სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - სოფელი ფოკის საჯარო სკოლის  2015  წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და  ამავე  კოდექსის  III  თავით  დადგენილი  მოთხოვნების  შესრულებისა  და  საჯარო  ინფორმაციის  გაცემა/ არგაცემის  სტატისტიკასთან  დაკავშირებით,  წარმოგიდგენთ სსიპ  სოფელ  ფოკის  საჯარო სკოლის  2015 წლის  ანგარიშს:

ა) სკოლაში  სულ  10  მოთხოვნა  შემოვიდა  საჯარო  ინფორმაციის  გაცემის  მოთხოვნის  თაობაზე. საჯარო  ინფორმაციაში  შესწორების  თაობაზე  სკოლაში  მოთხოვნა  არ შემოსულა. სკოლის  მიერ  საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  უარის  თაობაზე  გადაწყვეტილება  არ  ყოფილა  მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა  10 მოთხოვნა  საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  და  არ  ყოფილა  მიღებული  არცერთი  გადაწყვეტილება  მოთხოვნის  დაკმაყოფილებაზე  უარის თქმის  შესახებ.

გ) საჯარო  მონაცემთა  ბაზების  თაობაზე  მოთხოვნა  არ შემოსულა , საჯარო  დაწესებულების  მიერ  პერსონალური  მონაცემების  შეგროვების,  დამუშავების, შენახვის  თაობაზე  მოთხოვნა  არ  შემოსულა, პერსონალური  მონაცემების  სხვისთვის  გადაცემის  თაობაზე  მოთხოვნა  არ  შემოსულა.

დ) 2015  წლის  საანგარიშო  პერიოდში  სკოლაში  დასაქმებულთა  მიერ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით  დადგენილი  მოთხოვნები  არ  დარღვეულა  და  პასუხისმგებელ  პირებზე  შესაბამისი  დისციპლინური  სახდელი არ  დადებულა.

ე) სკოლას  საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  უარი  არ  უთქვამს,  შესაბამისად  არ  გამოუყენებია  მოქმედი  საკანონმდებლო  აქტები.

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“  პუნქტის  მოთხოვნასთან  დაკავშირებით  მოგახსენებთ,  რომ  სკოლის  ინფორმაციის  დამუშავებისა  და  გაცემის  შესახებ  მიღებული  გადაწყვეტილება  არ  გასაჩივრებულა.

სკოლის  მიერ  ინფორმაციის  გაცემაზე  უარის  თქმის  შესახებ  გადაწყვეტილება  არ  მიღებულა. აქედან  გამომდინარე , არ გვაქვს  ინფორმაცია გასაჩივრებასთან  დაკავშირებული  ხარჯების  და  მათ  შორის  მხარის  სასარგებლოდ  გადახდილი  თანხების  თაობაზე.

 

ამასთან ,  სკოლის  2015  წლის  წლიურ  ანგარიშს  წარმოგიდგენთ  ცხრილის  ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა  საჯარო  ინფორმაციის  გაცემის  თაობაზე

 

10

საჯარო  ინფორმაციაში შესწორების  შეტანის  თაობაზე  მოთხოვნა

 

0

საჯარო  ინფორმაციის  მოთხოვნაზე  უარის  თქმის  თაობაზე  მიღებული  გადაწყვეტილება

 

0

საჯარო  მონაცემთა  ბაზის  თაობაზე  მოთხოვნა

 

0

პერსონალური  მონაცემების  შეგროვების,  დამუშავებისა  და  შენახვის  თაობაზე  მოთხოვნა

 

0

მოთხოვნა  პერსონალური  მონაცემების  შემცველი  ინფორმაციის  სხვისთვის  გადაცემის  თაობაზე

 

0

საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  უარის  თქმის  შესახებ  მიღებული  გადაწყვეტილების  გასაჩივრების  შესახებ

 

0

დაწესებულების  მიერ  ინფორმაციის  დამუშავებისა  და  გაცემასთან,  აგრეთვე  ინფორმაციის  გაცემაზე  უარის  თქმის  შესახებ  მიღებული  გადაწყვეტილების  გასაჩივრებასთან  დაკავშირებული  ხარჯების,  მათ  შორის  მხარის  სასარგებლოდ  გადახდილი  თანხმების  შესახებ

 

0

 

სსიპ  - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის

სოფელ  ფოკის საჯარო

სკოლის დირექტორი                                                                                                     სააკ მადოიან