ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33-128 |
|
2015 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განაცხადის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულების ფორმა“, დანართი №3-ის შესაბამისად.
|
2. ამ წესის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემა.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებაზე.
ა) დაზარალებული პირი – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიისას მეწყერის ჩამოწოლის ან/და წყალდიდობის/მდინარის ადიდების შედეგად (შემდგომში - სტიქია) გაუნადგურდა ან დაუზიანდა სატრანსპორტო საშუალება. დაზარალებულად შეიძლება იქნეს მიჩნეული მხოლოდ ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2015 წლის 14 ივნისის მდომარეობით საკუთრებაში ან სარგებლობაში გააჩნდა სტიქიის დროს განადგურებული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება. სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლე ამ წესის მიზნებისათვის მესაკუთრის ნაცვლად იმ შემთხვევაში ჩაითვლება დაზარალებულ პირად, თუ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკური პირის სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობას, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ნაცვლად, დაზარალებულ პირად სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლის ცნობის შესახებ.
ბ) სატრანსპორტო საშუალება – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
გ) ფულადი დახმარება – დაზარალებული პირისათვის განადგურებული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის ფულადი თანხის ანაზღაურება ამ წესის შესაბამისად.
დ) შემფასებელი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“.
2. ფულადი დახმარების გაცემის ღონისძიებების უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო, ხოლო ფულადი დახმარების გადარიცხვას, სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური.
ა) I კატეგორია - სტიქიის შედეგად განადგურებული სატრანსპორტო საშუალება რომელიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით არ ექვემდებარება აღდგენას, ან თუ სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება აღდგენას და შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება (აღდგენის ხარჯები) მისი სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 50%-ზე მეტს შეადგენს;
ბ) II კატეგორია - სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება რომელიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით ექვემდებარება აღდგენას და შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება (აღდგენის ხარჯები) მისი სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 50%-ს და ნაკლებს შეადგენს.
2. ამ წესის მიზნებისათვის I კატეგორიას მიეკუთვნება, აგრეთვე სტიქიის შედეგად დაკარგული სატრანსპორტო საშუალება, რაზედაც გაცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ცნობა.
3. სატრანსპორტო საშუალების II კატეგორიას ასევე მიეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკვე აღდგენილია დაზარალებული პირის მიერ.
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის მიერ გაცემული ცნობა/დოკუმენტი სატრანსპორტო საშუალების განადგურების/დაკარგვის ან დაზიანების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ინფორმაცია არ არის ასახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სიაში/ნუსხაში;
გ) განადგურებამდე/დაკარგვამდე/დაზიანებამდე სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) განადგურების ან დაზიანების შემდგომ სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი ან შესაბამისი ცნობა/დოკუმენტი;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ზ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკური პირის სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობა, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ნაცვლად, დაზარალებულ პირად სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლის ცნობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2. სააგენტო, განაცხადის განხილვის მიზნით, უფლებამოსილია დაზარალებულ პირს მოსთხოვოს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარდა სხვა დოკუმენტაცია. სააგენტო, ასევე უფლებამოსილია განაცხადის განხილვის მიზნით მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისგან.
3. წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, სააგენტოს დაკვეთით შემფასებელი ახორციელებს:
ა) სტიქიამდე არსებული მდგომარეობით სატრანსპორტო საშუალების სავარაუდო საბაზრო ღირებულების შეფასებას;
ბ) სატრანსპორტო საშუალების ნარჩენი/არსებული ღირებულების შეფასებას;
გ) აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯის შეფასებას;
დ) სტიქიის შედეგად სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრას, ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიის დასადგენად.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ არსებობს ამ წესის შესაბამისად პირის დაზარალებულად ცნობის საფუძველი, ხდება პირის დაზარალებულ პირთა სიაში შეყვანა.
5. პირის დაზარალებულ პირთა სიაში შეყვანის შემდეგ მასთან ფორმდება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ფორმის ხელშეკრულება და მასზე ამ წესის შესაბამისად გაიცემა ფულადი დახმარება.
6. დაზარალებულ პირზე ფულადი დახმარება გაიცემა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით შემდეგი პრინციპით:
ა) I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება ნაკლებია 5000 (ხუთი ათასი) დოლარის ეკვივალენტ ლარზე – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით;
ბ) I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება 5000 (ხუთი ათასი) დოლარის ეკვივალენტ ლარის ტოლია ან მეტია – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 70 %-ის ოდენობით;
გ) II კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 25 %-ის ოდენობით.
7. სააგენტო არ განიხილავს იმ პირის განაცხადს ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ან/და არ გასცემს ფულად დახმარებას იმ პირზე, რომელსაც სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციების ან სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მხრიდან სტიქიით დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული ფულადი ან/და სხვა სახის სათანადო დახმარება სატრანსპორტო საშუალების შეძენისათვის ან აღდგენისათვის ან საკუთრებაში გადაეცა სატრანსპორტო საშუალება.
დანართი №2
|
დანართი №3
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის შესახებ
ქ. თბილისი -----, 2016 წელი
ერთის მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს სახით და, მეორესმხრივ დაზარალებული პირი (პირადი მონაცემები), შემდგომში წოდებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/მოსარგებლე, ერთობლივად წოდებულნი როგორც მხარეები, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად ვთანხმდებით შემდეგზე:
2. ხელშეკრულების საგანი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---- წლის №---------დადგენილების და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, შემფასებლის მიერ გაცემული № დასკვნის გათვალისწინებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირს განადგურებული ან/და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის (სახელმწიფო ნომერი, სერია, სხვა ინფორმაცია) გადაეცემა ფულადი თანხა --- ლარის ოდენობით.
3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
1. მუნიციპალიტეტი დაზარალებულ პირს, ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულ თანხას გადაურიცხავს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ბანკის დასახელება:
ანგარიშის ნომერი:
ბანკის კოდი:
4. სხვა პირობები
1. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა მოაგვარონ ურთიერთშეთანხმების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს მიერ.
2. ხელშეკრულება შედგენილია 4 (ოთხ) თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად და ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
დაზარალებული პირი (სახელი, გვარი).
შენიშვნა: წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და კონკრეტული შემთხვევის თავისებურებათა გათვალისწინებით.