საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2015
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.130.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 186 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.12.2014 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 29.12.2016 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.03.2017 წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 01.04.2019 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 03.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 2015 წლის 30 დეკემბერი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის  „დ.ბ“ ქვეპუნქტის,  ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და  „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები, სათამაშო ბიზნესის ცალკეული სახეების მიხედვით, შემდეგი ოდენობით: 1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. 2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი. 3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%. 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშებზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი. 5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%. 6. გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 (ხუთი ათასი) ლარი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №33 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე