შპს “სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №05/7-ლ
2015 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი ს“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით
სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის #102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სს „არდი დაზღვევის“ 2015 წლის 28 დეკემბრის №1/15 – 2/55 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შპს „სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404858631) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით
1.1 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №288 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „არდი დაზღვევაზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიის გაცემის თაობაზე“
ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ შეიცვალოს სიტყვებით „სს არდი დაზღვევა“.
1.2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მარტის №05/1-ლ ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „არდი დაზღვევის“ დაზღვევის ლიცენზიის (სიცოცხლის) გაცემის თაობაზე“
ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ შეიცვალოს სიტყვებით „სს არდი დაზღვევა“.
2.სს „არდი დაზღვევაზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404858631) გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით დადგენილი წესით.
3.წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნას მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს “სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს “სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს “სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „შპს “სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №05/7-ლ.
- სად არის „შპს “სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს “სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“, №05/7-ლ, 29.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3136416/