საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

    მუხლი 1.

სახელმწიფო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმიანობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 2. (ამოღებულია)

საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996წ., გვ.20

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.421

    მუხლი 3.(ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №681-სსმI,  №2, 10.01.2005წ., მუხ.7

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.421

    მუხლი 4.

 საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა წარმომადგენლობითი თანხები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი5

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი სარ­გებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებუ­ლებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2488-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.427

    მუხლი 6. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.421

    მუხლი 7.

საზღვარგარეთ მივლინებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თავმჯდომარის მოადგილეებისა და სასამართლოს წევრების დღიური ნორმის დანამატი განისაზღვრება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 29 თებერვლის  კანონი №5782-სსმI, №2, 12.03.2008წ., მუხ.6

   მუხლი8

დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს წევრისათვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსი­ლების მთელი ვადის განმავლობაში.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2449-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.396

    მუხლი 9. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2449-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.396

 

     მუხლი 10.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 25 ივნისი.

№291IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996წ., გვ.20

2.საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №681-სსმI,  №2, 10.01.2005წ., მუხ.7

3.საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2449-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.396

4.საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.421

5.საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2488-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.427

6.საქართველოს 2008 წლის 29 თებერვლის  კანონი №5782-სსმI, №2, 12.03.2008წ., მუხ.6

7. ძალადაკარგულია-საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის ორგანული კანონი №2257, სსმI, №41, 08.12.2009წ., მუხ.300