📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.01.2016
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 09.02.2017
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,014 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.01.2016 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
09.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2016 წლის 4 იანვარი ქ. თბილისი ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის“ საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილება (ვებგვერდი, 25/12/2014; 190020020.35.147.016082) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2016 წლის 1 იანვრიდან. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი №1 დანართი ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.  თავი I სოციალურის დახმარების  მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭიროდო კუმენტაცია მუხლი 1🔗. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად 300 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე.  2. დახმარების  მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); დ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; ე) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან  ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.  3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 2🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება  1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.  2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) რწმუნებული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; ზ) გარდაცვლილის დევნილობის  მოწმობის ასლი. 3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 3🔗. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირთა დახმარება   1. ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში (სოფლებში: მცხეთა-წინამძღვრიაანთკარი (ყოფილი ტელევიზია),სოფელ სკრის ბაგა-ბაღის შენობა, მეტეხი, საქაშეთი),  თითოეულ კოტეჯზე (ოჯახზე), სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც  მუდმივად ცხოვრობენ  ერედვის მუნიციპალიტეტში  და   არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 250 ლარის ოდენობით. 2.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.  3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. ავადმყოფების გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება და ავადმყოფების სოციალური  დახმარება   1. ერთჯერადად  ერედვის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება  მოქალაქეების, რომლებიც  მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმური და ურგენტული ოპერაციები და  დევნილებს, რომელთაც   აქვთ    დაავადების    განსაკუთრებით   რთული   ფორმა   და   მათი   ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე  დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ,  ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით  მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 2. დახმარების მიმღები (პაციენტი) დაფინანსებას მიიღებს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე  (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) დევნილობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის   რწმუნებულისაგან, დახმარების   მიმღების   (პაციენტის)   2008   წლის   აგვისტოს   ომამდე   ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ; ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო ოპერაციის შემთხვევაში პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტიж ვ) მიმართვა (სოცილაური მომსახურების სააგენტოდან) – ასეთის არსებობის შემთხვევაში; 3.   ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით   დახმარების მიმღების (განცხადების წარმომდგენის) პირად ანგარიშზე. მუხლი 5🔗. დევნილთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ დევნილთა ოჯახებს,  რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში,  სასურსათო კალათით (თითოეულ კალათში შევა: ერთი 50-კილოგრამიანი  ტომარა  ფქვილი, 10  ლიტრი  ზეთი,  5  კილოგრამი  შაქარი, 5  კილოგრამი ბრინჯი, 5  კილოგრამი მაკარონი). 2. დახმარება  გაეწევათ  სასურსათო კალათის  ადგილზე მიტანით კომპაქტურად  ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო  არაკომპაქტურად  ჩასახლებულ  დევნილ  ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის  მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 6🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი). 4. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაცის/მასალებს და გასცემს შესაბამის დასკვნას. მუხლი 7🔗. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა 1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს. მუხლი 8🔗. . სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1.სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისდ. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი  კონკრეტული  შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 9🔗. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები 1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის  უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.