების შესაძენად, რომლებიც არ ექვემდებარებიან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას. 1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მყოფ იმ მოქალაქეებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს და საჭიროებენ ისეთი მედიკამენტების შეძენას, რომელთა მიუღებლობამ შეიძლება სიცოცხლისათვის სავალალო შედეგი გამოიწვიოს, გაიცემა სოციალური დახმარება არაუმეტეს 200(ორასი) ლარისა. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება: ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) შესაბამის სააფთიაქო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - ფორმა №100. 3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. მუხლი 28🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა. 1. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა ააიპ ,,მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ იმ სრულწლოვან ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 57 000-ს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-ს. 2. ააიპ ,,მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო“ უფასო კვებით უზრუნველყოფს უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობის ორ კატეგორიას : ქ. თეთრიწყაროში მცხოვრები მოქალაქეები სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 57 000-ისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ცხელი სადილით, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები იმ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-ს, დახმარება გაიცემა ნატურალური ფორმით თეთრიწყაროში რეგისტრირებულ თითოეულ წევრზე. 3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ყველა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები (არასრულწლოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობის ასლი); გ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ. მუხლი 29🔗. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება. 1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურებისათვის აუცილებელი თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. 2.დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - ფორმა N100. მუხლი 30🔗. დახმარების გაცემის წესი ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე  (გარდა 28-ე მუხლისა). თავი V ზოგადი  დებულებები მუხლი 31🔗. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც შეიძლება დადგეს სიცოცხლისათვის სავალალო შედეგები, წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული ყველა სახის დახმარება, მათ შორის ერთჯერადი ფულადი დახმარება და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, შეიძლება განხორციელდეს კომისიის დასკვნის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.