გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.01.2016
ძალის დაკარგვა 11.01.2017
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016251
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| 1 | უფასო კვების ობიექტის დაფინანსება |
| 2 | საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება |
| 3 | სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის: |
| 4 | ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება სამედიცინო კუთხით. მათ შორის: |
| 5 | ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, მათ შორის: |
| 6 | ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება |
| 7 | მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება |
| 8 | მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება |
| 9 | უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი |
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| № | დასახელება |
| ერთ ბენეფიციარზე | სულ |
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2016 წლის 4 იანვარი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიეტტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამა და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი №1 – პროგრამა და დანართი №2 – ბიუჯეტი დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 2🔗
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2015 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტს საკრებულოს 2015 წლის 3 აგვისტოს № 28 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 11/08/2015, 010250050.35.166.016225)
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეგურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი
დანართი №1
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური
დახმარების 2016 წლის პროგრამა
თავი I
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1🔗. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში „პროგრამა”) განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის” პროგრამის მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანია
ა) აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;
ბ) სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;
გ) სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვლევა.
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;
გ) ახალშობილთა ოჯახების დახმარება;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება;
ე) მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა;
ვ) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;
ზ) ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება.
მუხლი 3🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:
1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა;
2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;
3. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება;
4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა;
5. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;
6. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.
თავი II
სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები
მუხლი 4🔗. სოციალური დახმარების პრიორიტეტები
სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:
1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მამა) რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება;
3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი;
4. მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების დახმარება, მეორე მსოფლიო ომში მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში – დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის;
5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, თუ საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, კვლევა, მკურნალობა, ოპერაცია;
6. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად;
7. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა;
8. უპატრონო მიცვალებულთა და დევნილთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება;
9. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება;
10. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით;
11. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით;
12. შეზღუდული შესაძლებლობის (პირველი ჯგუფის ინვალიდი) სტატუსის მქონე ოჯახის დახმარება დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით.
13. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის დენის გადასახადის მიზნით;
14. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის დახმარება;
15. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარი;
16. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება;
17. პირს, რომელიც, საჭიროებს აუცილებელ და გადაუდებელ დახმარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული სოცპაკეტში, დახმარება გაეწევა სოციალურ საკითხთა კომისიის შებამისი დასკვნის საფუძველზე;
18. 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება.
მუხლი 5🔗. სოციალური ღონისძიებები
სოციალური ღონისძიებებია:
1 მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა;
2. ჯანდაცვის ღონისძიებების – გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება;
3. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა;
4. იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა/ ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;
5. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება;
6. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა – სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პროექტებისა და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელების მიზნით.
თავი III
სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა
მუხლი 6🔗. სოციალური დახმარების დაფინანსება
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 1209000 ლარი.
მუხლი 7🔗. მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების დაუშვებლობა
დაუშვებელია სოციალური დახმარების გაწევა სამედიცინო კუთხით იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ კონკრეტული სახის დახმარება წელიწადში ერთხელ მაინც. გამონაკლისს წარმოადგენენ ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებზეც შესაძლებელია დახმარების გაწევა წელიწადში მეორედაც.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
სოცილაური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;
ე) ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მომართვა.
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
4. მარტოხელა დედის ოჯახი, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი
ა) განცხადება,
ბ) დედის პირადობის მოწმობის ასლი,
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
5. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
6. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
7. მარტოხელა დედისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი.
8. მეორე მსოფლიო ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში მებრძოლთა ოჯახისათვის (დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის):
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
9. იძულებით გადაადგილებული /დევნილი/ ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
10. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) ანგარიშ-ფაქტურა – კალკულაცია.
მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების ოდენობა
1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მამა) რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით;
2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება – ერთჯერადად 50 ლარის ოდენობით;
3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ყოველ მეოთხე და მომდევნო ბავშვზე.
4. მეორე მსოფლიო ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში მებრძოლთა ოჯახების დახმარება, ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში – დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარის ოდენობით;
5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა, (თუ საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, კვლევა, მკურნალობა, ოპერაცია) დამოკიდებულია სამედიცინო დახმარების ღირებულებაზე და განისაზღვრება პროცენტულად, დაფინანსების პროცენტული ოდენობა კლებულობს სამედიცინო დახმარების ღირებულების ზრდის შესაბამისად:
ა) 300 ლარამდე – 50%-დან-70%-მდე;
ბ) 300-დან - 500 ლარამდე – 40%-დან - 50 %-მდე;
გ) 500-დან - 1000 ლარამდე – 30%-დან - 40%-მდე;
დ) 1000-დან - 2000 ლარამდე – 20%-დან 30%-მდე;
ე) 2000 ლარზე ზევით 20%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
6.ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად, დამოკიდებულია მედიკამენტების ღირებულებაზე და განისაზღვრება პროცენტულად, დაფინანსების პროცენტული ოდენობა კლებულობს სამედიცინო დახმარების ღირებულების ზრდის შესაბამისად:
ა) 50 ლარამდე ღირებულების მედიკამენტების დაფინანსება–ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში – 80%, დანარჩენ შემთხვევაში – 70%;
ბ) 50 ლარიდან 100 ლარამდე ღირებულების მედიკამენტების დაფინანსება–ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში – 60%-დან 80%-მდე, დანარჩენ შემთხვევაში – 50%-დან 70%-მდე;
გ) 100 ლარიდან 200 ლარამდე ღირებულების მედიკამენტების დაფინანსება–ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში – 40%-დან 60%-მდე, დანარჩენ შემთხვევაში – 30%-დან 50%-მდე;
დ) 200 ლარიდან 300 ლარამდე ღირებულების მედიკამენტების დაფინანსება–ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში – 30%-დან 40%-მდე, დანარჩენ შემთხვევაში – 25%-დან 30%-მდე;
ე) 300 ლარზე ზევით ღირებულების მედიკამენტების დაფინანსება–ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში – 30%-მდე, დანარჩენ შემთხვევაში – 25%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა ჩვეულებრივ და 150 ლარისა ონკოლოგიურ პაციენტებზე.
7 . ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა;
8. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება – 200-დან 300 ლარამდე ოდენობით;
9. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარების ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ გამგეობის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნის გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა;
10. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინის ქირის გადახდა არაუმეტეს 100 ლარისა თვეში.
11. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით, განისაზღვრება 1 ბავშვზე 8 ლარის ოდენობით, ხოლო 2 ბავშვზე 12 ლარის ოდენობით;
12. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქრი – 200 ლარის ოდენობით;
13. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების ოდენობა დამოკიდებულია ამ პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო პუნქტამდე არსებულ მანძილზე და განისაზღვრება თვეში 15 ლარიდან 50 ლარამდე.
მუხლი 11🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისია.
2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
4. სოციალური დახმარების გაწევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.
2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისია.
3. სამედიცინო კვლევის ან სტაციონარული მომსახურების გაწევის თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულ რეკვიზიტებზე.
4. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.
5 ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:
1. საორგანიზაციო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სოც. განვითარების სამსახური.
2. საფინანსო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოც. განვითარების სამსახური.
მუხლი 14🔗. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 15🔗. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება ადგილობრივი მედია-საშუალებებისა (რადიო, ტელევიზია) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 16🔗 პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;
2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა;
3. დაგეგმილი და ფაქტობრვი მონაცემების შესაბამისობა;
4. პროგრამის განხორციელების ვადები.
მუხლი 17🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად:
1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი;
2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას;
3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები;
4. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.
დანართი №2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის მინიმალური
სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
№
დასახელება
ბენეფიციართა სავარაუდო რაოდ-ბა
სოციალური დახმარების მოცულობა /ლარი/
რეალიზაციის ვადა
ერთ ბენეფიციარზე
სულ
1
უფასო კვების ობიექტის დაფინანსება
180
154 400
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
2
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება
89 600
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
3
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის:
140 000
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
უკიდურესად გაჭირვებულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
50
წელიწადში ერთხელ
ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სატრანსპორტო ხარჯების დაფინანსება
35
15-50
ყოველთვიურად
ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი
8
ყოველთვიურად
ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი
12
ყოველთვიურად
მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი
8
ყოველთვიურად
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირის ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადი
500
8
ყოველთვიურად
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადი
8
ყოველთვიურად
100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
22
200
წელიწადში ერთხელ
4
ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება სამედიცინო კუთხით. მათ შორის:
380 000
პროგრამის შესაბამისად
ეკონომიურად გაჭირვებული ონკოლოგიური ავადმყოფების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად
არაუმეტეს 150 ლარი
პროგრამის შესაბამისად
ეკონომიურად გაჭირვებული ავადმყოფების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად
არაუმეტეს 100 ლარი
პროგრამის შესაბამისად
სამედიცინო კვლევებისა და სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება
არაუმეტეს 500 ლარი
პროგრამის შესაბამისად
5
ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, მათ შორის:
50 000
პროგრამის შესაბამისად
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება
არაუმეტეს 5000 ლარი
40 000
პროგრამის შესაბამისად
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბინის ქირის გადასახადი
არაუმეტეს 100 ლარი
10 000
პროგრამის შესაბამისად
6
ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
300 ლარი
235 000
პროგრამის შესაბამისად
7
მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება
93
100 ლარი ყოველ მე-4 და მომდევნო არასრულწლოვან ბავშვზე
150 000
ყოველთვიურად
8
მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება
5 000
პროგრამის შესაბამისად
/გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის/
250
პროგრამის შესაბამისად
2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება
500
წელიწადში ერთხელ
9
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი
250
5 000
პროგრამის შესაბამისად
სულ
1 209 000
● შენიშვნა: უფასო კვების ობიექტის ფუნქციონირებას ახორციელებს ააიპ – სოციალურად დაუცველ პირთა ორგანიზაცია „მოქალაქეთა თანადგომა”.
● შენიშვნა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსების ფარგლებში საკუთარი პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ააიპ – ,,გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“.