ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33-130
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,272 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 „ქ. თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლა“  (ს/კ  202056611)
2 „ქ. თბილისის მერიის სოლიკოვ ირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 211351918 )
3 „ქ. თბილისის მერიის №21 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ206274841 )
4 „ქ. თბილისის მერიის №23 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ206070794 )
5 „ქ.თბილისის მერიის N24- ხელოვნების სკოლა“ (ს/კ209468002 )
6 „ქ. თბილისის მერიის №30 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ202935315 )
7 „ქ. თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია“ (ს/კ 211351428)
8 „ქ. თბილისის მერიის ალ.მაჭავარიანის სახელობის სკოლა. N26-ეხელოვნებისსკოლა’’ (ს/კ209467977)
9 „ქ. თბილისის მერიისა. მიზანდარის სახელობის №1 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 203860795)
10 „ქ. თბილისის მერიისა. ნიჟარაძის სახ. N27-ე ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ209467860)
11 „ქ. თბილისის მერიის არჩილ ჩიმაკაძის სახელობის N3 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ206075085)
12 „ქ. თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის N10 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 206075067)
13 „ქ.თბილისის მერიის გ.ცაბაძის სახ. N25 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ  209467968)
14 „ქ. თბილისის მერიის დავით ანდღულაძის სახელობის №14 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 202053295)
15 „ქ. თბილისის მერიის დავით თორაძის სახელობის №22 ხელოვნების სკოლა’’  (ს/კ 204400647)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33-130 2015 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარებისქვეპროგრამების განხორციელების წესი” (დანართი №1); ბ) “100  წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №2); გ) „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №3); დ) „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების და სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების ქვეპროგრამების განხორციელების წესი” (დანართი №4); ე)„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსების ქვეპროგრამის“ უფასო სწავლება მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში” და უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში” კომპონენტების განხორციელების წესი”(დანართი №5). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი №1 სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე  ერთჯერადი დახმარების და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების ქვეპროგრამების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე  ერთჯერადი დახმარების“(კოდი: 06 02 25) და „სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ (კოდი: 06 02 03) ქვეპროგრამების განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე  ერთჯერადი დახმარების“ და „სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა 1. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქ. თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. 2. ქვეპროგრამის მოსარგებლე, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად,მოიპოვებს უფლებას მიიღოს შემდეგი ოდენობის ფულადი დახმარება: ა)ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 25) ფარგლებში, ყოველი ახალშობილის დაბადებისას - 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადი დახმარების სახით. ბ) ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 03) ფარგლებში,მე-3 და შემდეგი ახალშობილის შეძენისას, ერთჯერადი დახმარების სახით: ბ.ა) 800 ლარი - მე-3 ახალშობილზე; ბ.ბ) 1000 ლარი - მე-4 ახალშობლზე; ბ.გ) 1500 ლარი - მე-5 და შემდეგ ახალშობილზე. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამაში ჩართვა 1. ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 25) ფარგლებში, ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება: ა) ბავშვის დაბადების წლის განმავლობაშიან მომდევნო წლის 1 აპრილამდე -„სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის წინა თვის მდგომარეობის ამსახველი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ საფუძველზე. ბავშვი, დაბადების თვისათვის უნდა ფიქსირდებოდეს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვა, სავალდებულო არ არის. ბ) ბავშვის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 10 მარტამდე წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე თუ ბავშვის მშობელი ბავშვის დაბადების თვისათვის ფიქსირდება ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახში. ბავშვი, დაბადების თვისათვის უნდა ფიქსირდებოდეს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“.  განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2.ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 03) ფარგლებში ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება ბავშვის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 10 მარტამდე წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე თუ ბავშვების მშობელი ბავშვის დაბადების თვისათვის ფიქსირდება ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახში. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შვილების დაბადების მოწმობების ასლები (რითაც დადასტურდება ერთ-ერთი მშობელისადმი მესამე ან მომდევნო ბავშვის შეძენის ფაქტი). 3. თუ ოჯახმა ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიიღო ფულადი დახმარება, მაშინ იგი ასევე მიიღებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ დახმარებასაც. 4. ფულადი დახმარება ირიცხება იმ პირზე, რომელიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებულია, როგორც „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი“. ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვროს  ოჯახის უხუცესი წევრი  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარგებლის მომართვის შემთხვევაში თანხის  მიმღები პირი შესაძლებელია იყოს ახალშობილის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ფულადი დახმარების დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკში,დახმარების მიმღები პირის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 4🔗. ანგარიშგება 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ახორციელებს ამ წესით განსაზღვრული ფულადი დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) რეესტრის მომზადებას. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი,დახმარების მიმღები პირების (ბენეფიციარების) რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი  თანხების ჩარიცხვას დახმარების მიმღები პირის ანგარიშზე. დანართი №2 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“(კოდი: 06 02 05) ქვეპროგრამის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის  პირები, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული 100 წლის და მეტი ასაკის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი თბილისი. 2. ფულადი დახმარება განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამაში ჩართვა 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება გაიცემა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მოსარგებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი. იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ბ) მოსარგებლის საბანკო რეკვიზიტები. 2. ფულადი დახმარების დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები პირის (ბენეფიციარის) პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 4🔗. ანგარიშგება 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ახორციელებს ამ წესით განსაზღვრული ფულადი დახმარების მიმღებთა რეესტრის მომზადებას,ამავე თვის 10 რიცხვამდე სამსახურში შემოსული განცხადებების საფუძველზე. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, დახმარების მიმღები პირების რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი  თანხების ჩარიცხვას დახმარების მიმღები პირის ანგარიშზე. დანართი №3 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ ქვეპროგრამის (06 02 02 პუნქტი) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000–ს და აღნიშნული ბაზის მიხედვით ოჯახში ფიქსირდება 3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებია ოჯახი. ყოველ 18 წლამდე  ბავშვზე, ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 50 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამაში ჩართვა 1. ოჯახი, კონკრეტულ თვეში თანხის მიღების უფლებას მოიპოვებს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობას სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის წინა თვის მდგომარეობის ამსახველი  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით და თუ ამავდროულად ფულადი დახმარების გადარიცხვის მომენტისათვის, ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის, მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ფიქსირდება ინფორმაცია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელზე არსებული აქტიური (გატანილი) საბანკო ბარათის შესახებ. 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ირიცხება მომსახურე ბანკის საშუალებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის“  პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 4🔗. ანგარიშგება 1.ქვეპროგრამის განმახორციელებელი, ყოველი თვის 10 რიცხვამდე ახორციელებს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის წინა თვის მდგომარეობის ამსახველი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, ქვეპროგრამის მოსარგებლე ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენლების  სიის ფორმირებას და აღნიშნული სიის მომსახურე ბანკისათვის გაგზავნას, ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის  საბანკო ანგარიშების გასახსნელად და მათი აქტიური (გატანილი) ბარათების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე, ადგენს „ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთა“ რეესტრს. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, დახმარების მიმღები პირების რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი  თანხების ჩარიცხვას „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის“  პირად საბანკო ანგარიშზე. დანართი №4 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების  და სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების ქვეპროგრამების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელების პირობებს და პროცედურებს: ა) „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (კოდი 06 02 22)“; ბ) „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება (კოდი 06 02 24)“. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“  და „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ ქვეპროგრამებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური(შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა 1. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და ოჯახში ფიქსირდება: ა) ამ წესის პირველი მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამისათვის–18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ბ) ამ წესის პირველი მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამისათვის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირი. 2. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული ქვეპროგრამების ფარგლებში გაიცემა შემდეგი ფულადი დახმარება:  ა) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში - ჯამურად წელიწადში  800 ლარი. ფულადი დახმარება გაიცემა ორ ნაწილად, მაისში და დეკემბერში,თითოეულ თვეში 400 ლარის ოდენობით;  ბ) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში - ჯამურადწელიწადში   900 ლარი. ფულადი დახმარება გაიცემა სამ ნაწილად, მაისში, აგვისტოში და დეკემბერში, თითოეულ თვეში 300 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამაში ჩართვა 1. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული ქვეპროგრამების ფარგლებში, ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის თვის წინა თვის მდგომარეობის ამსახველ  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ პირის რეგისტრაციის საფუძველზე. 2. ამ წესის მე-2 მუხლის, მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვროს პირი, რომელიც  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ დაფიქსირებულია, როგორც „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი“. ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვროს  ოჯახის უხუცესი წევრი  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით. ბენეფიციარის მომართვის შემთხვევაში თანხის  მიმღები პირი შესაძლებელია იყოს 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. 3. ამ წესის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ფულადი დახმარება გადაირიცხება უსინათლო პირის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 4🔗. ანგარიშგება 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილების ფარგლებში თანხის გაცემის თვის 15 რიცხვამდე ახორციელებს ამ წესით განსაზღვრული ფულადი დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში - ბენეფიციართა) რეესტრის ფორმირებას.     2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, დახმარების მიმღები პირების (ბენეფიციარები) რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი  თანხების ჩარიცხვას დახმარების მიმღები პირის ანგარიშზე. დანართი №5 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსების ქვეპროგრამის „უფასო სწავლება მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ კომპონენტების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსების“ (კოდი: 06 02 06) ქვეპროგრამის შემდეგი კომპონენტების განხორციელების პირობებსა და პროცედურებს (შემდგომში - ქვეპროგრამა):  ა)„სწავლების ღირებულების ანაზღაურება - უფასო სწავლება მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“; ბ)„სწავლის ღირებულების ანაზღაურება - უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსების“ქვეპროგრამის„სწავლების ღირებულების ანაზღაურება - უფასო სწავლება მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ და „სწავლის ღირებულების ანაზღაურება - უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ კომპონენტებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქ. თბილისში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000–ს. 2. ქვეპროგრამების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის“და ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით დაფუძნებული ხელოვნების სკოლების მიერ კონკრეტულ წრეზე გაკვეთილების ჩატარება ხორციელდება მათი სასწავლო გეგმის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ამ წესის პირველიმუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეპროგრამით, ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ სწავლების ღირებულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა“ და ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში“ (შემდგომში - ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებელი). 2. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეპროგრამით, ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ სწავლების ღირებულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით დაფუძნებულამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ ხელოვნების სკოლებში (შემდგომში - ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელი). მუხლი 4🔗. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში 1. ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ შეღავათს მიიღებენ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული, მომსახურების გაწევის თვის წინა თვის მდგომარეობის ამსახველ  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, არაუმეტეს, 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში დაფიქსირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები. 2. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვროს შემდეგი ლიმიტები: ა) ა(ა)იპ„ ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ -თვეში 1740 პირის ოდენობით; ბ)  ა(ა)იპ „ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ - თვეში 291 პირის ოდენობით. 3. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვროს ლიმიტი თვეში 2633 პირის ოდენობით, ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად. 4. ქვეპროგრამის კომპონენტში ჩასართავად მოსარგებლე პირი (უფლებამოსილი წარმომადგენელი) მიმართავს ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელს და აცხადებს თანხმობას ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი წესით.  5. მოსარგებლე პირს უფლება აქვს ერთდროულად მიიღოს ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორივე  ქვეპროგრამით გათვალისწინებული შეღავათი, მაგრამ თითოეული ქვეპროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთ წრეზე. მუხლი 5🔗. ანგარიშგება 1. თვეში ერთ მოსარგებლე პირზე (მოსწავლეზე) დაფინანსების ოდენობა შეადგენს: ა) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ„ ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის“არაუმეტეს, 30 ლარი; ბ) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში  ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის”: ბ.ა) მხატვრული კითხვა-არაუმეტეს, 25 ლარი; ბ.ბ) ფოლკლორული სტუდია, ვოკალი, მუსიკალური ჯგუფები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება-არაუმეტეს, 30 ლარი; ბ.გ) გიტარის შემსწავლელი წრე, ჭადრაკი, სპორტული კაბინეტი-არაუმეტეს, 40 ლარი; ბ.დ) ქორეოგრაფიული სტუდია არაუმეტეს, 50 ლარი. გ) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს, 40 ლარი. 2. ანგარიშგებისას, თვეში გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ სწავლების (მომსახურების გაწევის) თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარდგენილი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს  დამადასტურებელი დოკუმენტი  და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ბენეფიციართა რეესტრი. მუხლი 6🔗. ბენეფიციარისათვის მომსახურების მიწოდების შემოწმება 1. ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. შემოწმებისას ხდება ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის წარმომადგენლის (შემდგომში - შემმოწმებელი) ვიზიტი. შემოწმებისას ხდება შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, მშობელთან/პირის კანონიერ წარმომადგენელთან და პერსონალთან გასაუბრება. 2. შემოწმებისას,შემმოწმებლის მიერ უნდა შედგეს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემოწმების აქტი. შემოწმების დასრულებისას შემოწმების აქტს ხელს აწერს შემმოწმებელი და ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს შემოწმების აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. 3. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი. 4. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით. მუხლი 7🔗. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება  1. ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების გზით. საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირებისას ხდება: ა) ბენეფიციარის იდენტიფიცირება;  ბ) შესრულებულისამუშაოს  დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;  გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები ბენეფიციარებისათვი მომსახურების მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. 3. სრულყოფილად წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებზე ფორმდება დოკუმენტების პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) ქვეპროგრამის დასახელება; გ) საანგარიშგებო თვე; დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით; ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით; ვ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ზ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 4. ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული დოკუმენტების მიღებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენა თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, იმავე სამუშაო დღეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში ასატვირთად.  5. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 8🔗. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება  1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:  ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;  ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს; ბ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს; გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებული სამუშაო. 3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება  ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი,2 ეგზემპლარად. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. მუხლი 9🔗. ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებლები № არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მოსწავლეთა თვიური ლიმიტი 1  „ქ. თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლა“  (ს/კ  202056611) 42 2 „ქ. თბილისის მერიის სოლიკოვ ირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა“ (ს/კ 211351918 ) 152 3 „ქ. თბილისის მერიის №21 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ206274841 ) 52 4 „ქ. თბილისის მერიის №23 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ206070794 ) 31 5 „ქ.თბილისის მერიის N24- ხელოვნების სკოლა“ (ს/კ209468002 )  42 6 „ქ. თბილისის მერიის №30 ხელოვნების სკოლა“ (ს/კ202935315 ) 78 7 „ქ. თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია“ (ს/კ 211351428) 49 8 „ქ. თბილისის მერიის ალ.მაჭავარიანის სახელობის სკოლა. N26-ეხელოვნებისსკოლა’’ (ს/კ209467977) 162 9 „ქ. თბილისის მერიისა. მიზანდარის სახელობის №1 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 203860795) 44 10 „ქ. თბილისის მერიისა. ნიჟარაძის სახ. N27-ე ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ209467860)  151 11 „ქ. თბილისის მერიის არჩილ ჩიმაკაძის სახელობის N3 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ206075085) 84 12 „ქ. თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის N10 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 206075067) 65 13 „ქ.თბილისის მერიის გ.ცაბაძის სახ. N25 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ  209467968) 57 14 „ქ. თბილისის მერიის დავით ანდღულაძის სახელობის №14 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 202053295) 99 15 „ქ. თბილისის მერიის დავით თორაძის სახელობის №22 ხელოვნების სკოლა’’  (ს/კ 204400647)  55 16 „ქ. თბილისის მერიის ვიქტორ დოლიძის სახ. №15-ე ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ  209467897)  243 17 „ქ. თბილისის მერიის ზაჰესის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N5 ხელოვნების სკოლა’’  (ს/კ 236094141) 206 18 „ქ. თბილისის მერიის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის №28-ე ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 211351400)  8 19 „ქ. თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია’’ (ს/კ 202056899) 171 20 „ქ. თბილისის მერიის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის №7 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ  211347185) 29 21 „ქ. თბილისის მერიის მ. კოსტავას სახელობის №8 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 204911621) 39 22 „ქ. თბილისის მერიის მარინა კაშიძის სახელობის №17 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 208177284) 20 23 „ქ. თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის №6 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 202374037) 81 24 „ქ. თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის №19 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ  208144417) 159 25 „ქ. თბილისის მერიის პ. ამირანაშვილის სახ. მე-18 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ  200037548) 48 26 „ქ.თბილისის მერიის რევაზ ლაღიძის სახ. №4 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 200037147) 118 27 „ქ. თბილისის მერიის ს. ინაშვილის სახელობის №12 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 200037236)  51 28 „ქ. თბილისის მერიის სულხან ცინცაძის სახელობის №16 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 204900125) 15 29 „ქ. თბილისის მერიის ჰ.გონაშვილის სახელობის  N29 ხელოვნების სკოლა’’ (ს/კ 204904158) 36 30 „ხელოვნების სამხატვრო სკოლა აფხაზეთი №1’’  (ს/კ 200266023) 8 31 „ხელოვნების სკოლა "აფხაზეთი N1" (ს/კ 204557381)  151 32  „ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი N2’’ (ს/კ  200266041) 87 სულ 2 633