შპს „სადაზღვევო კომპანია პარტნიორის“ დაზღვევის (სიცოცხლის) და დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიების გაუქმების და მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №01/132-ო
2015 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „სადაზღვევო კომპანია პარტნიორის“ დაზღვევის (სიცოცხლის) და დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიების გაუქმების და მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე
,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 271 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 334 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ თანახმად, ვბრძანებ:
1. შპს „სადაზღვევო კომპანია პარტნიორს“ (ს/კ 205224675) გაუუქმდეს დაზღვევის (სიცოცხლის) და დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიები.
2. დაიწყოს შპს „სადაზღვევო კომპანია პარტნიორის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. შპს „სადაზღვევო კომპანია პარტნიორში“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადი ნომერი: 01014000880), რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.
4. ამ ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია ლიცენზიიის გაუქმების შესახებ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ეცნობოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი