⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.03.2019)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდული პირის - ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2015
ძალის დაკარგვა 25.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №240
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016364
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,597 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2015 მიღება
25.03.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდული პირის - ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №240 2015 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის რეორგანიზაციისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №634 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული საშენი მეურნეობის თანდართული დებულება; მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის №156 ბრძანება; მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 4 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული საშენი მეურნეობა (შემდგომში – მეურნეობა) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს  კონტროლით  დამოუკიდებლად  ახორციელებს  თავის  საქმიანობას. 2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მეურნეობას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს  მოსარჩელედ ან  მოპასუხედ. 3. მეურნეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულებით განსაზღვრული  წესით. 4. მეურნეობას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ლოგო, ასევე საბანკო ანგარიშები, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი  სხვა  ატრიბუტები. 5. მეურნეობის იურიდიული მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სართიჭალა. მუხლი 2🔗.  მეურნეობის  მიზნები მეურნეობის მიზნებია: ა) ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის, მათ შორის, იშვიათი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებისა და გამრავლებისათვის ხელის შეწყობა; ბ) მცენარეული საფარის, ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის სახეობების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობების მოპოვება, მოშენება, მოვლა და ამ მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მომსახურებების გაწევა; გ) დეკორატიული და კულტურული  სახეობების ხე-მცენარეთა სათესი და სარგავი მასალის გამოყვანა და გამრავლება ურბანული გამწვანების ხელშეწყობის მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის კულტურებისა და ქარსაფარი ზოლების გაშენება. მუხლი 3🔗. მეურნეობის  ფუნქციები და ამოცანები მეურნეობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა)კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივ გარემოში გაშენების ან რეალიზაციის მიზნით ტყის სახეობების, მათ შორის „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობების, ასევე ხე-მცენარეთა დეკორატიული და კულტურული სახეობების სარგავი მასალის გამოყვანა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ველური ფაუნის ადგილობრივ სახეობათა სადედე ეგზემპლიარებისა და სხვა მოსაშენებელი მასალის მოპოვება, შეძენა და მოშენება როგორც ბუნებრივ გარემოში გაშვების, ასევე რეალიზაციის მიზნით; გ) სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ შემუშავებული ტყის გაშენების პროექტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად გამოყოფილი ტერიტორიების გაწმენდის, შეღობვის, დარგვისა და მოვლის, ასევე ფაუნის ადგილობრივ სახეობათა რეინტროდუქციის  სამუშაოების განხორციელება; დ) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო მიზნებისათვის, ასევე  სამინისტროს  მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებისათვის, მინისტრის დავალებით, მეურნეობის ნაწარმი პროდუქციის  უსასყიდლოდ გაცემად მასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების განხორციელება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური და იურიდიულ პირებისთვის  ფასიანი  მომსახურების  გაწევა; ვ) ადგილობრივი ფლორის იშვიათი სახეობების გავრცელების მიზნით სარეალიზაციო პუნქტების მოწყობა, მეურნეობის ნაწარმი პროდუქციის საცალო და საბითუმო რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ხე-მცენარეთა სამყნობი საძირეების გამოყვანა, მყნობა, დარგვა და  რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მარცვლეული და ბოსტნეული პროდუქციის მოყვანა ადგილობრივი ფაუნის მოშენებისა და ზრდის საჭიროებებისთვის; ი) სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების  შესწავლა, მოპოვება, მისგან მიღებული სათესი და სარგავი მასალების გამოყენება საკუთარი საჭიროებისთვის ან/და რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) კომპეტენციის ფარგლებში რულონური გაზონის (ბალახის საფარის) დეკორატიული კულტურის წარმოება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. მეურნეობის  მართვა 1. მეურნეობას ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. მეურნეობის დირექტორი: ა) მოქმედებს მეურნეობის სახელით, დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს მეურნეობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მეურნეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად  მეურნეობის  ყველა  თანამშრომლისათვის; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს  მეურნეობის  თანამშრომლებს; დ) განკარგავს მეურნეობის  შემოსავლებს; ე) პერსონალურად აგებს პასუხს მეურნეობის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების  მიზნობრივად  და  სწორად ხარჯვაზე; ვ) უფლებამოსილია ბრძანების საფუძველზე განსაზღვროს მეურნეობის საკუთრებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირები; ზ) ამტკიცებს  მეურნეობის  შინაგანაწესს; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მეურნეობის თანამშრომელთა წახალისებას, დადგენილი წესით, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, ასევე განსაზღვრავს დანამატის ოდენობას; ი) წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს მეურნეობის  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დირექტორს ჰყავს  ერთი მოადგილე, რომელსაც მინისტრთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეურნეობის დირექტორი. 4. მეურნეობის დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს ადგილობრივი ფაუნის მოშენებისა და უზრუნველყოფის შტატგარეშე მუშა-მოსამსახურეთა ჯგუფს; 5. მეურნეობის დირექტორის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში,  დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს მეურნეობის დირექტორის მოადგილე. 6. მეურნეობაში საშტატო ნუსხის შესაბამისად განისაზღვრება მეურნეობის „მთავარი ინსპექტორი“. მთავარი ინსპექტორის უფლებამოვალეობები განისაზღვრება მეურნეობის დირექტორის ბრძანებით. მუხლი 5🔗. მეურნეობის სტრუქტურა და მისი  ფუნქციები 1. მეურნეობის სტრუქტურული  ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული  სამსახური; ბ) სატყეო მეურნეობისა და ტექნოლოგიების სამსახური; 2. მეურნეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფს - სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეურნეობის დირექტორი. 3. მეურნეობის სტრუქტურული ქვედანაყოფის - სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეურნეობის დირექტორი. სამსახურის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში. 4. ადმინისტრაციული  სამსახურის  ფუნქციებია: ა) მეურნეობის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დადგენილი წესით სამინისტროში წარდგენა; ბ) მეურნეობის   თანამშრომელთა  შრომის   ანაზღაურების ორგანიზება; გ) მეურნეობის  საბუღალტრო  საქმიანობის  წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) მეურნეობის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების,  ვალდებულებებისა  და  კაპიტალის  აღრიცხვა-ანგარიშგების  წარმოება; ე) მეურნეობის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად მეურნეობის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადება; ზ) წლიური კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა; თ) მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი  ღონისძიებების  განხორციელება; ი) მეურნეობის არაფინანსური აქტივების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე  კონტროლის  უზრუნველყოფა. მეურნეობის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული  სათანადო ღონისძიებების  განხორციელება; კ) საზოგადოებასთან  ურთიერთობის  კოორდინაცია  და  ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში  ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო  და სხვა  ორგანიზაციებთან  მეურნეობის  ურთიერთობის კოორდინაცია; მ) მეურნეობის საქმისწარმოების განხორციელება, მეურნეობის საერთო საქმისწარმოების ორგანიზება, კონტროლი  და  კოორდინაცია; ნ) მეურნეობის საკადრო საკითხების განხორციელება, ამ მიზნით ასევე მეურნეობის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების  მომზადება; ო) მეურნეობის  დირექტორის  სამართლებრივი  აქტების  დადგენილი  წესით  რეგისტრაცია; პ) კომპეტენციის ფარგლებში მეურნეობის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  პროექტის მომზადება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა და/ან განხილვაში მონაწილეობა; რ) მეურნეობის წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა ორგანოებში; ს) მეურნეობის დირექტორის  დავალებებისა და კანონმდებლობით   განსაზღვრული   სხვა   უფლებამოსილების  განხორციელება. 5. სატყეო მეურნეობისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებია: ა) აგროვადებში საგაზაფხულო და საშემოდგომო ნათესებისათვის მიწის ფართობის მომზადება; ბ) კონტეინერული მეთოდით ნერგების მოყვანისთვის საჭირო მასალების (ტორფი, სასუქი, აგროპერლიტი, ჰერბიციდი, ქიმიკატი, მდინარის ლამი და ა.შ.) შეძენა და სათესი სუბსტრატის წარმოება; გ) აგროვადებში სათესი მასალის დამზადება და შესყიდვა როგორც საკუთარი საჭიროებისათვის, ასევე მისირეალიზაციის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) დამზადებული ან შეძენილი სათესლე მასალის გადამუშავება, მისი დათესვა კონტეინერში და ღია გრუნტში, ასევე დაყვანა ხანგრძლივი შენახვისა და სარეალიზაციო კონდიციებამდე; ე) საქართველოს წითელი ნუსხისა და სხვა სახეობათა ხე-მცენარეების თესლის ბანკის წარმოება; ვ) სანერგე სკოლებისა და დასაკალმებელი პლანტაციების გაშენება; ზ)კომპეტენციის ფარგლებში რულონური გაზონის წარმოების, მოვლის და გამოყენების ორგანიზება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვისა და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მწვანე ინფრასტრუქტურის განაშენიანების დაგეგმვა და მოწყობა; ი) საქართველოს ტერიტორიაზე ველური ფაუნის სახეობების ინდივიდების, მათი გასამრავლებელი მასალის  მოპოვება და შეძენა-მოშენების და გამრავლების მიზნით; კ) ადგილობრივი ფაუნის საშენ-საინკუბაციო და სავოლიერე მეურნეობის მოწყობა; ლ) ფაუნის საშენ-საინკუბაციო და სავოლიერე მეურნეობისთვის საკვების დამზადება; მ) უცხო ქვეყნიდან ველური ფაუნის ადგილობრივი სახეობების ეგზემპლარების შემოყვანის მიზნით წინადადების მომზადება; ნ) მეურნეობის ნაწარმი ადგილობრივი ფაუნის სახეობების ბუნებრივ გარემოში გაშვების მიზნით წინადადებების მომზადება და ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე რეალიზაციის ორგანიზება;  ო)მცენარეებსა და ცხოველებში დაავადების აღმოჩენისა და აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება, საჭირო ქიმიკატების, მედიკამენტებისა და ვაქცინების შეძენა; პ) გამხმარი, დაავადებული, გადაზრდილი და ა.შ. არალიკვიდური პროდუქციის ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ჟ) მეურნეობის დირექტორის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗. მეურნეობის  საქმიანობის  სახელმწიფო  კონტროლი 1. მეურნეობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მეურნეობის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. მეურნეობის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს სამინისტროს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. მეურნეობა ვალდებულია  შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს  სათანადო ინფორმაცია. მუხლი 7🔗. მეურნეობის  ფინანსები  და  ქონება 1. მეურნეობას დასახული მიზნებისა და თავისი ფუნქციების შესრულების განსახორციელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. მეურნეობის  დაფინანსების  წყაროა: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან  გამოყოფილი  მიზნობრივი  სახსრები; ბ) სახელმწიფო ან სხვა  შეკვეთის  ან  ხელშეკრულების  შესრულებით  მიღებული შემოსავლები; გ) მეურნეობის მიერ გამოყვანილი და მოშენებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები; დ) გრანტები; ე) საქართველოს  კანონმდებლობით  ნებადართული  სხვა  შემოსავლები; 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლინად ხმარდება მეურნეობის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება  აკრძალულია. მუხლი 8🔗. მეურნეობის  საბუღალტრო  აღრიცხვა  და  ანგარიშგება 1. მეურნეობა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. მეურნეობის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9🔗. მეურნეობის  რეორგანიზაცია და  ლიკვიდაცია 1. მეურნეობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესის  შესაბამისად. 2. მეურნეობის  ლიკვიდაციის  შედეგად   დარჩენილი  ქონება  გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.