⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2017)
გაუქმებულია:

სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
matsne.gov.ge 4,182 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
01.01.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
გადაუდებელი აუცილებლობა - ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ
არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით ან, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველის ინტერესებს ან მის ქონებას
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა - ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები
განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი - „ტენდერი“)
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სს „საქართველოს რკინიგზისგან“  შესასყიდი, ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საქონელი და მომსახურება
2 ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) და მისგან გამომდინარე საექსპერტო, სატერმინალო, საკონსულტაციო, უსაფრთხოების  და ინფორმაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
3 ძირითადი საქმიანობიდან (სატრანსპორტო ექსპედიცია) გამომდინარე, სადგურებსა და ესტაკადებზე ვაგონ-ცისტერნების საჭიროებისამებრ გადაადგილების უზრუნველყოფის მომსახურება
4 საინფორმაციო, მარკეტინგული, საიმიჯო და სარეკლამო მომსახურება.
5 სურვეიერის მომსახურება.
6 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის სათადარიგო ნაწილები და მასალები
7 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის და მათი შემადგენელი კვანძების შეძენა, რემონტი, მოდერნიზაცია
8 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის საზეთ-საპოხი (საცხები) მასალები
9 სარკინიგზო ტექნიკური საშუალებების დიაგნოსტიკური მომსახურება
10 ლიანდაგის ზედნაშენი მასალა
11 სარკინიგზო ხელოვნური ნაგებობების, ლითონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და შეკეთება
12 რელსის სპეციფიკური საჭრელი დისკები და ბურღები
13 სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, დაპროექტება და ექსპერტიზა
14 ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურება
15 საინფორმაციო, მარკეტინგული, საიმიჯო და სარეკლამო მომსახურება.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №665 2015 წლის 30 დეკემბერი    ქ. თბილისი სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.  მუხლი 2🔗 დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს პერიოდი ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სს „საქართველოს რკინიგზის“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში - წესი) ადგენს ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია: ა) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; გ) შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა. 3. შესყიდვების განხორციელებისას, სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სს „საქართველოს რკინიგზის“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. სს „საქართველოს რკინიგზას“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ კომპანიებს და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ კომპანიებს უფლება აქვთ, ისარგებლონ კონსოლიდირებული ტენდერით, საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობების ფარგლებში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი - სს „საქართველოს რკინიგზა“ და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირები და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირები; ბ) შესყიდვა - შემსყიდველის სახსრებით, ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (დანართი შედგება 6 ნაწილისაგან, რომლებიც ცალ-ცალკე განსაზღვრავს იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს, რომელთა შესყიდვის უფლებამოსილება აქვს სს „საქართველოს რკინიგზას“, მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებს, ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად); გ) ერთ პირთან მოლაპარაკება - შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) გადაუდებელი აუცილებლობა - ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით ან, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველის ინტერესებს ან მის ქონებას; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში - სისტემა); ვ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა - ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი - „ტენდერი“); ზ) მონაწილეობის საკომისიო - ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული საკომისიო, რომელიც გადაიხდება შემსყიდველის ანგარიშზე; თ) პრეტენდენტი - პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, გადაიხადა მონაწილეობის საკომისიო; ი) მიმწოდებელი - პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად, გაფორმებულ იქნა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; კ) წინადადების ფასის კლების ბიჯი - შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან - 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში - ბიჯი); ლ) წინადადება - ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი; მ) ტექნიკური დოკუმენტაცია - პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ, განცხადებითა და დოკუმენტაციით; ნ) ელექტრონული ვაჭრობა - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც, პრეტენდენტს, სისტემის საშუალებით, შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით; ო) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები - შემსყიდველის მიერ დოკუმენტაციით დადგენილი, პრეტენდენტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან და სასამართლოდან წარსადგენი დოკუმენტები, ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, თუ ღირებულება ნაკლებია ან ტოლია 200 000 ლარისა (დღგ-ის გარეშე), საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოითხოვება. მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული დოკუმენტაციაში, ხოლო მათი რაოდენობა - შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით; პ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია - წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში - გარანტია); ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით - შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია; რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა - შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში; ს) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია - შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი; ტ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება - ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია კონკრეტული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესაბამის ველში; უ) მრავალწლიანი შესყიდვა - შესყიდვა, რომელიც გრძელდება 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეზე მეტი ვადით; ფ) კომისია - შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა,  ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება); ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე, შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ბიზნესგეგმის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება; გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, არა უგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, აცნობოს ეს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს. ამასთან, ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები. მუხლი 4🔗. შესყიდვების დაგეგმვა 1. შემსყიდველი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად. 2. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის გეგმაში. 3. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვევაში, თუ მისი დაფინანსება ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან, ხოლო მიწოდება ან/და ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში. 4. მრავალწლიანი შესყიდვების განხორციელების საკითხს შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე ითანხმებს სს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო. მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები 1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით. 2. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შემსყიდველის მიერ შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს: ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით; ბ) სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას; გ) კომპანიის ბიზნესინსტერესებიდან გამომდინარე, შესყიდვის მიზანშეწონილობის შემთხვევაში, თუ შესყიდვა ეხება მომსახურების სფეროს, სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. ამ წესის დანართით განსაზღვრული შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების მე-8, მე-9 და მე-11 პოზიციებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ დირექტორის გადაწყვეტილებით, ხოლო ხელშეკრულება გაფორმებულ უნდა იქნეს ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტთან. 4. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ახორციელებს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან/და კომისია. მუხლი 6🔗. კომისია 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი. 2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი. 3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. 6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე   მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. მუხლი 7🔗. კომისიის აპარატი 1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში - აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. აპარატის ფუნქციაა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციის და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა. 3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით. 4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო მრავალწლიანი შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში - ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში. მუხლი 8🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში - განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან. 2. განცხადების და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 დღის განმავლობაში, პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით, შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპით და ბიჯის გათვალისწინებით. 3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განცხადების ნომერი; ბ) შემსყიდველის დასახელება; გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში - დღგ) გათვალისწინებით, თუ - მის გარეშე;      ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; ი) ბიჯის ოდენობა. 4. განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე. 5. განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით. 6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში. 7. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, განცხადება და დოკუმენტაცია შესაძლოა, განთავსდეს დამატებით, რუსულ ენაზეც. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, დღგ-ის გარეშე, მათი რუსულ ენაზე განთავსება სავალდებულოა. მუხლი  9🔗.  შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში); დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); ე) კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ; ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე,  შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება. მუხლი 10🔗. წინადადების წარდგენა 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად,  პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე. 2. წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებას და დოკუმენტაციას. 3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია, მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიას და მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე - ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა. 5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი 1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. 