ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.01.2016
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2016 წლის 4 იანვარი
ქ. გორი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის (დანართი თან ერთვის 15 ფურცლად) შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე
დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის (შემდგომში –
მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 1🔗.
ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი.
2. ონკოლოგიურმა (ონკოპათოლოგიურმა) პაციენტმა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 107-ე, 111-ე და 115-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით აღჭურვილმა მისმა წარმომადგენელმა, მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –
დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) ამ მუხლში აღნიშნული დაავადების მკურნალობის ფარგლებში გაეწევა შემდეგი სახის დახმარება:
ა) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ბ) ონკოლოგიური(ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება მერიის მხრიდან განისაზღვროს, ერთჯერადად სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗.
ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი.
2.დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3.დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
4.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება:
ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 ის ჩათვლით, დაფინანსება განესაზღვროს ერთჯერადად, 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა,სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება მერიის მხრიდან განესაზღვროს ერთჯერადად პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა „C ”ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდებათ 70%-ით, მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადაფინანსება განესაზღვროს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 30% -ით ან მკურნალობის მონიტორინგის კვლევები დაფინანსდეს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 50%-ით.
დ) მუნიციპალიტეტის მხრიდან, იმ მოქალაქეების თანადაფინანსება, რომელთაც „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდებათ 30%-ით, განესაზღვროს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 50%-ით.
ან მკურნალობის მონიტორინგის კვლევები დაფინანსდეს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 50%-ით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –
დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 4🔗.
უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1.მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:
ა) ქ. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) ქ. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ) ქ. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;
დ) ქ. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გულის იშემიური დაავადების მქონე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 65000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
ე) ქ. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შაქრიანი დიაბეტით, ტიპი II (ინსულინ-დამოუკიდებელი)ფორმით დაავადებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 65000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
ვ) ქ. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გლაუკომით დაავადებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 65000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით,ამ მუხლში აღნიშნული თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –
დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;
ე)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
1. II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში მოხდება ერთჯერადად, თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.დაფინანსებას მიიღებენ საცურაო აუზზე II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. თითო ბავშვს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი ა(ა)იპ – „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საცურაო აუზზე“ თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).
3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –
დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;
დ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მერი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია ა(ა)იპ – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საცურაო აუზისათვის გასწიოს შესაბამისი მომსახურება. ა(ა)იპ – ქალაქ „გორის მუნიციპალიტეტის მერიის საცურაო აუზი“ განცხადებით და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.) მიმართავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.
5.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამკურნალო სარეაბილიტაციო დახმარება
1. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე)დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში მოხდება:
ა) სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 (ხუთასი)ლარის ოდენობით.
ბ) საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითო ბავშვზე ქალაქ გორის საცურაო აუზზე სულ 12 პროცედურა;
გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად, 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
დ) ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს (18-წლის ზევით),სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –
დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე)დაბადების მოწმობის ასლი;
ვ)განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მერი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია ა(ა)იპ – – –
ქალაქ ,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის საცურაო აუზისათვის“ გასწიოს შესაბამისი მომსახურება. ა(ა)იპ – – „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საცურაო აუზი“ განცხადებით და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.) მიმართავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.
მუხლი 7🔗.
სტუდენტების დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით,ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:
ა) დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული
0-დან 65 000- ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
2. სტუდენტებმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის,თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1.ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა)ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ)ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ)ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ)ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:
ა)დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე)ინფორმაცია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან უპატრონო მიცვალებულის შესახებ;
ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. თანხა გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე .
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით დამკძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.
მუხლი 9🔗.
დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1.დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლის ჩათვლით პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
2.დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
3.დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
ხანძრებისა (გარდა განხრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ხანძრისა) და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება
1.ხანძრებისა(გარდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ხანძრისა) და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1750 (ერთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარისა.
2. მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ)ცნობა საქართველოს შსს/სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან.
ე) ინფორმაცია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
მუხლი 11🔗.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 (ორასი) ლარის სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი).
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი).
გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 200 (ორასი) ლარის ოდენობით “ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი).
3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას;
4.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
5.სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს მერიას.
მუხლი 12🔗.
ოთხი და მეტ შვილიანი ოჯახების დახმარება
1.ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი 0-დან 18-წლის ჩათვლით.
2.დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება
1 ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.
2.დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიში.
3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით
1.დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
2.დახმარების მიღებისთვის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა უნდა წარმოადგინოს :
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ)საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს გაცემული ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ.
დ) საბანკო ანგარიში.
3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 15🔗.
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების დახმარება
1.ამ მუხლით დახმარება გაეწევათ სიღარიბის ზღვარს მიღმა/ზღვარზე მყოფ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირებს (ბენეფიციარებს) გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ფულადი დახმარებით არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლით დახმარების მიმღებია:
ა)კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერი;
ბ)კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი არასაპენსიო ასაკის მქონე მარტოხელა ბენეფიციარი;
გ)კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი;
3. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მერიის ადმინისტრაციული საზღვრები.
გ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
დ) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
ე) მე-15-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისგან ბენეფიციარის ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ.
ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 16🔗.
მარტოხელა დედების დახმარება
1.გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფოლების მიზნით, ბენეფიციარებს ამ მუხლით დახმარება გაეწევათ,ფულადი დახმარებით არაუმეტეს 100(ასი) ლარის ოდენობით
2. ამ მუხლით დახმარების მიმღები შეძლება იყვნენ:
ა) სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
3. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ)საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მერიის ადმინისტრაციული საზღვრები.
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა- მარტოხელა დედობის შესახებ.
ე)შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 17🔗.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (ბენეფიციარებისათვის) გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით დახმარების გაწევა
1.გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით,ბენეფიციარებს ამ მუხლით დახმარება გაეწევათ,ფულადი დახმარებით არაუმეტეს 100(ასი) ლარის ოდენობით
2) მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე განცხადება;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ.
დ) პირადი ანგარიშის ნომერი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 18🔗.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე)ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში ყოველთვიური (3 თვე) ფულადი დახმარება 20 (ოცი) ლარის ოდენობით
დახმარება განხორციელდება სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 19🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების თანამონაწილეობის წილის დაფინანსება
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას, რომლებიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღებისას გადახდის უუნაროები არიან, სრულად უზრუნველყოფს ქ.გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სამუშაოების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
2. დახმარების მიმღებმა მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
დ) ამხანაგობის/კავშირის გადაწყვეტილება (კრების ოქმის ჩანაწერი) კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.
ე) ამხანაგობის მიერ დაფინანსებულ ჯამურ თანხაში განმცხადებლის წილობრივი თანხის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა ან ჩანაწერი კრების ოქმში).
3. ანაზღაურება მოხდება ამხანაგობის მიერ სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.
მუხლი 20🔗.
მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა
განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა დახმარება განხორციელდება ერთჯერადი ფულადი დახმარების ან საქონლის/მომსახურების გადაცემის გზით. ბენეფიციარების გამოვლენა, წარდგენა მოხდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, (ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებით )საკითხს იხილავს სამუშაო ჯგუფი, გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს. დახმარების მოცულობა არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს.
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 21🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნა, გაცემა და სამენეჯმენტო კონტროლი
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამენეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში –სამსახური).
2.სამსახური პასუხისმგებელია ასევე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3.სამსახური ამოწმებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს დასკვნას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარსადგენად მოხსენებითი ბარათის სახით, გარდა ამ წესის მე-10, მე-15 მე-16 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
4.ამ წესის მე-10, მე-15, მე-16 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას სამსახური მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.
5.სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ.
მუხლი 22🔗.
სამუშაო ჯგუფის უფლება-მოვალეობები
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-10, მე-15, მე-16 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
4.სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
5.სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 23🔗.
სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3.სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.
4.სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6.სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მერს.
მუხლი 24🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. ამ წესის მე-10 მე-15, მე-16 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 25🔗.
სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღებნი აჟარის, ახალგორის, ერედვის,ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.