სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2015
ძალის დაკარგვა 10.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №666
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.019053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 137 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2015 მიღება
10.07.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №666 2015 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის (თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციით) განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების შესაბამისად.  მუხლი 2🔗 საბრძოლო მასალის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. მუხლი 3🔗 1.  საბრძოლო მასალის განკარგვის ინიცირების უფლება აქვს სახელმწიფო ორგანოს, რომლის ბალანსზეც ირიცხება საბრძოლო მასალა. 2. საბრძოლო მასალის განკარგვის ინიცირების საფუძველია უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობა. 3. საბრძოლო მასალის განკარგვა დასაშვებია საქართველოს მიერ, უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის სამართლებრივი დახმარების ფარგლებში,  თუ მას საბრძოლო მასალა ესაჭიროება საგამოძიებო მიზნებიდან გამომდინარე. 4.  საბრძოლო მასალა უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს გადაეცემა უსასყიდლოდ. მუხლი 4🔗 განკარგული საბრძოლო მასალის საქართველოდან ექსპორტი ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი