“ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33-137
სარეგისტრაციო კოდი
210010010.35.101.016251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33-137

2015 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

“ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-87 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge,  05.01.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 210010010.35.101.016105) და დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებიდან და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობებიდან, 2016 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი