შპს „სადაზღვევო კომპანია პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 და 2012 წლის 29 მაისის №669 განკარგულებების თანახმად გამოცემული საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს №01/9-ო ბრძანებით განსაზღვრული იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმებისა და აღნიშნული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01/131-ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №01/131-ო

2015 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „სადაზღვევო კომპანია პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 და 2012 წლის 29 მაისის №669 განკარგულებების თანახმად გამოცემული საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს №01/9-ო ბრძანებით განსაზღვრული იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმებისა და აღნიშნული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 332 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო კომპანია პარტნიორში“ (ს/კ 205224675) იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 და 2012 წლის 29 მაისის №669 განკარგულებების თანახმად გამოცემული საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს №01/9-ო ბრძანება გამოცხადდეს ძალადაკარგულად და შესაბამისად გაუქმდეს ამ ბრძანებით დანიშნული იძულებითი ადმინისტრაცია.

2. დროებითი ადმინისტრატორის გათავისუფლების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს შპს „სადაზღვევო კომპანია პარტნიორის“ მარეგისტრირებელ ორგანოს.

3. იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაეგზავნოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სსიპ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე.

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.                

სამსახურის უფროსი                         იოსებ გოგოლაშვილი