3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია. 4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.). 5. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში: ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში, შესყიდვის ობიექტის აღწერისას, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: „მსგავსი“, „ეკვივალენტური,“ „ანალოგი“ და სხვა; ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მუხლი 12🔗. შერჩევა/შეფასება 1. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა. 3. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი. 4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომელიც შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.  იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე. 7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა. 8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. 9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით. 10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად,  მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. მუხლი 13🔗. დისკვალიფიკაცია 1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. 2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას; ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე; დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას, ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში; ე) თუ ის, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით; ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს. მუხლი 14🔗. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში წარდგენილი გარანტია და მონაწილეობის საკომისიო 1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. გარანტია შესაძლოა გაცემულ იქნეს როგორც საბანკო, ისე სადაზღვევო დაწესებულების მიერ. 2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს. 3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში. 4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ: ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე; ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას; გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო; დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე. 5. მონაწილეობის საკომისიოს ოდენობა შეადგენს 450 ლარს. 6. მონაწილეობის საკომისიო უკან დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველმა, ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის თაობაზე. მუხლი 15🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა 1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს. 3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად. 4. გარანტირების მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ: ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება. ასეთ შემთხვევაში, გარანტირების მექანიზმის გამოყენება აუცილებელია არანაკლებ წინასწარ გადასახდელი თანხის სრული ოდენობით; ბ) ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით. 5. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველს, ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე. 6. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 7. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.  დანართი სს „საქართველოს რკინიგზის“ და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირების (შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“, შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინი“, შპს „ჯორჯია ტრანზიტი“, შპს „ჯორჯიან ტრანზიტი“) და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ის (შპს „ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა“) მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი სს „საქართველოს რკინიგზა“ 1 სახანძრო მატარებლებისა და მისი აგრეგატების სათადარიგო ნაწილები და რემონტი/მოდერნიზაცია 2 აღმდგენი მატარებლებისა და რკინიგზაზე მოსიარულე ამწეების სათადარიგო ნაწილები და რემონტი 3 სარკინიგზო ავტომატრიცების, მანქანა-მექანიზმების, დრეზინების, სარკინიგზო ამწეებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა, რემონტი/მოდერნიზაცია 4 სარკინიგზო საკონტაქტო ქსელისა და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები და მათი ფუნდამენტები 5 სარკინიგზო საკონტაქტო ქსელის  ელექტროგადამცემი ხაზები, სამაგრი დეტალები, საკიდი კვანძები და დამჭერი კონსტრუქციები 6 სარკინიგზო ელექტროტექნიკური აპარატურა და მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, რემონტი  7 სარკინიგზო მზომი ხელსაწყოები   8 სარკინიგზო სპეციალური სამონტაჟო საშუალებები და მოწყობილობები  9 სარკინიგზო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სათადარიგო ნაწილები და მასალები 10 სარკინიგზო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების საკაბელო პროდუქცია 11 სამატარებლო და სამანევრო რადიოკავშირი, მისი  სათადარიგო ნაწილები და მასალები 12 სამატარებლო და საგადასასვლელო შუქნიშნები, მათი შემადგენელი ნაწილები 13 სარკინიგზო საისრო ამძრავები, გარნიტურა და მათი შემადგენელი ნაწილები 14 სარკინიგზო ელ. ცენტრალიზაციის და ბლოკირების საკაბელო ქუროები და ყუთები 15 სარკინიგზო დროსელტრანსფორმატორები ზღუდარებით და შემადგენელი ნაწილები 16 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის სათადარიგო ნაწილები და მასალები 17 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის და მათი შემადგენელი კვანძების შეძენა, რემონტი, მოდერნიზაცია 18 ტვირთის გადასაზიდი მოწყობილობების ან ტარის და მათი შემადგენელი ნაწილებისა და კვანძების შეძენა, რემონტი და მოდერნიზაცია 19 დიაგნოსტიკური და გამოსაცდელი მოწყობილობების, მათი სათადარიგო ნაწილებისა და კვანძების შეძენა, რემონტი და მოდერნიზაცია 20 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის საზეთ-საპოხი (საცხები) მასალები 21 მანქანა-მექანიზმებისა და დაზგა-დანადგარების, მათი ნაწილებისა და კვანძების დიაგნოსტიკა, რემონტი, მოდერნიზაცია და შეძენა 22 ტექნიკური საშუალებების რემონტი, მომსახურება და შეძენა და მათი განლაგებისათვის საჭირო საშუალებებისა და კომუნიკაციების მომზადება 23 სარკინიგზო ტექნიკური საშუალებების დიაგნოსტიკური მომსახურება 24 ვაგონ-ცისტერნების გარეცხვა-გაორთქვლა, დეგაზაცია 25 სარკინიგზო მოწყობილობების სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფა 26 ვაგონებისა და კონტეინერების  საკეტ-საპლომბი მოწყობილობები 27 ლიანდაგის ზედნაშენი მასალა 28 სარკინიგზო ხელოვნური ნაგებობების, ლითონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და შეკეთება 29 სალიანდაგო მანქანა-მექანიზმები, სათადარიგო ნაწილები და შეკეთება 30 უპირაპირო რელსების შედუღება და ლიანდაგში არსებული რელსებისა და ჯვარედინების აღდგენა 31 რელსის სპეციფიკური საჭრელი დისკები და ბურღები 32 სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, დაპროექტება და ექსპერტიზა 33 ლიანდაგმზომი ვაგონი, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 34 სარელსო დეფექტოსკოპია, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 35 სარკინიგზო ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის სპეციფიკური  მომსახურება 36 რკინიგზის ძირითად საქმიანობასთან ან ფასიანი ქაღალდების ან/და კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციებთან, თბილისის შემოვლითი რგინიგზის ან/და მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებული და მათგან გამომდინარე, საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურება 37 ფინანსური და სხვა რისკების ჰეჯირების მომსახურება 38 საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად აუდიტორული მომსახურება 39 პერსონალის სწავლებისა და ტრენინგების მომსახურება 40 საინფორმაციო, მარკეტინგული, საიმიჯო და სარეკლამო მომსახურება. შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ 1 რკინიგზის თბომავლის სათადარიგო ნაწილები და მასალები 2 რკინიგზის თბომავლის წყვილთვლების გაჩარხვა და მიმდინარე რემონტი 3 ტვირთის გადასაზიდი მოწყობილობების ან ტარის და მათი შემადგენელი ნაწილებისა და კვანძების შეძენა, რემონტი და მოდერნიზაცია 4 ვაგონისა და კონტეინერების საკეტ-საპლომბი მოწყობილობები 5 საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად აუდიტორული მომსახურება 6 მულტიმოდალური გადაზიდვების საინვენტარო პარკის შეძენა და რემონტი, პარკის საზღვაო რეგისტრში დარეგისტრირება, კონტეინერის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების მომსახურება 7 ტექნიკური საშუალებების მომსახურების შეძენა და მათი განლაგებისათვის საჭირო საშუალებებისა და კომუნიკაციების მომზადება 8 სარკინიგზო გადაზიდვების, სარკინიგზო სადგურებისა და ჩიხის მომსახურების შესყიდვა 9 საზღვაო ხაზებიდან სატერმინალო და სხვა მომსახურებების შესყიდვა 10 კონტეინერმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების შესყიდვა 11 საკონტეინერო და სავაგონო ტვირთების გადაზიდვებისათვის სხვადასხვა საექსპედიტორო მომსახურების შესყიდვა 12 საინფორმაციო, მარკეტინგული, საიმიჯო და სარეკლამო მომსახურება. შპს „ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა“ 1 სარკინიგზო საკონტაქტო ქსელის  ელექტროგადამცემი ხაზები, სამაგრი დეტალები, საკიდი კვანძები და დამჭერი კონსტრუქციები 2 სარკინიგზო მზომი ხელსაწყოები 3 სარკინიგზო სპეციალური სამონტაჟო საშუალებები და მოწყობილობები  4 სამატარებლო და სამანევრო რადიოკავშირი, მისი  სათადარიგო ნაწილები და მასალები 5 სარკინიგზო საისრო ამძრავები, გარნიტურა და მათი შემადგენელი ნაწილები 6 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის სათადარიგო ნაწილები და მასალები 7 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის და მათი შემადგენელი კვანძების შეძენა, რემონტი, მოდერნიზაცია 8 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის საზეთ-საპოხი (საცხები) მასალები 9 სარკინიგზო ტექნიკური საშუალებების დიაგნოსტიკური მომსახურება 10 ლიანდაგის ზედნაშენი მასალა 11 სარკინიგზო ხელოვნური ნაგებობების, ლითონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და შეკეთება 12 რელსის სპეციფიკური საჭრელი დისკები და ბურღები 13 სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, დაპროექტება და ექსპერტიზა 14 ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურება 15 საინფორმაციო, მარკეტინგული, საიმიჯო და სარეკლამო მომსახურება. შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინი“ 1 სს „საქართველოს რკინიგზისგან“  შესასყიდი, ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საქონელი და მომსახურება 2 ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) და მისგან გამომდინარე საექსპერტო, სატერმინალო, საკონსულტაციო, საპროექტო და ინფორმაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები 3 ძირითადი საქმიანობიდან (სატრანსპორტო ექსპედიცია) გამომდინარე, სადგურებსა და ესტაკადებზე ვაგონ-ცისტერნების საჭიროებისამებრ გადაადგილების მომსახურება, ჩიხის მომსახურება 4 საინფორმაციო, მარკეტინგული, საიმიჯო და სარეკლამო მომსახურება 5 სურვეიერის მომსახურება. შპს „ჯორჯია ტრანზიტი“ 1 სს „საქართველოს რკინიგზისგან“  შესასყიდი, ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საქონელი და მომსახურება 2 ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) და მისგან გამომდინარე, საექსპერტო, საკონსულტაციო, საპროექტო სარეკლამო/მარკეტინგული და ინფორმაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები 3 ძირითადი საქმიანობიდან (სატრანსპორტო ექსპედიცია) გამომდინარე, სადგურებსა და ესტაკადებზე ვაგონ-ცისტერნების საჭიროებისამებრ გადაადგილების უზრუნველყოფის მომსახურება 4 საინფორმაციო, მარკეტინგული, საიმიჯო და სარეკლამო მომსახურება. შპს „ჯორჯიან ტრანზიტი“ 1 სს „საქართველოს რკინიგზისგან“  შესასყიდი, ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საქონელი და მომსახურება 2 ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) და მისგან გამომდინარე საექსპერტო, სატერმინალო, საკონსულტაციო, უსაფრთხოების  და ინფორმაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები 3 ძირითადი საქმიანობიდან (სატრანსპორტო ექსპედიცია) გამომდინარე, სადგურებსა და ესტაკადებზე ვაგონ-ცისტერნების საჭიროებისამებრ გადაადგილების უზრუნველყოფის მომსახურება 4 საინფორმაციო, მარკეტინგული, საიმიჯო და სარეკლამო მომსახურება.