„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის N163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430110000.22.022.017085
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №12/ნ

2016 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე  გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; ს/კ: 18/12/2015; 430110000.22.022.017070) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე  გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი  შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. იმ მასწავლებლებისათვის, რომლებსაც 2015 წლის დეკემბრის თვეში მიენიჭათ ან შეეცვალათ სქემით განსაზღვრული სტატუსები, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემამ დამატებით უზრუნველყოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში 2015 წლის  25 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით,  ამ წესის მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდება არაუგვიანეს 2016 წლის პირველი თებერვლისა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის პირველი დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე