ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.12.2015
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,493 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალგორის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.04.2017 ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.11.2016 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.04.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.02.2018 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 2015 წლის 29 დეკემბერი        ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე         საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს კანონის „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადб ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის   მიერ  გაცემული  საჯარო  ინფორმაციის  ასლის  გადაღების მოსაკრებლის  გადახდის  წესის დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის  მოთხოვნის თაობაზე  განცხადების  ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე დანართი №1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი)   განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში  (შემდგომ – მუნიციპელიტეტი), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს. 2. ეს წესი ვრცელდება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალური მონაცემებისათვის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. 3. ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით. 4. წინამდებარე წესში მოცემული ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის ორგანოებს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის  გამოქვეყნების ფორმა და ადგილი 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, აგრეთვე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია წერილობითი გამოქვეყნების გარდა, ქვეყნდება პროაქტიულად  მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: lanchkhuti.org.ge (შემდგომ – ვებგვერდი). 2. წერილობითი ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში – შესაბამის დაწესებულებებში. 3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება საინფორმაციო სტენდსა და სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, აუცილებელია მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება. 4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ზუსტი და უტყუარი უნდა იყოს და პერიოდულად უნდა ხდებოდეს მისი განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის  განახლებისას  უნდა მიეთითოს  განახლების  თარიღი. 5. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება მისი შეცვლის, დაზიანებისა  და დაკარგვის გარეშე. 6. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველასთვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის საფასურის ან  რაიმე სხვა შეზღუდვის  დადგენა,  გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. 8. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. 9. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას უზრუნველყოფს გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახური. მუხლი 3🔗. გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი ინფორმაციის  გარდა საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ცხელი ხაზის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა); გ) ინფორმაცია საკრებულოს ბიუროს, ფრაქციებისა და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა); დ) ინფორმაცია საკრებულოს წევრების შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა; ე) მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და გამგეობის სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა); ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების შესახებ: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულის მითითებით (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა); ზ) ინფორმაცია საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ, მათ შორის, საჯარო მოსამსახურის სახეების მიხედვით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა სტრუქტურული ერთეულის მითითებით (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა); თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საშტატო ნუსხა (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა); ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელმძღვანელი პირების  შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია) (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა) კ) ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) შესახებ: სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია  (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ლ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პრემიებისა და დანამატების გაცემის  შესახებ (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) - ქვეყნდება კვარტალურად; მ) საკრებულოს სამართლებრივი აქტები (განკარგულებები, დადგენილებები, სხდომის ოქმები), ქვეყნდება გამოცემიდან 10 დღის ვადაში; ნ)  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა; ო) ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ – ქვეყნდება კონკურსის გამოცხადებიდან მომდევნო სამუშაო დღეს; პ) სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი  კონკურსის  ჩატარების  წესს  (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა); ჟ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა - ქვეყნდება კვარტალურად; რ) ინფორმაცია შესყიდვების წლიური გეგმით განხორციელებულ შესყიდვებზე, მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით - ქვეყნდება კვარტალურად; ს) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ძირითადი უძრავი ქონების ჩამონათვალი - ქვეყნდება ყოველწლიურად; ტ) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით - ქვეყნდება ყოველწიურად; უ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა -  დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ფ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ - ქვეყნდება კვარტალურად; ქ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით წინა წელს განხორციელებული პროექტების შესახებ (თითოეული დასახლებული პუნქტის მიხედვით პროექტის მოკლედ აღწერა და ბიუჯეტი) - ქვეყნდება ყოველწლიურად; ღ) ინფორმაცია სოფლის დახმარების პროგრამით წინა წელს განხორციელებული პროექტების შესახებ (თითოეული სოფლის მიხედვით პროექტის მოკლედ აღწერა და ბიუჯეტი) - ქვეყნდება ყოველწლიურად; ყ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ – ქვეყნდება წარდგენიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 4🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. მუხლი 5🔗. ინფორმაციის დამუშავება გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და საკრებულოს აპარატის უფროსი  თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მიწოდებას. მუხლი 6🔗. ინფორმაციის მიწოდება 1.  გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს გამოსაქვეყნებელ  ინფორმაციას აწვდის ის მოხელე, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება გამოსაქვეყნებელ ინფორმაციაში მოცემული საკითხები; 2. საჯარო ინფორმაცია გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს ვებგვერდზე განსათავსებლად PDF ფორმატში მიეწოდება. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა უზრუნველყოს საჭიროებათა გამოკვლევის ორგანიზება ინფორმაციის პროაქტიულად (ელექტრონული და წერილობითი ფორმით) გამოქვეყნების ტექნიკური, პროგრამული და რესურსული საჭიროებების შესახებ და შეიმუშაოს შესაბამის გეგმა. 2. დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის შექმნა. დანართი №2 ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის   მიერ  გაცემული  საჯარო  ინფორმაციის  ასლის  გადაღების მოსაკრებლის  გადახდის  წესი მუხლი 1🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია შეიძლება გაიცეს დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან  გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა. 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს საბანკო დაწესებულების მეშვეობით შემდეგ სახელმწიფო  ხაზინის  ერთიან  ანგარიშზე: 300643173. 4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. 5. წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის გამოთხოვილი  საჯარო  ინფორმაცია,  რომლის  ასლის  გადაღების  მოსაკრებლის  ოდენობა  არ აღემატება 2 ლარს. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის  გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით. დანართი №3 საჯარო ინფორმაციის  მოთხოვნის თაობაზე  განცხადების  ფორმა   საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს მოქალაქე. -------------------------------------- მცხ.-------------------------------------- ტელ/მობ: -------------------------------------- ელ-ფოსტა:--------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  მე-40  მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ: 1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით -------------------------------------------; 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; 3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენს მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე; 4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; (მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) დაინტერესებული პირი  (განმცხადებელი) თარიღი: