სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატიტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიშს:
ა) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 37 განაცხადი, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოთხოვნა არ შემოსულა;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 37 მოთხოვნა;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადგილი არ ქონია;
ვ) რამდენადაც მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინფორმაციის დამუშავება –გაცემასთან და საჯარო ინფორმაციის გაცემის უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა, ამდენად არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.
გამგებელი გოჩა დგებუაძე