ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №სახელი, გვარი
სარეგისტრაციო კოდი 280090000.35.101.016248
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,919 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სახელი, გვარი ნათესაური კავშირი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33-138 2015 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,                                           ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებლი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პირობებს და პროცედურებს.     2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებლი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) მიზანია კომპენსაციის მიმღები პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით. 3. ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით „დანგრეული საცხოვრებლი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში "დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაცია“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.   მუხლი 2🔗. კომპენსაციის მიმღები პირები 1. ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე რეგისტირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში – ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, ამასთან მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში და მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება.    2. დროებით საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია (შემდეგში – კომპენსაცია) გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის აუცილებელი საცხოვრებელი ფართით დროებით სარგებლობისათვის საჭირო ქირის ან ქირის ნაწილის დაფარვის მიზნით.    3. დაუშვებელია ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით სხვა სახის ღონისძიებების დაფინანსება.  მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანო 1. ქვეპროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი გამგეობა (შემდგომში – გამგეობა). 2. ქვეპროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისგამგეობაში გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც განიხილავს კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლის შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. გამგებელის ბრძანებით განისაზღვრება საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც უნდა იყოს სფეროს კურატორი გამგებლის მოადგილე.  მუხლი 4🔗. განცხადების წარდგენა 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის მისაღებად დაინტერესებული პირი ამ წესის დანართი 1-ით განსაზღვრული ფორმით განცხადებით მიმართავს იმ რაიონის გამგეობას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს/მდებარეობდა მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული დანგრეული ან ამორტიზებული ფართი. 2. განმცხადებელი განცხადებაში ადასტურებს, რომ მას და მისი ოჯახს წევრებს სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არ გააჩნია. განმცხადებელმა ასევე უნდა დაასაბუთოს მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა. 3. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი); ბ) ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამონაწერი საბინაო წიგნიდან, ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან/ბიუროს ცნობა-დახასიათება, კომუნალური გადასახადების ქვითრები, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), მესაკუთრის ან მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საკუთრების დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი); გ) ნოტარიულად დამოწმებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება (სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ფართი; ვ) შესაბამის ფართში განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, კომუნალური გადახდის ქვითრები, მეზობლების მიერ ხელმოწერილი განცხადება ფართში ცხოვრების დადასტურების შესახებ; ზ) განმცხადებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები (სხვადასხვა სახის დასკვნები, ცნობები და ა.შ.) 4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე და კანონიერებაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმომდგენი. მუხლი 5🔗. განცხადების განხილვა 1. გამგეობა ვალდებულია განახორციელოს თითოეული განცხადების განხილვა და საქმის გარემოებების გამოკვლევასთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტაციის, ნებისმიერ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირება და აღრიცხვა. 2. საბჭო ვალდებულია შეამოწმოს ამორტიზებული ფართის მდგომარეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დროებითი საცხოვრებელი ფართის მდგომარეობა, გადაამოწმოს განცხადებაში მითითებული ოჯახის წევრების რაოდენობა, მოახდინოს დაქირავებული ფართის მდგომარეობისა და განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის აღწერა/დაფიქსირება (ფოტოგადაღება და სხვა). საბჭოს, საჭიროებიდან გამომდინარე შეუძლია სხვა ღონისძიებების განხორციელება. შემოწმების შედეგები აისახება შემოწმების ოქმში. 3. დოკუმენტაციის განხილვის პროცესში მოწმდება განცხადებაში მითითებული გარემოებების, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შემოწმების შედეგების წინამდებარე წესის მოთხოვნებთან და ქვეპროგრამის მიზნებთან შესაბამისობა. 4. საკითხის შესწავლის შემდეგ საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესწავლისა და შემოწმების შედეგები. 5. გამგებელი მოხსნებითი ბარათისა და საქმის მასალების გათვალისწინებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 6. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ განმცხადებლის მიერ არაზუსტი ინფორმაციის ან მონაცემების წარმოდგენის გამოვლენა წარმოადგენს კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს და განმცხადებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს მის მიერ ამ გარემოებების გამოვლენამდე მიღებული კომპენსაციის ოდენობის თანხა. მუხლი 6🔗. კომპენსაციის ოდენობა და გაცემის წესი 1. კომპენსაცია გაიცემა არაუმეტეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბოლომდე. 2. ახალი საბიუჯეტო წლის დადგომამდე შესაბამისი რაიონის გამგეობა წინა წლის კომპენსაციის მიმღებთა სიას ამოწმებს საბჭოს მეშვეობით ამ წესით დადგენილი წესითა და საჭიროების შემთხევაში ახდენს სიის კორექტირებას და ახალი სიის მომდევნო წლისათვის დამტკიცებას. 3. კომპენსაციის გაცემა ერთ განმცხადებელზე შესაძლებელია განხორციელდეს იმ პრობლემის აღმოფხვრამდე რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემას, მაგრამ არაუმეტეს 24 თვისა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გამოთვლა დაიწყება, ამ წესის შესაბამისად, კომპენსაციის გაცემის თვიდან. 5. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამგეობა უფლებამოსილია 300 ლარის ფარგლებში თავად, ხოლო 300 ლარზე მეტის შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით ყოველთვიურად (ყოველ დაზარალებულ ოჯახზე) გასცეს კომპენსაცია. 6. დაუშვებელია ამორტიზებულ ფართში მცხოვრები ოჯახების დაყოფა და ცალ-ცალკე ფართის დაქირავება კომპენსაციის დადგენილზე მეტი ოდენობით მიღების მიზნით. 7. დროებით საცხოვრებელი ადგილის ან/და ქირის ოდენობის შეცვლის შემთხვევაში, კომპენსაციის მიმღები პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება და ახალი ნოტარიულად დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება(სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება). 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი წარედგინება საბჭოს, რომელიც შემოწმების გზით ადგილზე ამოწმებს დამქირავებლის მიერ შესაბამის მისამართზე ცხოვრებისა და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებობის ფაქტს, რაზეც დგება შემოწმების ოქმი. საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს (მოხსენებით ბარათს ხელს აწერს საბჭოს ყველა წევრი), რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესწავლისა და შემოწმების შედეგები, ხოლო შესაბამისი გამგებელი მოხსნებითი ბარათისა და საქმის მასალების გათვალისწინებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 7🔗. კომპენსაციის გაცემა 1. კონპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. დაუშვებელია ერთზე მეტი თვის კომპენსაციის თანხის ერთდროულად გაცემა. 3. კომპენსაციის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა ევალება გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ვალდებულია: ა) სრული სიზუსტით აწარმოოს კომპენსაციის გაცემის აღრიცხვა; ბ) დაიცვას კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით შედგენილი და მიღებული დოკუმენტაცია (საგადასახადო მოთხოვნები და სხვა). მუხლი 8🔗. შემოწმების განხორციელება 1. ამ წესის მოთხოვნათა დაცვის, ქვეპროგრამის ეფექტურად წარმართვის, ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და ქვეპროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად, საბჭო ვალდებულია, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, შეამოწმოს ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას. 2. საბჭოს მიერ უნდა შემოწმდეს: ა) ამორტიზებული ფართის მდომარეობა ადგილზე დათვალიერებით; ბ) განმცხადებლის ცხოვრების ფაქტი წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე; გ) ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; 3. საჭიროების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია შეამოწმოს სხვა გარემოებების არსებობაც. 4. თითოეული განხორციელებული შემოწმების საფუძველზე საბჭოს წევრი ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს. მუხლი 9🔗. კომპენსაციის გაცემის განსაკუთრებული წესი 1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამგებელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით და წესით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში რეგისტრირებული ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ან პირობებში მყოფი სხვა პირებისთვის კომპენსაციის გაცემის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას 300 ლარის ფარგლებში იღებს გამგებელი, ხოლო 300 ლარზე მეტის შემთხვევაში კომპენსაცია გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, კომპენსაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შესაძლოა მოეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. მუხლი 10🔗. კომპენსაციის შეწყვეტა 1. კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველია: ა) კომპენსაციის მიმღები პირის განცხადების წარდგენა, რომლითაც იგი უარს აცხადებს კომპენსაციის მიღებაზე; ბ) თუ გამოვლინდა, რომ განმცხადებლის მიერ კომპენსაციის მისაღებად წარმოდგენილი იყო არაზუსტი ინფორმაცია ან მონაცემი; გ) შემოწმების ან სხვა გზით გამოვლინდა, რომ აღარ არსებობს ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია; დ) გამოვლინდა, რომ კომპენსაციის მიმღები პირი აღარ ცხოვრობს იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია მის მიერ წარმოდგენილ ქირავნობის ხელშეკრულებაში; ე) გავიდა კომპენსაციის გაცემის 24 თვიანი ვადა; ვ) განმცხადებლის გარდაცვალება; ზ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ქვეპროგრამის და ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე ამართლებს კომპენსაციის გაცემის შეწყვეტას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს და გამგებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი წარმოადგენს ახალ საცხოვრებელ მისამართზე ქირავნობის ხელშეკრულებას და შესაბამის დოკუმენტაციას, შესაბამისი გარემოებების გადამოწმების შედეგად გამგებელი ამ წესის შესაბამისად იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 11🔗. გარდამავალი  დებულებები 1. პირებს, რომლებსაც 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით (მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თანხმობის საფუძველზე) უნაზღაურდებოდათ დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია და აკმაყოფილებენ ამ წესის მოთხოვნებს, 2015 წლის დეკემბრში დამტკიცებული სიის მიხედვით, გაუგრძელდეთ კომპენსაციის გაცემა. 2. პირებისათვის, რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე იღებდნენ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციას, ამ წესის ამოქმედების შემდეგ კომპენსაციის გაცემისას, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 24-თვიანი ვადის ათვლა დაიწყება თავიდან. 3. პირებს რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით (მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თანხმობის საფუძველზე)უნაზღაურდებოდათ დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია, „ქ. თბილისში დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 26 დეკემბრის N35.50.1312 დადგენილებით დამტკიცებული სიის მიხედვით შეიძლება გაუგრძელდეთ კომპენსაციის გაცემა,არაუმეტეს, 2016 წლის 31 დეკემბრისა. დანართი N1 ------------------------------------ რაიონის გამგეობას განმცხადებელი ----------------------------- მისამართი ----------------------------- ტელ. ----------------------------- განცხადება (დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის მისაღებად) გთხოვთ, განიხილოთ ჩემი ------------------------------------------------------ განცხადება და თანდართული (სახელი, გვარი) დოკუმენტაცია და გასცეთ კომპენსაცია. 1.       მიუთითეთ და დაასაბუთეთ მოთხოვნილი კომპენსაცია (ციფრობრივად და სიტყვიერად) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2.       მიუთითეთ დანგრეული/ამორტიზებულისაცხოვრებელი ფართის სრული მისამართი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 3.       აღწერეთ, რა საფუძვლით გახდა თქვენი საცხოვრებელი ფართი საცხოვრებლად გამოუსადეგარი/ან მიუთითეთ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების დაკარგვის საფუძველი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4.       ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა ------------------- სახელი, გვარი ნათესაური კავშირი პირადი ნომერი დაბადების თარიღი საცხოვრებელი ადგილი საკონტაქტო ტელეფონი 5.    განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები (მონიშნეთ): €        განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში - დაბადების მოწმობის ასლი) (მიუთითეთ დეტალურად) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- €        ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მიუთითეთ დეტალურად) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- €        შესაბამის ფართში განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიუთითეთ დეტალურად) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- €        ნოტარიულად დამოწმებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება; €        განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი ------------------------------------------------------------------------ €        ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს ან მისი ოჯახის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ფართი; €        განმცხადებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები (სხვადასხვა სახის დასკვნები, ცნობები და ა.შ.) (მიუთითეთ დეტალურად) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ აღნიშნული განცხადებით ვადასტურებ, რომ მე და განცხადებაში მითითებულ ჩემს ოჯახის წევრებს ქალაქ თბილისში სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი არ გაგვაჩნია. ვაცხადებ თანხმობას, რომ გამგეობას უფლება აქვს განცხადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს  შესაბამისი პერსონალური მონაცემები. შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტების სისწორეზე და ნამდვილობაზე პასუხს აგებს განმცხადებელი. განმცხადებლის მიერ არაზუსტი ინფორმაციის ან მონაცემების წარმოდგენის გამოვლენა წარმოადგენს კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს და განმცხადებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს მის მიერ ამ გარემოებების გამოვლენამდე მიღებული კომპენსაციის ოდენობის თანხა. განმცხადებელი --------------------------------------- (სახელი, გვარი) ------------------------------------- (ხელმოწერა) -------------------------------- (თარიღი) დანართი N2 შემოწმების ოქმი N--- ---------------------------------                                                                                   -------------------------           (ოქმის შედგენის ადგილი)                                                                                         (თარიღი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შემოწმების საფუძველი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შემოწმების მიზანი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შემოწმების ადგილი) შემოწმების განმახორციელებელი პირები (სახელი, გვარი, თანამდებობა): ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შემოწმების შედეგები: 1.       საცხოვრებელი ფართის დახასიათება (ფართობი, ოთახების რაოდენობა, მდგომარეობა და სხვა) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2.       ოჯახის წევრების რაოდენობა (მათ შორის, ადგილზე შემოწმებისას რამდენი იყო) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3.       განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4.       შემოწმებისას განხორციელებული მოქმედებები (ფოტოგადაღება და სხვა) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- 5.       შემოწმებისას გამოვლენილი სხვა გარემოებები და სხვა შენიშვნები -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6.       ოქმის დანართი: ----------------------------------------------------------------------------------------- შემოწმების განმახორციელებელი პირების ხემოწერები: --------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------- განმცხადებლის ან შემოწმებაზე დამსწრე ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის ხელმოწერა -------------------------------------- (სახელი, გვარი)