პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1007
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016500
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,275 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
პოლიციის ატაშე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი
მუხლი 2
მეკავშირე ოფიცერი
სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი
მუხლი 2
დიპლომატიური წარმომადგენლობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს
მუხლი 2
უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი
სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი  აპარატების საქმიანობის კოორდინაციის ფუნქცია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 25.03.2025 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 06.05.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 03.02.2026 საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 08.05.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 31.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1007 2015 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32​1 მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი დანართი პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის  წესი განსაზღვრავს პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის დანიშვნის, დაქვემდებარების, უფლებამოსილებისა და ფინანსური უზრუნველყოფის, ასევე მათ აპარატებთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი თავიანთი საქმიანობისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ვალდებული არიან, დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; ბ) მეკავშირე ოფიცერი – სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი; გ)  დიპლომატიური წარმომადგენლობა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს; დ) უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი – სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი  აპარატების საქმიანობის კოორდინაციის ფუნქცია. მუხლი 3🔗. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის დანიშვნა/დაქვემდებარება 1.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაოდ შეიძლება მიავლინოს პოლიციის ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამართალდამცავ სფეროში წარმოადგენენ საქართველოს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 2.პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ინიშნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით,  უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე. 3. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს უმაღლესი განათლებისა და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირებს, რომლებიც ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენასა და უცხოურ ენას. 4. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით პოლიციის ატაშე შეიძლება აკრედიტებულ იქნეს ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოში. 5. პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში. 6.პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრისათვის შესაბამისი დავალებებისა და მითითებების გაცემასა და კოორდინაციაზე უფლებამოსილი პირები არიან: ა)საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირი; ბ)დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოპერატიული დაქვემდებარების ფარგლებში; გ)უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირები. მუხლი 4🔗. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილება პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილებაა: ა)შესაბამის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა სამართალდაცვითი კუთხით; ბ)საქართველოსა და შესაბამის ადგილსამყოფელ სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებებს/საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის  ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობის განმტკიცებისათვის ხელშეწყობა; გ)რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებებთან/საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; ე) სამართალდაცვით სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილი პირებისგან მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება; ვ) მათი საქმიანობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ანგარიშის წარდგენა; ზ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში აკრედიტებულ სამართალდამცავ-დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა; თ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს/საერთაშორისო ორგანიზაციის სამართალდაცვითი სფეროს შესწავლა, შესაბამისი ღია საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მოპოვება, დამუშავება და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ინფორმირება, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რეკომენდაციების მიწოდება, აგრეთვე შესაბამისი კონსულტაციების წარმართვა; ი) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის სამართალდაცვით საკითხებში ხელშეწყობა;  კ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში  მონაწილეობა (საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკისა და რეკომენდაციების მომზადება) და საპროტოკოლო უზრუნველყოფა (ვიზიტის პროგრამა, შეხვედრები); ლ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში სამსახურებრივი მივლინებით მყოფი სამინისტროს მოსამსახურეებისათვის კოორდინაციის გაწევა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა; მ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში სწავლების მიზნით მივლინებული სამინისტროს მოსამსახურეების მონიტორინგი და მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტაში ხელშეწყობა; ნ) სამართალდაცვით სფეროში ოფიციალურ მიღებათა ორგანიზება; ო) პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატების მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობა, მათთვის დავალებებისა და მითითებების მიცემა; პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით სამართლებრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა; ჟ) სამართალდაცვით სფეროში შესაბამის შეხვედრებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა; რ) შესაბამისი უწყებების მიწვევით მიღებებსა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრება; ს)საქართველოს პოლიციის საიუბილეო დღესასწაულებთან დაკავშირებით მიღებების მოწყობა, საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფა; ტ) სამსახურებრივი და ფინანსური ანგარიშვალდებულების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; უ) საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება. მუხლი 5🔗. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატები 1.ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან/საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეთანხმებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შეიძლება შეიქმნას პოლიციის ატაშეს აპარატი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში - მეკავშირე ოფიცრის აპარატი, რომლებიც არ წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების შემადგენელ ნაწილს. 2. პოლიციის ატაშეს აპარატს ხელმძღვანელობს პოლიციის ატაშე, ხოლო მეკავშირე ოფიცრის  აპარატს -  მეკავშირე ოფიცერი. 3. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის აპარატების სტრუქტურასა და საშტატო განრიგს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით. 4. პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცერს შეიძლება ჰყავდეს დიპლომატიური სტატუსის არმქონე პოლიციის ატაშეს მოადგილე/უმცროსი მეკავშირე ოფიცერი, რომელიც: ა) უფლებამოსილების ფარგლებში პოლიციის ატაშესთან/მეკავშირე ოფიცერთან შეთანხმებით ხელს აწერს პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის აპარატების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ბ) აკონტროლებს აპარატის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებს; გ) უზრუნველყოფს აპარატის ეფექტიან ფუნქციონირებას; დ) აპარატის ხელმძღვანელის დროებით არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს; ე) ახორციელებს პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულებას. მუხლი 6🔗. როტაცია და უფლებამოსილების შეწყვეტა 1. პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები წარიგზავნებიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში როტაციის წესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეების, მეკავშირე ოფიცრებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების დარეგულირების  მიზნით, მოსამსახურის გამოწვევა შესაძლებელია მოსამსახურის გათავისუფლების თარიღიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 4. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის ან ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში, თუ გამოწვევა არ უკავშირდება თანამდებობის პირის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას, თანამდებობის პირი ინიშნება სამინისტროში არსებულ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში, მისივე თანხმობით ირიცხება სამინისტროს კადრების განკარგულებაში. 5. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა მოსამსახურემ მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წელი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, შეამციროს მითითებული ვადა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის დრო. 7. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დიპლომატიური სტატუსი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად. მუხლი 7🔗. პოლიციის ატაშის, მეკავშირე ოფიცრის აპარატების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით, უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცრის აპარატში არადიპლომატიურ თანამდებობაზე შეიძლება დანიშნულ ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებულ იქნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები (ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი). მუხლი 8🔗. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების  ფინანსური უზრუნველყოფა 1. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მოსამსახურეთა მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, სამივლინებო და აპარატის შენახვის ხარჯები, აგრეთვე პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, მათი აპარატების მოსამსახურეთა და ოჯახის წევრთა პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობის მიზნით ანაზღაურებადი ერთჯერადი თანხები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 3. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, თანამდებობის გაუქმება პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობის გაუქმება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.