⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.05.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.01.2016
ძალის დაკარგვა 15.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.170.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 734 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.01.2016 მიღება
15.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2016 წლის 4 იანვარი ქ. ზუგდიდი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  88-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ქალაქ ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი (დანართი №1); ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია დანართი №1 ქალაქ ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის მერისა (შემდგომში ,,მერი“)  და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში. მუხლი 2🔗. მერისა და საკრებულოს  წევრის მიერ მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. მერი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან  მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული  შემთხვევებისა. 3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან/და მერიის ადმინისტრაციული სამსახური. 4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, ასევე საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს წევრებისთვის შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს  საჯარო ანგარიშების განხილვას. 2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. 3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.  მუხლი 4🔗. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. მერის და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან/და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 2. მერის და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.  მუხლი 5🔗. საჯარო შეხვედრების ორგანიზება 1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების  ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით. 2. მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები. 3. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი, დაწყების და დასრულების დრო, ადგილი, ოქმის ნომერი, დამსწრე მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ვინაობა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის  შესახებ ანგარიშის ფორმა საკრებულოს წევრის სახელი, გვარი    _________________________________________________ თანამდებობის დასახელება   _________________________________________________________ ფრაქციის დასახელება  ______________________________________________________________ კომისი(ებ)ის დასახელება  ___________________________________________________________ არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ____________________________________ საანგარიშო  პერიოდი  20 ___ წლის  _______  -დან  20 _____  წლის ___________ მდე. ანგარიშის ტიპი  (რიგითი, რიგგარეშე)  ________________________________________________ 1.    საანგარიშო  პერიოდში  განხორციელებული საქმიანობა: 1.სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა   __________     საკრებულოს   სხდომებზე  დასწრება  _____________ 2.სულ კომისიის სხდომების რაოდენობა  _____________  მ/შ  დროებითი კომისიების __________    კომისიის  სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ  დროებითი კომისიების _______________ 3.სულ ფრაქციების სხდომების  რაოდენობა  ___________     ფრაქციის  სხდომებზე დასწრება ___________________ 4. საკრებულოს წევრების მიერ  მხარდაჭერილი  მნიშვნელოვანი  საკითხები  ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ 5. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა  ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ 6. მოქალაქეებთან შეხვედრების  რაოდენობა _____________  და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა _____________ 7.  მოქალაქეებთან შეხვედრისას  გამოთქმული ძირითადი საკითხები ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ 8. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები) ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ II. საკრებულოს წევრის  მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა  საქმიანობა ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ შევსების  თარიღი  _________________ წარდგენის  თარიღი  _______________ ხელის  მოწერა  ____________________