საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით მაუწყებლობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2015 წლის 24 დეკემბერი
№155-უ.ს.რ.ს.
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 3512 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 17%-ით. გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
2016 წლის
№
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე - „მაუწყებლობის შესახებ~
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა)ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხარჯები, რამაც გამოიწვია სხვა მიმართულებით გამოყოფილი თანხების შემცირება. არსებული ბიუჯეტის ფარგლებში სრულყოფილად ვერ ხერხდება პროგრამული პრიორიტეტების დაფინანსება, ტელევიზიის ტექნიკური გადაიარაღება, ჟურნალისტთა და ტექნიკური პერსონალის ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსებისათვის კანონით დაწესებული საპროცენტო განაკვეთის გაზრდა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის და ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 35 12 მუხლის 1-ლი პუნქტი.
დღეს მოქმედი რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, არანაკლებ 15%-ით. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეფექტური ფუნქციონირებისათვის, ციფრულ მაუწყებლობაზე სრულად გადასვლისათვის და პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებისათვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებისათვის ხელფასების გაზრდისათვის უმნიშვნელოვანესია დაფინანსების გაზრდა. 2013 წლის შემდეგ მიუხედავად „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში არსებული ნორმისა „არანაკლებ 15%“, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი არ აღემატებოდა 15%-ს, ამიტომ მიზანშეწონილია ეს ნორმა გაიზარდოს და დაფიქსირდეს არანაკლებ 17%, რაც შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს იმაუწყებლოს სრულყოფილად ციფრულ რეჟიმში და პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, ასევე დაახლოებით 25%-ის ფარგლებში გაიზარდოს თანამშრომლების, ჟურნალისტებისა და ოპერატორების ხელფასები. ბიუჯეტის გაზრდა საშუალებას მისცემს საზოგადოებრივ მაუწყებელს დანერგოს ზეგანაკვეთური მუშაობისათვის ანაზღაურების ახალი სისტემა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს ექნება დადებითი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონი. გაიზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ხელფასები, მოხდება ჟურნალისტთა და ტექნიკური პერსონალის ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
არ არის მიმართებაში ევროკავშირის დირექტივებთან და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
არ არის მიმართებაში საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: პეტრე ზამბახიძე, ეკატერინე თარგამაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 3512. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით. გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე 1 თვით ადრე წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტს.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტების პროექტების შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს.