„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №05/ნ

2016 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016792) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ პირთა გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების შერჩევა და განხორციელება, რომლებიც დასაქმებულნი არიან საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების:

ა.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;

ა.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში;

ა.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლება;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საჯარო მოსამსახურეთა პოპულარიზაცია და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაინტერესებული პირებისათვის ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სწავლებას;“;

გ) მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი საქმიანობის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით  ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას.”.

3.  მე-6 მუხლის:

ა) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ამტკიცებს რეგიონული სასწავლო ცენტრის სამოქმედო გეგმას;“.

ბ) ,,ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ პუნქტი:

„ძ) უფლებამოსილია სკოლის თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, აგრეთვე მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი).”.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სკოლის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე:  

ა)   ადმინისტრაციული და  სამართლებრივი უზრუნველყოფის დარგში;  

ბ) ფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დარგში;

გ) სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.“.

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 პუნქტი:

„31. სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:

ა) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოფს ახალი სასწავლო პროგრამების განვითარებას;

გ) უზრუნველყოფს ტრენინგების საჭიროების მოკვლევას და ამისათვის მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო დაწესებულებებთან;

დ) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესისათვის  მატერიალური და ადამიანური  რესურსების მოძიებას და მათ განვითარებას;

ე) მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის კურსდამთავრებულთა დამსაქმებლებთან სასწავლო პროგრამების შედეგიანობის ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით;

ვ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის დავალების საფუძველზე ასრულებს  სკოლის დირექტორის მოვალეობას;

ზ) მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს წევრებთან;

თ) დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.“.    

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.01.2016.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.01.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.017078.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №05/ნ, 08.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017078 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3148594/