აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/557
2015 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ (შემდგომში ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი“) 2015 წლის 2 დეკემბრის №3006-გ განცხადება ,,მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის" აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ ხორციელდება თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია -მოდერნიზაციის პროექტის მშენებლობა.
● პროექტის მოკლე აღწერილობა:
საქართველოს მთავრობამ თბილისი–რუსთავის გზის რეკონსტრუქცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს არსებული 17,1 კმ. სიგრძის, 2-ზოლიანი თბილისი–რუსთავის გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „I კატეგორიის“ ჩქაროსნულ 4 ზოლიან ავტომაგისტრალად, 120 კმ/სთ საერთო დაგეგმილი სიჩქარით.
სხვა პროექტებთან ერთად თბილისი-რუსთავის ურბანული გზის მოდერნიზაციის პროექტი (შემდგომში ,,პროექტი“) წარმოადგენს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ტრანშის 3 ნაწილს (SUTIP, შემდგომში ,,პროგრამა“). პროგრამა ფინანსდება ADB-ის მრავალტრანშიანი ფინანსური ინსტრუმენტის (MFF) მეშვეობით, ხოლო იმავე გზის წინა მონაკვეთები (მონაკვეთი 1,0 კმ.-დან 4.0 კმ-მდე და მონაკვეთი 3,10.5 კმ-დან 17.1 კმ-მდე) ფინანსდება MFF-ის ტრანშის 2 მეშვეობით. პროექტს ორი წამყვანი ასპექტი გააჩნია: 1) ადგილობრივი და ურბანული, რომელიც დაკავშირებულია ურბანული კავშირის გაუმჯობესებასთან თბილისსა და რუსთავს შორის; 2) საერთაშორისო - კავშირის გაუმჯობესება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის და შესაბამისად, კასპიის ზღვისა (ბაქო პორტი) და შავ ზღვას შორის (ფოთისა და ბათუმის პორტები).
თბილისის მოსახლეობა შედგება 1 მილიონი ადამიანისაგან. თბილისი ქვეყნის მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია. რუსთავი დედაქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთში მისგან 25 კმ. -ის მანძილზე მდებარეობს და ქვემო ქართლის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში რუსთავი მსხვილი სამრეწველო ცენტრი იყო. მაგრამ, ეს მნიშვნელობა დაკარგა ცენტრალური გეგმიური ეკონომიკის ნგრევის შემდეგ მეტალურგიული მრეწველობის მოშლის შედეგად. მისი ამჟამინდელი მოსახლეობა დაახლოებით 120.000 ადამიანია, ანუ სიდიდით მესამე ქალაქია საქართველოში. ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობის დაკარგვის შედეგად რუსთავი-თბილისის ფართო ურბანული ტერიტორიის ქალაქ - სატელიტად გადაიქცა და ბევრი რუსთაველი ყოველდღიურად დადის სამუშაოდ თბილისში. არსებული 2-ზოლიანი გზის (თითო ზოლი ორივე მიმართულებით) გამტარუნარიანობა არ არის საკმარისი პიკის საათებში ტრანსპორტის გასატარებლად. თბილისი-რუსთავი გზა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზაა ქვეყანაში. ბოლო დროინდელმა დაკვირვებამ (გამოთვლებმა) აჩვენა საშუალოდ დაახლოებით 18,000 მანქანა დღეში (2011წ.), რაც საკმაოდ აღემატება ორზოლიანი გზის შესაძლებლობას. ტრანსპორტის 95% შედგება მსუბუქი მანქანებისაგან (მანქანები და სამარშრუტო ტაქსები), რომლებიც ქალაქებს (თბილისი და რუსთავი) შორის მოძრაობენ და არა დიდ მანძილებზე. ამიტომ საქართველოს მთავრობამ ამ გზის განახლება გადაწყვიტა და პროექტზე პასუხისმგებლობა ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს“ დააკისრა.
თბილისი-რუსთავის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ჩქაროსნული გზის ნაწილს. თბილისი-რუსთავის მონაკვეთი სამი ნაწილისაგან შედგება:
●მონაკვეთი I – (კმ. 0 - კმ 4+000) გულისხმობს არსებული გზის გაფართოებას, განახლებას და მისი შედეგი ხასიათდება მიწის შესყიდვისა და განახლების (LARP) შედარებით დაბალი ზემოქმედებით. LARP - მომზადდა 2012 წელს და იგი მთავრობამ და ADB-მ დაამტკიცეს;
●მონაკვეთი II – (კმ 4+000 - კმ 10+800) ახალი ურბანული ტიპის გზაა. ამ მონაკვეთით გათვალისწინებულ არსებული გზის გაფართოებას ძლიერი ზემოქმედება ექნებოდა. ამიტომ უპირატესობა მიენიჭა ახალი გზის მშენებლობას. I და II მონაკვეთებისაგან განსახვავებით, მონაკვეთი II, რომელზეც ამ LARP - ში იქნება საუბარი, მნიშვნელოვან ფიზიკურ და ეკონომიკურ გადაადგილებას გამოიწვევს. იგი დაიყო A და B ნაწილებად;
●მონაკვეთი III (კმ 10+800 - კმ 17+400) ასევე გუსისხმობს არსებული გზის გაფართოებას და განახლებას. LARP - ის ზემოქმედება უმნიშვნელოა და იგი შეფასებულია მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმაში, რომელიც ასევე 2012 წელს მომზადდა და დამტკიცდა.
საერთო ჯამში, პროექტის (ნაწილი - B) ზემოქმედების არეალში განლაგებულია 84 მიწის ნაკვეთი, რაც საერთო ჯამში მოიცავს - 35.367 კვ.მ-ს. ეს ნაკვეთები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად: 1) 32 მიწის ნაკვეთი, რომელთა შესყიდვაც უნდა მოხდეს პროექტის განხორციელებისათვის და უნდა გაიცეს სათანადო კომპენსაცია; 2) 52 მიწის ნაკვეთი, რომელთა შესყიდვაც უნდა მოხდეს პროექტის განხორციელებისათვის, კომპენსაციის გარეშე (სახელმწიფო საკუთრება).
ზემოაღნიშნული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პროექტისთვის გამოყენების ფარგლებში, შემუშავებულია „მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეების უმეტეს ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკებების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტების ზემოქმედების არეალში მოქცეულ შემდეგ მესაკუთრეებთან:
1) ნოდარ აგატიანი (პ/ნ 01016005605) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №01.18.12.011.083;
2) ნანა ყვავილაშვილი (პ/ნ 01016007198) და ციცინათელა ყვავილაშვილი (პ/ნ 01016010422) - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ძველი საკადასტრო კოდი: №01.18.12.022.039- დან 128 კვ.მ, რომელიც ხვდება მშენებლობის ბუფერში (მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ ნაკვეთი გამიჯნა საკუთარი ინიციატივით);
3) ემილ მანუკიანი (პ/ნ 01016007083) და ლერი მანუკიანი (პ/ნ 01016010650) - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №01.18.12.022.029;
4) ელიკო გუბეშვილი (პ/ნ 01016006618) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №81.05.12.244;
5) როზა აბდულაევა (პ/ნ 12001062360) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №81.05.07.204 (ნაკვეთის წინა ნომერი № 81.05.07.184 ) ;
6) შპს ,,ემ. ტი.ჯი - მოტორსი“ (ს/კ 206330825) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №81.05.11.133;
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ განცხადება და ზემოთ მითითებული პროექტის განხორციელების მიზნით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს“ უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ განსახორცილებელი პროექტების ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია საექსპროპრიაციო უძრავი ქონება. შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის ოქმის და დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის პროექტის მშენებლობის ფარგლებში, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე:
● ნოდარ აგატიანი (პ/ნ 01016005605) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №01.18.12.011.083; მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 669 კვ.მ.
● ნანა ყვავილაშვილი (პ/ნ 01016007198) და ციცინათელა ყვავილაშვილი (პ/ნ 01016010422) - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ძველი საკადასტრო კოდი: №01.18.12.022.039 - დან 128 კვ.მ, რომელიც ხვდება მშენებლობის ბუფერში (მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ ნაკვეთი გამიჯნა საკუთარი ინიციატივით);
● ემილ მანუკიანი (პ/ნ 01016007083) და ლერი მანუკიანი (პ/ნ 01016010650) - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №01.18.12.022.029; მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 1487 კვ.მ;
● ელიკო გუბეშვილი (პ/ნ 01016006618) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №81.05.12.244; მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 500 კვ.მ;
● როზა აბდულაევა (პ/ნ 12001062360) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №81.05.07.204 (ნაკვეთის წინა ნომერი № 81.05.07.184 ) ; მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 1005 კვ.მ. - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 406 კვ.მ;
● შპს ,,ემ.ტი.ჯი - მოტორსი“ (ს/კ 206330825) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №81.05.11.133; მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 3501.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი